M551 Sheridan

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
M551A1Sheridan.jpg
82 სადესანტო დივიზიონის M551A1 Sheridan - ი საუდის არაბეთში
M551A1 Sheridan
კლასიფიკაცია მსუბუქი ტანკი
საბრძოლო წონა, ტ 15.6
ეკიპაჟი, კაცი 4 ადამიანი
ისტორია
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1969—1996 - ამერიკისთვის
ძირითადი ოპერატორები აშშ-ის დროშა აშშ
ზომები
კორპუსის სიგრძე , მმ 6.3მ
კორპუსის სიგანე, მმ 2.8 მ
სიმაღლე, მმ 2.8 მ
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი ალუმინის
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა M81E1 152-მმ ქვემეხი
ქვემეხის საბრძოლო მარაგი 20 ჭურვი და 9 MGM-51 Shillelagh - ის რაკეტა
ტყვიამფრქვევები 1× .50 cal (12.7 mm) M2 Browning 1,000 ტყვიით და 1× .30 cal (7.62 mm) M73/M219 3,000 ტყვიით
მობილურობა
ძრავის ტიპი 6 ცილინდრიანი 6V53T
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 300
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 70
გადაადგილების მარაგი, კმ 560 კმ

M551 Sheridanამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი მსუბუქი ტანკი.ტანკის შექმნის უპირველესი მიზანი იყო ის რომ ტანკს შესძლებოდა ცურვა და ჰაერიდან დესანტირება.მის შეიარაღებაში შედიოდა ახალი მაგრამ ტექნიკური პრობლემებით სავსე M81/M81E1 152მმიანი რაკეტის მსროლელი ქვემეხი. ტანკი შეიარაღებში 1967 წელს შევიდა, და მალევე დიდი რაოდენობით ვიეტნამში,კორეაში და ევროპაში გაიგზავნა,და ინტენსიურად მონაწილეობდა ვიეტნამის ომში,ასევე პანამის ოპერაცია - ში და ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალში.

ტანკის წარმოება 1966 წელს დაიწყო, მაშინ როდესაც ჩამოწერა ხდებოდა მძიმე და სხვა მსუბუქი ტანკების და გადადიოდნენ ერთ კლასის ტანკზე ანუ ძირითად საბრძოლო ტანკებზე ( M41 Walker Bulldog მაინც დარჩა შეიარაღებაში ოღონდ მხოლოდ ნაციონალური გვარდიის),ტანკის კლასიფიკაცია არ ხდებოდა როგორც მსუბუქი არამედ მისი კლასიფიკაცია იყო სადაზვერო მანქანა/საჰაერო სადესანტო მანქანა. მანქანის ჩანაცვლება არ მომხდარა სხვა მსუბუქი ტანკით, არამედ ტანკი ჩაანაცვლეს M2 Bradley - ით რომელსაც შეეძლო ბევრად თანამედროვე რაკეტების სროლა და უკეთ ბრძოლა ტანკების წინააღმდეგ.

შექმნა[რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომი - ს შემდგომ ამერიკის შეიარაღებაში მიიღეს ახალი ტანკი M41 Walker Bulldog ,რომელიც მსუბუქი ტანკის როლს ასრულებდა,თუმცა რთულია მიიჩნეოდეს 25 ტონის ტანკი მსუბუქ ტანკად რომელსაც, ასევე მცირე მოქმედების რადიუსი ჰქონდა, ამიტომაც მალევე დაიწყეს ახალ ტანკზე მუშაობა რომელსაც M41 - ის ქვემეხი უნდა ჰქონოდა,საბოლოოდ გამოვიდა ექსპერიმენტალური T-71 და T-92,T-92 - ი მხოლოდ და მხოლოდ 19 ტონა იყო რაც საკმარისი იყო მსუბუქი ტანკისთვის, მაგრამ მუშაობა დამთავრებული არ იყო როდესაც აშშ - მ შეიტყო რომ საბჭოთა კავშირში ახალი მსუბუქი ტანკი PT-76 გამოუშვეს რომელიც ძალიან კარგად დაცურავდა,ამიტომაც აშშ-ი დაიწყო ფიქრი შეექმნა მცურავი ტანკი, T-92-ისთვის ძალიან რთული იქნებოდა ცურვის შესაძლებლობის დამატება ,ამიტომაც მუშაობა სრულიად ახალ ტანკზე დაიწყო რომელსაც თავიდან XM551 დაარქვეს.

ცურვისთვის გამზადებული შეირაიდანი

ახალი ტანკის ჯავშანი ალუმინის იყო რომელიც ვერ უძლებდა მძიმე ტყვიამფრქვევის ტყვიებს, ხოლო ტანკ საწინააღმდეგო რაკეტა კი მთლიანად ანადგურებდა მას,მანქანის ჯავშანი ისეთივე იყო როგორიც M113 - ი ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის და ისეთივე სუსტი იყო ნაღმების წინააღმდეგ როგორც ის. ახალ ტანკს ცურვა შეეძლო,დაცურავდა როგორც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამერიკული ტანკები რომლებსაც სპეციალური ეკრანები უყენდებოდა,ეკრანები იხსნებოდა და იკეტებოდა მძღოლის ადგილისგან (საბჭოთა ანალოგს სპეციალური ძრავები ეყენა ცურვისთვის),თუმცა ცურვის დროს როდესაც ეკრანები იხსნებოდა მძღოლის ნაკვეთურს წყალის ესხმებოდა და გამოუყენებლს ხდიდა რის გამოც მძღოლს მეთაურის ნაკვეთურში უწევდა ასვლა (მსგავსი პრობლემა აქვს M2 Bradley - ის) .

პროდუქცია[რედაქტირება]

წარმოება 1966 წლის 29 ივნის დაიწყო,ხოლო შეიარაღებაში 1967 წელს 1 ბატალიონის და 63 სატანკო ბატალიონის შეიარაღებაში შევიდა,სამი წლის განმავლობაში 1,662 ცალი დამზადდა ხოლო მისი ფასი 1,3 მილიონი იყო.

საბრძოლო ისტორია[რედაქტირება]

ვიეტნამის ომის[რედაქტირება]

პირველი შეირაიდენების ვიეტნამში 1969 წლის იანვარში ჩაიტანეს და ოთხ ბატალიონს დაემატა ,1970 წლის ვიეტნამში 200მდე ასეთი ტანკი იყო ჩატანილი ხოლო პირველად საბრძოლო მოქმედებებში 1972 წელს დაიწყეს,აქედან მოყოლებული ის ინტენსიურად გამოიყენებოდა ომში და თითქმის ყველა ბატალიონში შედიოდა და ჩაანაცვლა M-48 Patton - ტანკები (გამონაკლისი მხოლოდ მეთერთმეტე სატანკო ბატალიონი იყო),ტანკი ძალიან ცუდ შედეგს დებდა ომში და სამხედროები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ რადგან ტანკს ძალიან სუსტი ჯავშანი ჰქონდა პატონთან შედარებით,მაშინ როდესაც რპგს მოხვდერის შემდეგ პატონში მხოლოდ თუ დაშავდებოდნენ შეირაიდანში ყველა იღუპებოდა,სწორედ ჯავშნის გამო ომში შერაიდანი დიდ დანაკარგს განიცდიდა,ამიტომაც ტანკი უმეტესად დაზვერვისთვის,ღამე სადარჯოთ და ტერიტორიის განწმენდისთვის გამოიყენებოდა.

ტანკი პირველად 1969 წლის 15 თებერვალს განადგურდა,ის ნაღმზე აფეთქდა ხოლო აფეთქების შემდეგ ტანკში ჭურვების დეტონაცია მოხდა და მთლიანად განადგურდა,შემდგომი 3 განადგურებული შეირაიდანიც ნაღმებზე მოდის,ისინი საზღვარზე განადგურდნენ როდესაც ცდილობდნენ მდინარის გადაკვეთას,1970 წელს 5 შეიარიდანი ერთ დღეს განადგურდა რპგს მოხვედრის შემდეგ რა დროსაც ტანკები მთლიანად განადგურდა რომელიც შემდგომ გამუდმებით ხდებოდა.

დათვლილია რომ ვიეტნამში მან სულ 39,455 საგზაო მილი გაიარა და შეასრულა 520 მისია.

შეფასება[რედაქტირება]

მანევრულობაში ტანკი ძალიან კარგი იყო,მას შეეძლო გაევლო ისეთ ადგილებში სადაც 52 ტონიანი M-48 Patton- ი ვერ გაივლიდა,გარდა ამის მუხლუხის ჯაჭვიც უფრო იშვითად წყდებოდა ვიდრე პატონისას,ასევე ძალიან კარგი იყო ქვეითების წინააღმდეგ საბრძოლველად ,რადგან მისი 152მმ ქვემეხი, საარტილერიო დანადგრის ეკვივალენტი იყო და ქვეითთ საწინააღმდეგო ჭურვების სროლა ძალიან დიდ შედეგს იძლეოდა,თუმცა უარყოფითიც ძალიან ბევრი ჰქონდა,საშუალოდ გაწვრთნილი პატონის ეკიპაჟი წუთში 17 გასროლას აკეთებდა მაშინ როდესაც შერაიდანი მხოლოდ და მხოლოდ ორს,გარდა ამისა შეირაიდანის ქვემეხს მუდმივად გაწმედვა სჭირდებოდა რაც არ უნდოდა პატონის ქვემეხს რომელიც გასროლის შემდეგ ისევ ისროდა მაშინ როდესაც შეირაიდანს ჯერ უნდა გაეწმინდა და შემდეგ გაესროლა ამას კი დიდი დრო მიქონდა.

ომში შეიარადანი უმეტესად ქვეითებთან და ჯავშანტრანსპორტიორებთან ერთად მუშაობდნენ,შეიარაიდანს იყენებდნენ ზუსტი ცეცხლის გასახსნელად თუმცა პრობლემა აქაც იყო,კერძოთ ის რომ მის შეიარაღებაში 20 ჭურვი და 8 რაკეტა იყო.შეირაიდანის დანაკარგი კი უდიდესი იყო,ტანკების ფეთქდებოდნენ ადვილ სიტუაციებშიც კი,განსაკუთრებით ნაღმებზე,1970 წელს რიჩარდ ნიქსონნმა გასცა ბრძანება ჯარის კამბოჯაში შესვლის,სწორედ ამის შემდეგ დანაკარგი გაორმაგდა,განსკუთრებით დიდი იყო ოპერაცია ლამ სონ 719 ში რის შემდეგადაც თითქმის განადგურების პირას იყო მთლიანი შერაიდენების ბატალიონი.

ვიეტნამის ომის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება]

ვიზუალურად მიახლოებული საბჭოთა Т-80 - თთან

ომის შემდგომ ტანკის ნელ ნელა შეიარაღებიდან ამოღება დაიწყეს,ისე რომ მას არავინ ანაცვლებდა, ხოლო 1996 წელს კი მთლიანად მოიხსნა შეიარაღებიდან,შერაიდინი საჰაერო ტრანსპორტირებადი ერთადერთი ტანკი იყო აშშ - ს არმიაში რის გამოც თავს იკავებდნენ მისი მთლიანად მოხსნისგან,მოგვიანებით კი ტანკს მოდერნიზაცია ჩაუტარდა და M551A1 დაერქვა,1980 წლის ბოლოსთვის ტანკს იყენებდნენ ვიზუალური მიბაძვისთვის,ტანკი გადაკეთებული იყო Т-80,T-72,BMP-1 და ა.შ. გარდა ვიეტნამის ომისა ტანკი გამოიყენებოდა ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალში,სულ 52 მსგავსი ტანკი იყო ჩატანილი ომის პირველ დღეებში და ძირითადად იყენებდნენ დაზვერვაში რადგან ტანკი ძალიან მოძველებული იყო და გამოყენება როგორც ტანკი შეცდომა იქნებოდა. სულ ომში 8 გასროლა გააკეთა და გაანადგურა ერაყული ბუნკერი. 1989 წელს ტანკი გამოიყენეს პანამაში რა დროსაც 10ის საჰაერო დესანტირება მოხდა ხოლო 4 კი ჩიატანეს,დესანტირებისას 2 ტანკი დაჯდომისას განადგურდა,ტანკებმა შეტევა ანხორციელბდნენ სიმაღლეების დასაკავებლად ასევე მონაწილეობდნენ კომანდანციის აღებაში,გარდა ამისა C-130 პანამის აეროპორტში განახორციელა 8 შეირაიდანის დესანტირება და მათი დაკავება.

შეიარაღება[რედაქტირება]

შელაიგალის ტიპის რაკეტის გასროლა

T-92 - თან შედარებით შეირაიდანი უფრო მსუბუქი იყო,ეს კი მისი ინოვაციური ქვემეხი დამსახურება იყო,მისი ახალი ქვემეხი კინეტიკური გახვრეტის წყალობით ძალიან ეფექტიანი იყო ტანკების წინააღმდეგ შორ მანძილებზე, თუმცა რაკეტა მძიმე იყო და შესაბამისად ძალიან ნელა მიფრინავდა რის გამოც თითქმის ვერასდროს არტყამდა მოძრავ ტანკს,იგივე პრობლემა იყო მაშინაც კი როდესაც ისროდა MGM-51 Shillelagh ტანკ საწინააღმდეგო რაკეტას. გარდა ტანკებისა ქვემეხი ძალიან ეფექტიანი იყო ქვეითების და მოწინააღმდეგის პოზიციების წინააღმდეგ.

მობილურობა[რედაქტირება]

ტანკს ეყენა დიზელის 300 ცხძლიანი 6V53T ტიპის ძრავა რაც საკმაო მობილურობას აძლევდა და შეეძლო წაეღო დიდი რაოდენობით დამატებითი ტვირთი,შეირაიდანი 70 კმ/სთს ანვითარებდა და აშში ყველაზე სწრაფი ტანკი იყო,გარდა ამისა შეეძლო ცურვა რაც არ შეეძლო არცერთ პატონის სერიის ტანკს. ტანკის დესანტირება ძალიან ახლო მანძილიდან ხდებოდა სპეციალური პლატფორმით რომელზეც იდგა,მისი გადამყვანი C-130 - ი ჰერკულესი და C-141 იყო, თუმცა დესანტირება ძალიან სახიფათო იყო და უამრავი ტანკი განადგურდა დესანტირებისას,სწორედ ამიტომ მათ მთლიანად შეწყვიტეს მსგავი ტიპის დესანტირება,ამიტომაც ჯერ ტანკს აგდებნენ და შემდეგ კი ეკიპაჟი ჯდებოდა მასში.

დესანტირება C-130 ჰერკულესიდან

ვარიანტები[რედაქტირება]

  • "Two Box" M551 - მოხსნილი იქნა Shillelagh რაკეტის ყველა დეტალი გარდა ამძრავისა და მის ადგილზე კი დაიდგა ტყვიამფრქვევების ამუნიცია
  • M551A1 - დაუყენდა ახალი ლაზერული მანძილმზომი (AN/VVG-1)
  • M551A1 TTS - დაუყენდა თერმული მოწყობილობები,ასევე AN/VSG-2B - ტიპის თერმული სამიზნე, მსგავსი როგორ M60A3-ს .
  • M551 NTC - გადაკეთთდა საწვრთნელ მანქანებად და ასევე ხდებოდა სხვა ტანკების ვიზუალური მიმსგვასება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=M551_Sheridan&oldid=2773797“-დან