MS Oasis of the Seas

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Oasis of the Seas 2010 წლის იანვარში

ზღვის ოაზისი (ინგლ. Oasis of the Seas) — Royal Caribbean International-ის ყველაზე დიდი სამგზავრო გემი მსოფლიოში, რომლის ბორტზე ერთდროულად 6 300 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. ამას გარდა, ზღვის ოაზისს ყველაზე მეტი რაოდენობით აქვს ოთახები აივნებით, ყველაზე დიდი აუზი და მსოფლიოში პირველი პარკი ხეებით, რომელიც გემზეა განთავსებული.

სამი 6-მეტრიანი სანიჩბე ხრახნი მოძრაობაში V12 რვა ძრავს მოჰყავს, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 17 500 ცხენის ძალის ტოლია, რაც 30 000 ცხენის ძალის ექვივალენტს უზრუნველყოფს საერთო ჯამში. გემის სიმაღლეა 65 მეტრი, ხოლო მის ბორტზე განლაგებულია ორი 6-სართულიანი კოშკი, რომლებიც 2 700 კაიუტას იტევს 5400 მგზავრისთვის.

Oasis of the Seas მშენებლობის ღირებულებაა 1,2 მილიარდი დოლარი. მის ბორტზე 400 ტონა მცენარეულობა და მათი მოსაყვანი ნიადაგია. სუპერლაინერი სიგრძეში 360 მეტრია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: