Megalograptus

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Megalograptus

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
ქვეტიპი:  ქელიცერიანები
კლასი:  †Eurypterida
ზეოჯახი:  Megalograptoidea
ოჯახი:  Megalograptidae
გვარი:  Megalograptus
ლათინური სახელი
Megalograptus

Megalograptusევრიპტერიდების ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი ნამარხი გვარი. არსებობდნენ ორდოვიკულ პერიოდში, 460-445 მილიონი წლის წინ. სხეულის სიგრძე 1,2 მეტრს აღწევდა. ნამარხის აღმოჩენის დროს მეცნიერთა ჯგუფს ცხოველის წვრილი ფეხები გრაპტოლითების ნაშთები ეგონა, სწორედ აქედან მომდინარეობს გვარს სახელი (graptus). მტაცებელი Megalograptus ნადირობდა თევზებზე, ტრილობიტებზე, სხვა ზღვის მორიელებზე. ბრჭყალებზე არსებული ეკლისებრი წანაზარდების მეშვეობით ადვილად პოულობდნენ ფსკერის ქვიშაში ჩამალულ ნადავლს. Megalograptus ბევრი მტერი ჰყავდა, მათ შორის ზრდასრული Cameroceras და დიდი ზომის ევრიპტერიდები. Megalograptus არ გააჩნდა ”ნესტარი”, თუმცა შეეძლო მორიელის მსგავსად სხეულის უკანა ნაწილის მორკალვა და მისი გამოყენება თავდაცვის მიზნით.

Megalograptus გამოჩნდნენ ბიბისის დოკუმენტური სერიების ციკლში Sea Monsters (”ზღვის მონსტრები”), სადაც ისინი ხმალკუდების მსგავასად იქცევიან: შეწყვილების, (ქვიშაში) კვერცხების დადებისა და კანის გამოცვლის მიზნით ნაპირზე გადიან[1].


სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • M. welchi
  • M. ohioensis

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Megalograptus&oldid=4254090“-დან