M (ბონდიანა)
| M | |
|---|---|
| „ჯეიმზ ბონდის“ პერსონაჟი | |
| პირველი გამოჩენა: | კაზინო როიალი (1953) |
| ბოლო გამოჩენა: | სკაიფოლი (2012) |
| შემქმნელი: | იენ ფლემინგი |
| მსახიობი: | ბერნარდ ლი (1962–1979) ჯონ ჰასტონი (1967) რობერტ ბრაუნი (1983–1989) ედვარდ ფოქსი (1983) ჯუდი დენჩი (1995–2012) რეიფ ფაინზი (2012–დღემდე) |
| ინფორმაცია | |
| ზედმეტსახელ(ებ)ი: | M |
| თანამდებობა: | საიდუმლო სამსახურის / MI6-ის უფროსი |
| ეროვნება: | ბრიტანელი |
M — ჯეიმზ ბონდზე დაწერილი წიგნების და გადაღებული ფილმების გამოგონილი პერსონაჟი.
M არის ბრიტანული საიდუმლო სამსახურის, მი-6-ის, უფროსი. თვითონ სახელი გამოიგონა იენ ფლემინგმა, მან აიღო მისი უდიდებულესობის საიდუმლო სამსახურის უფროსის მენსფორდ სმიტ-კანინგემის სახელის პირველი ასო. M ჩნდება ბონდიანის ყველა ფილმში, გარდა ფილმისა ”მხოლოდ თქვენი თვალებისთვის”. M-ის ძირითადი მისია საიდუმლო სამსახურის მართვაა, თუმცა იგი ხშირად აძლევს ბონდს ბრძანებებს. მი-6-ის შტაბ-ბინაში (ლონდონი) M-ს გააჩნია საკუთარი კაბინეტი, რომლის წინ ზის მისი ასისტენტი - მის მანიპენი. მ-ის სახელი პიროვნება დრო და დრო იცვლება, იგი შეიძლება იყოს როგორც ქალი, ასევე კაცი. M-ის სახელები გასადიომლოებულია, თუმცა ამის მიუხედავად წიგნში ” ადამიანი ოქროს პისტოლეტით” ბონდი ასახელებს M-ს - სერ მაილზ მესვერი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||||||||||||||||||||||