Mayhem

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Mayhem

Mayhem Jalometalli 2008-ზე
ბიოგრაფია
წარმოშობა ოსლო, ნორვეგია
ჟანრ(ებ)ი ბლეკ-მეტალი
აქტიური 1984 – 1993
1995 — დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Deathlike Silence (1993–1994)
Century Media (1994–1996)
Misanthropy (1997)
Season of Mist/Necropolis (2000–დღემდე)]
წევრები Necrobutcher
Hellhammer
Attila Csihar
Morfeus
Silmaeth
ყოფილი წევრები (წაიკითხეთ ქვემოთ)
საიტი thetruemayhem.com
Mayhem ვიკისაწყობში

Mayhem — ნორვეგიული ბლეკ-მეტალ ჯგუფი. იგი შეიქმნა 1983 წელს. მისი თავდაპირველი წევრები იყვნენ გიტარისტი Euronymous, ბასისტი Necrobutcher და დრამერი Kjetil Manheim. თავიდან ვოკალისტი იყო Euronymous. შემდეგ ცოტახნით იყო ვოკალისტი Messiah. ხოლო 1985 წელს ჯგუფში მოვიდა ვოკალისტი Maniac.

ამ შემადგენლობით ჯგუფმა გამოუშვა პირველი დემო ალბომი სახელად Pure Fucking Armageddon და მინი ალბომი Deathcrush. ეს ალბომები გასაყიდად გამოვიდა 1986-1987 წლებში. თავდაპირველად ჯგუფმა დაიწყო როგორც დეტ მეტალ ლირიკებით სიკვდილზე და ძალადობაზე ხოლო მალევე ტექსტებს შეემატა სკანდინავიური ენა და სატანიზმი, რაც Euronymous-ის დამსახურებაა. 1987 წელს ჯგუფიდან წავიდნენ დრამერი Kjetil Manheim და ვოკალისტი Maniac. ჯგუფში მათ ნაცვლად მოვიდნენ ვოკალისტი Dead და დრამერი Hellhammer.

Dead გახდა ჯგუფის სახე და საერთოდ ბლეკ მეტალის. იგი ისე იყო სიკვდილით შეპყრობილი, რომ იცვამდა ძონძებს და სახეს იღებავდა რომ მიცვალებულს დამსგავსებოდა და კონცერტებზე სხეულს ისერავდა დანით. იგი ფლობდა უნიკალურ ხმას. ამ შემადგენლობით ჯგუფმა ლაიფციგში კონცერტი გამართა, რომელიც ვიდეოს სახით გამოიცა.

ამავე შემადგენლობით ჯგუფმა დაიწყო სადებიუტო ალბომ De Mysteriis Dom Sathanas-ზე მუშაობა.

1991 წელს DEAD-მა სიცოხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თოფით, რომლითაც მან თავი მოიკლა.

პირველად გვამი ნახა Euronymous, რომელმაც რამდენიმე ფოტო გადაუღო მიცვალებულს და როგორც ამბობენ მან DEAD ტვინის ნაწილი შეჭამა. და თავის ქალის ნაწილით სახსოვრად შეინახა.

1991 წელს ჯგუფი დატოვა ბასისტმა Necrobutcher მის ნაცვლად კი ჯგუფში მოვიდა ვარგ ვიკერნესი იგივე BURZUM. 1993 წელს ვარგ ვიკერნესი და მისი მეგობარი Thorns წავიდნენ ოსლოში Euronymous-ის სანახავად რის შემდეგაც ვარგმა მას 23 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დანით. რის შემდეგაც იგი ციხეში აღმოჩნდა.

ალბომი De Mysteriis Dom Sathanas გამოვიდა 1994 წელს. 1995 წელს ჯგუფს დაუბრუნდნენ ვოკალისტი maniac და ბასისტი Necrobutcher. და ჯგუფს შეემატა ახალი გიტარისტი Blasphemer რომელმაც გარდაცვილი Euronymous-ის ადგილი დაიკავა. ამ შემადგენობით ჯგუფმა ჩაწერა მინი ალბომი სახელად Wolf's Lair Abyss (1997).

2000 წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომი სახელად Grand Declaration of War. 2004 წელს კი გამოუშვეს ალბომი სახელად Chimera ეს ალბომი maniac-ისთვის ბოლო იყო ამის შემდეგ მან ჯგუფი დატოვა და მის ნაცვლად ჯგუფში მოვდა Attila Csihar რომელიც 1993 წელსაც იყო ამ ჯგუფში ვოკალისტად.

2007 წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომი სახელად Ordo Ad Chao.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამინდელი წევრები

  • Necrobutcher ბასი (1983 - 1991, 1995 - )
  • Hellhammer დრამი (1988 - )
  • Attila Csihar ვოკალი (1993, 2004 - )

ყოფილი წევრები

ვოკალისტები
  • Messiah (1986)
  • Maniac (1986-1987, 1995-2004)
  • Kittil Kittilsen (1987)
  • Dead (1988-1991) (R.I.P. 1991)
  • Occultus (1991) (+ ბასი)
გიტარისტები
  • Euronymous (1983-1993) (R.I.P. 1993)
  • Blackthorn (1993)
  • Alexander Nordgaren (1997-1998)
  • Blasphemer (1995-2008)
ბასისტები
  • Count Grishnackh (Varg Vikernes) (1993)
  • Occultus (1991) (+ ვოკალი)
დრამერები
  • Kjetil Manheim (1983-1987)
  • Torben Grue (1987)
როლი წელი
1986–1988 1988–1991 1992–1993 1995–2004 2004–2008
ვოკალი Maniac Dead Attila Csihar Maniac Attila Csihar
გიტარა Euronymous Blasphemer
ბასი Necrobutcher Grishnackh Necrobutcher
დრამები Manheim Hellhammer Hellhammer

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Mayhem&oldid=4293535“-დან