Men at Work
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| Men at Work | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | სენტ-კილდა, ავსტრალია | |
| ჟანრ(ებ)ი | როკ მუსიკა, პოპ როკი, რეგი, ახალი ტალღა | |
| აქტიური | 1979–1986 1996–დღემდე |
|
| ლეიბლ(ებ)ი | Columbia, Sony | |
| წევრები | ||
| კოლინ ჰეი | ||
| ყოფილი წევრები | ||
| გრეგ ჰემი † რონ სტრიკერტი ჯერი სპეიზერი ჯონ რისი |
||
Men at Work — ავსტრალიური როკ/რეგეი ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებულად ცნობილი გახდა 1980-იან წლებში. ჯგუფის ჟღერადობა გამოირჩევა ჩასაბერი ინსტრუმენტებით და სტვირით.
ეს არის ერთადერთი ავსტრალიელი შემსრულებელი, რომელსაც აშშ-ში ჰქონდა #1 ალბომი და #1 სინგლი (ალბომი Business as Usual და სიმღერა Down Under).[1] ბრიტანეთში ამ ჩანაწერებმა ასევე #1 ადგილი მოიპოვეს. 1983 წელს ჯგუფმა მიიღო გრემი, როგორც საუკეთესო ახალმა შემსრულებელმა. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია მისი ალბომების 30 მილიონ ასლამდე.
დისკოგრაფია [რედაქტირება]
- 1981 Business as Usual
- 1983 Cargo
- 1985 Two Hearts
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Howlspace: Men at Work Retrieved on 9 July 2007