Man on the Rocks

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Man on the Rocks
სტუდიური ალბომი - მაიკ ოლდფილდი
გამოცემის თარიღი 3 მარტი 2014 (2014-03-03)
ჩაწერის თარიღი 2013, ბაჰამის კუნძულები და The Village, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ჟანრი როკი
ლეიბლი Virgin EMI
პროდიუსერი მაიკ ოლდფილდი, სტივენ ლიპსონი
მაიკ ოლდფილდი - ქრონოლოგია
Music of the Spheres
(2008)
Man on the Rocks
(2014)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
The Guardian 3/5 stars[1]
So So Gay 4.2/5 stars[2]
Shields Gazette 5/10 stars[3]
musicOMH 3/5 stars[4]

Man on the Rocksმაიკ ოლდფილდის 25-ე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 2014 წლის 3 მარტს ლეიბლზე Virgin EMI.[5]

ჩაწერა და შექმნა[რედაქტირება]

Man on the Rocks ჩაიწერა პროდიუსერ სტივენ ლიპსონის დახმარებით. მუსიკოსებიდან, გარდა ოლდფილდისა, მის შექმნაში მონაწილეობდნენ ლელანდ სკლარი, დრამერი ჯონ რობინსონი, კლავიშისტი მეტ როლინგზი, გიტარისტი მაიკლ თომპსონი და ვოკალისტი ლუკ სპილერი. ძირითადი მუსიკალური ფონი ჩაიწერა 2013 წლის ივნისში, The Village-ის სტუდია D-ში (ლოს-ანჯელესი, კალიფორნია), ლიპსონის თანაშემწეობით. ოლდფილდი ამ ჩაწერაში Skype-ის მეშვეობით მონაწილეობდა. ალბომის ნაწილი მის მიერ ბაჰამის კუნძულებზე ჩაიწერა.[6]

ალბომის სამუშაო სახელწოდება იყო Rock. კომპოზიცია Irene დაიწერა 2011 წელს ბაჰამებზე დამტყდარი ქარიშხალ „აირინის“ მოვლენათა გავლენით. ალბომის ბოლო სიმღერაა უილიამ მაკ-დაუელის გოსპელური I Give Myself Away. ლუკ სპილერი აგრეთვე არის ლეიბლის Virgin EMI ჯგუფის The Struts ვოკალისტი.[7]

ალბომი გამოიცა CD-ზე, ორმაგ ფერად გრამფირფიტაზე და ციფრული ჩამონატვირთის, ისევე, როგორც დელუქს გამოცემის სახით.

ჩანაწერი აღსანიშნავია მაიკ ოლდფილდის Virgin-ზე დაბრუნებით, მას შემდეგ, რაც მან იგი 1990-იან წლებში მიატოვა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბრიტანული Mercury Records და Virgin Records ერთმანეთს შეერწყდა Universal Music-ის მიერ EMI-ს შეძენის შედეგად.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი - მაიკ ოლდფილდი, გარდა მითითებულისა.

  1. Sailing - 4:46
  2. Moonshine - 5:49
  3. Man on the Rocks - 6:10
  4. Castaway - 6:34
  5. Minutes - 4:51
  6. Dreaming in the Wind - 5:28
  7. Nuclear - 5:03
  8. Chariots - 4:38
  9. Following the Angels - 7:04
  10. Irene - 3:59
  11. I Give Myself Away (უილიამ მაკ-დაუელი) - 5:10

დისკი 2 - დელუქს გამოცემა[რედაქტირება]

  1. Sailing (ინსტრუმენტული)
  2. Moonshine (ინსტრუმენტული)
  3. Man on the Rocks (ინსტრუმენტული)
  4. Castaway (ინსტრუმენტული)
  5. Minutes (ინსტრუმენტული)
  6. Dreaming in the Wind (ინსტრუმენტული)
  7. Nuclear (ინსტრუმენტული)
  8. Chariots (ინსტრუმენტული)
  9. Following the Angels (ინსტრუმენტული)
  10. Irene (ინსტრუმენტული)
  11. I Give Myself Away (ინსტრუმენტული)

დისკი 3 - დელუქს გამოცემა[რედაქტირება]

  1. Sailing (დემო)
  2. Moonshine (დემო)
  3. Man on the Rocks (დემო)
  4. Castaway (დემო)
  5. Minutes (დემო)
  6. Dreaming in the Wind (დემო)
  7. Nuclear (დემო)
  8. Chariots (დემო)
  9. Following the Angels (დემო)
  10. Irene (დემო)
  11. I Give Myself Away (დემო)
  12. Sailing (ალტერნატიული მიქსი)
  13. Dreaming in the Wind (ალტერნატიული მიქსი)
  14. Following the Angels (ალტერნატიული მიქსი)
  15. I Give Myself Away (ალტერნატიული მიქსი)

პერსონალი[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Sullivan, Caroline. Mike Oldfield: Man on the Rocks review – a not-so-new-age return. The Guardian (27 February 2014). წაკითხვის თარიღი: 2 March 2014.
  2. Album Review: Mike Oldfield – Man on the Rocks. So So Gay (7 March 2014). წაკითხვის თარიღი: 9 March 2014.
  3. Album review: Mike Oldfield - Man On The Rocks. Shields Gazette (7 March 2014). წაკითხვის თარიღი: 9 March 2014.
  4. Mike Oldfield – Man On The Rocks. musicOMH (25 February 2014). წაკითხვის თარიღი: 9 March 2014.
  5. Mike's new album is on its way!. Mike Oldfield Official (11 October 2013). წაკითხვის თარიღი: 11 October 2013.
  6. Skype conversation with Mike Oldfield. YouTube (Tubular Bells 40th Anniversary celebrations) (6 July 2013).
  7. The Struts. წაკითხვის თარიღი: 12 October 2013.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Man_on_the_Rocks&oldid=2747076“-დან