M41 Walker Bulldog

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
M-41

მსუბუქი ტანკი M-41
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 23.5
განლაგების სქემა კლასიკური
ეკიპაჟი, კაცი 4 ადამიანი
ისტორია
ძირითადი ოპერატორები აშშ-ის დროშა აშშ
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 3.2 მ
სიმაღლე, მმ 2.71 მ
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი 38მმ (მაქსიმუმი)
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 1 × 76 მმ M32 ქვემეხი
ტყვიამფრქვევები 1 × .50 cal ტვიამფრქვევი და 1 × .30 cal.
მობილურობა
ძრავის ტიპი Continental AOS 895-3
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 500
ძრავის სიმძლავრე, კილოვატი 21.3 მეტრულლი ტონა
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 72
გადაადგილების მარაგი, კმ 161 კმ

M41 Walker Bulldogამერიკული მსუბუქი ტანკი, რომელიც შეიქმნა M24 Chaffee - ს ჩასანაცვლებლად. სახელი მიენიჭა გენერალ ვალტონ ვალქერის პატივსაცემად, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა კორეაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

M24 Chaffee - წარმატებული პროექტი გამოდგა თუმცა,ტანკს არასაკმარისი საცეცხლე ძალა ჰქონდა,რის გამოც ხშირად მხოლოდ და მხოლოდ დაზვერვისთვის ამუშავებდნენ, რაც არ მოსწონდათ სამხედროებს,ამიტომაც 1947 წელს ახალ ტანკზე T37 - ზე დაიწყეს მუშაობა,ტანკს უნდა შესძლებოდა მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის განადგურება და ასევე უნდა ყოფილიყო მსუბუქი რათა თვითმფრინავს გადაეტანა,ახალ ტანკზე 76მმიანი ქვემეხი და მანძილმზომი დაყენდა. წარმოება 1951 წელს დაიწყო და სულ რაღაც 2 წელიწადში მთლიანად ჩაანაცვლა M24 Chaffee,თავდაპირველად ტანკს Little Bulldog ერქვა ხოლო შემდეგ Walker Bulldog - ი დაერქვა. ახალ ტანკს კარგი შეიარაღება ჰქონდა თუმცა მისი ძრავა ძალიან ხმაურიანი იყო,ასევე ძრავას დიდი რაოდენობით საწვავი სჭირდებოდა ,საჰაერო ტრანსპორტირებაც კი რთული იყო და ზოგადად ბევრი ტექნიკური პრობლემა ჰქონდა,რის გამოც უკვე 1951 წელს ახალ ტანკზე მუშაობა დაიწყო (T71, T92) მაგრამ მალევე მიატოვეს. ტანკი მცირე რაოდენობით გამოიყენებოდა კორეაში და მანძილ მზომის პრობლემებიც გამოიკვეთა,თუმცა ტანკი კორეაში სწორედ მისი წინაპრის ჩაფეს ჩასანაცვლებლად გაიგზავნა, რომელმაც მცირე წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწია საბჭოთა T-34/85 - ებს,1961 წელს კი ბულდოგები ჩაანაცვლეს იაპონური Type 61 -ით.

საბრძოლო ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიეტნამის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წელს გადაწყდა სამხრეთ ვიეტნამური ჩაფები რომლებიც საფრანგეთიდან დარჩათ, ჩანაცვლებულიყო ახალი ბულდოგებით,პირველი ტანკები (M41A3) 1965 წლის იანვარში ჩაიტანეს და სამხრეთ ვიეტნამური ბატალიონები დააკომპლეკტეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურა რაც აკლდა ამერიკელი სამხედროებისგან,ამერიკელები მას უჩივოდნენ შიგნითა ინტერიარით რომელიც ძალიან პატარა იყო და უბრალოდ ვერ ეტეოდნენ ხოლო ვიეტნამელებმა კი ადვილად აითვისეს ის.

სამხრეთ ვიეტნამური ბულდოგები წვრთნისას

1971 წელს ტანკი პირველად მოუწია დაპირისპირება მოწინააღმდეგის ტანკებთან,ოპერაცია ლამ სონში რა დროსაც გაიგზავნენ სატრანსპორტო გზების დასაცავად,ტანკი ირიცხებოდა პირველ სატანკო ბატალიონში რომელსაც დახმარებას უწევდა მედესანტეთა ბატალიონი.საბოლოოდ ბრძოლაში იბრძოდა 17 M41 და ბევრი ჯავშანტრანსპორტიორი რა დროსაც განადგურდა 5 M41 და 25 ჯავშანტრანსპორტიორი, ხოლო მოწინააღმდეგის მხარე 22 ტანკი გამოვიდა მწყობრიდან მათ შორის 6 T-54 და 16 PT-76. 1973 წლისთვის ვიეტნამში 200 M41 - იყო, ევროპაში კი M41-ები M-48 Patton - ებმა ჩაანაცვლეს.

M41 საიგონში

დამსახურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წლისთვის აშშ-ს არმიამ დაიწყო ბულდოგების ჩანაცვება ახალი M551 Sheridan - ის ტიპის ტანკით, რომელიც უფრო სადაზვერო/სადესანტო მანქანა იყო ვიდრე მსუბუქი ტანკი,ბულდოგისგან განსხვავებით ახალ ტანკს შეეძლო ბევრად უკეთ ბრძოლა ახალი 152მმიანი ქვემეხით, რომელიც რაკეტებს ისროდა დიდი სიზუსტით,გარდა ამისა ახალს ტანკს შეეძლო ცურვა და საჰაერო დესანტირება. ბულდოგის შასზე შეიქმნა საზენიტო დანადგარი M42 Duster რომელიც 2 40მმიანი ქვემეხით იყო შეიარაღებული,გარდა ამისა შეიქმნა M75 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი რომელიც წააგავდა ფართოდ გავრცელებულ M113 - ს,ასევე გამოვიდა 152მმ საარტილერიო დანადგარი M44/M52.

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • M41 (1953).
  • M41A1 (1954): კოშკურის ტრიალი ხდებოდა როგორც ჰიდრავლიკურად ასევე ელექტროობით.გარდა ამის გაიზარდა ამუნიციის რაოდენობა
  • M41A2 (1956): ძველი კარბურატორიანი ძრავა, ჩანაცვლდა ახალი შიდაწვის AOS 895-3 6-cylinder - ით
  • M41A3: M41A1 მოდიფიკაციას დაუყენდა ახალი ბენზინის შიდაწვის ძრავა
  • M41 DK-1: დანიური მოდერნიზაცია. ახალი ძრავა, თერმული სამიზნეები, NBC დაცვა და დაუყენდა დამატებითი ეკრანები გვერდებზე.
ტაივანურიM41D
  • Type 64 (ექსპერიმენტალური): ტაივანური მოდერნიზაცია,შეეცვალა ცეცხლის მართვის სისტემა, ასევე 520 ცხძლიანი ძრავა დაუყენდა, ახალი ტყვიამფრქვევი T57 7.62მმ GPMG,ასევე დამატებითი ჯავშანი კუშკურაზე და ბორტებზე.არ ჩაშვებულა სერიულ წარმოებაში.
  • M41D: ჩინური მოდერნიზაცია. დაუყენდა ადგილობრივი წარმოების ქვემეხი, ახალი დამიზნების სისტემა,დიზელის ძრავა 8V-71T და რეაქტიული ჯავშანი
  • M42 Duster (1952): ჰაერსაწინააღმდეგო ვერსია შეიარაღებული 2 ბოფორსის 40მმ ქვემეხით.

ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: