Love Over Gold

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Love Over Gold
სტუდიური ალბომი - Dire Straits
გამოცემის თარიღი 20 სექტემბერი, 1982
ჩაწერის თარიღი 8 მარტი - 11 ივნისი 1982
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 40:59
ლეიბლი Vertigo (ინგლისი)
Warner Bros. (აშშ)
პროდიუსერი მარკ ნოპფლერი
Dire Straits - ქრონოლოგია
Making Movies
(1980)
Love over Gold
(1982)
ExtendedancEPlay
(1983)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars[1]
რობერტ კრისტგოუ C+[2]
Rolling Stone 4/5 stars[3]

Love Over Gold — ჯგუფ Dire Straits-ის მეოთხე სტუდიური ალბომი. თავისი ხანგრძლივი ინსტრუმენტული პასაჟების გამო ბევრი მსმენელი მას თვლის პროგრესული როკის ჟანრის დისკად.

ალბომი ევროპაში გაიყიდა 4.4 მილიონი ასლის ოდენობით. შტატებში მას მხოლოდ 1986 წელს მიენიჭა ოქროს სტატუსტი. ეს ასევე არის ჯგუფის უკანასკნელი დისკი, რომელზეც უკრავს პიკ უიზერსი.

შექმნა[რედაქტირება]

ტურნეს On Location Tour დასრულებისას მარკ ნოპფლერმა დაიწყო ჯგუფის შემდეგი ალბომის სიმღერების შექმნა. ალან კლარკი (კლავიშიანები) და ჰოლ ლინდსი (გიტარა), რომლებიც ჯგუფთან ტურნეს მსვლელობისას თანამშრომლობდნენ, ასევე შეუერთდნენ მას სტუდიაში.

ჩაწერა[რედაქტირება]

Love Over Gold ჩაწერილი იქნა სტუდიაში Power Station, ნიუ-იორკში, 1982 წლის 8 მარტიდან 11 ივნისამდე. ალბომის პროდიუსერი ნოპფლერი იყო, ხოლო ნილ დორფსმენი - ხმის ინჟინერი.

სესიების დროს ნოპფლერმა გამოიყენა რამდენიმე გიტარა, მათ შორის ოთხი Schecter Stratocaster, Ovation-ის კლასიკური გიტარა სიმღერებში Private Investigations და Love Over Gold, სპეციალურად შექმნილი Erlewine Automatic სიმღერაში Industrial Disease და 1937 წლის National-ის პედლიანი გიტარა Telegraph Road-ში. ჩაწერისას აგრეთვე გამოყენებული იქნა Ovation-ის 12 სიმიანი და ექვსსიმიანი აკუსტიკური გიტარები.

ალბომის მომზადებისას დაიწერა რამდენიმე სიმღერა, რომელიც ჯგუფის ალბომებზე არ გამოცემულა. მაგალითია Private Dancer, რომელიც ალბომისთვის იწერებოდა, მაგრამ ჩაიწერა ყველა პარტია ვოკალის გარდა. ნოპფლერმა გადაწყვიტა, რომ სიმღერას უფრო მეტად ქალის ხმა მოუხდებოდა, ამიტომ იგი ტინა ტერნერს აჩუქა (სიმღერაში იქნა უკანასკნელის ახალ ალბომში Private Dancer).[4] "The Way It Always Starts საბოლოოდ მოხვდა ნოპფლერის მიერ ფილმისთვის ადგილობრივი გმირი დაწერილ საუნდტრეკში, გერი რეფერტის ვოკალით. Badges, Posters, Stickers and T-Shirts ალბომში არ შეიტანეს და მოგვიანებით გამოსცეს სინგლის Private Investigations b-მხარეზე. შემდგომში იგი ბრიტანეთში EP-ზე ExtendedancEPlay მეოთხე სიმღერის სახით გამოვიდა.

გამოცემა[რედაქტირება]

Love Over Gold 1982 წლის 20 სექტემბერს გრამფირფიტასა და კასეტაზე გამოვიდა. Private Investigations გამოიცა ალბომის წამყვანი სინგლის სახით, ევროპაში. ბრიტანეთში იგი ჩარტების #2 პოზიციაზე მოხვდა. Industrial Disease აშშ-ში სინგლის სახით გამოვიდა და 1983 წელს მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის 75-ე პოზიციაზე.

ალბომის რემასტერინგი 1996 წელს, ჯგუფის სხვა სტუდიურ ალბომებთან ერთად, მსოფლიო მასშტაბით გამოსცა Vertigo Records-მა. 2000 წელს ალბომები აშშ-ში Warner Bros.-მა გამოუშვა. რემასტერინგის გარეკანზე წარმოდგენილია განსხვავებული გამოსახულება: ალბომის სათაური ჯგუფის სახელის ქვეშ წერია. ორივე რიგი დიდი ასოებით არი წარმოდგენილი. ელვის გამოსახულება ოდნავ გადიდებულია და უფრო ნათელი, გადადის რა იისფერ ტონალობაში. ეს არის ჯგუფის ერთადერთი რემასტერინგი, რომელსაც შეცვლილი აქვს ყდა.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — მაიკ ნოპფლერი[5]

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Telegraph Road   14:20
2. Private Investigations   6:47
3. Industrial Disease   5:50
4. Love Over Gold   6:18
5. It Never Rains   8:00
სრული ხანგრძლივობა:
41:15

პერსონალი[რედაქტირება]

Dire Straits
დამატებითი მუსიკოსები
პროდიუსერები
  • მარკ ნოპფლერი - პროდიუსერი
  • ნილ დორფსმენი - ინჟინერი
  • ბარი ბონჯოვი - თანაშემწე ინჟინერი
  • ბობ ლუდვიგი – მასტერინგი
  • მაიკლ როუ - გარეკანის დიზაინი
  • ალან ლობელი - ფოტოგრაფია
  • პიტერ კენინგემი - ფოტოგრაფია[6]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Erelewine, Stephen Thomas (2011 [last update]). Love Over Gold - Dire Straits | AllMusic. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 5 July 2011.
  2. Christgau, Robert (2011 [last update]). Robert Christgau: CG: dire straits. robertchristgau.com. წაკითხვის თარიღი: 5 July 2011.
  3. Fricke, David (2011 [last update]). Love Over Gold by Dire Straits | Rolling Stone Music | Music Reviews. rollingstone.com. წაკითხვის თარიღი: 5 July 2011.
  4. Official Community of Mark Knopfler Accessed 3 June 2007
  5. Love Over Gold. Discogs. წაკითხვის თარიღი: 5 December 2012.
  6. Love Over Gold. Dire Straits. Burbank, California: Warner Bros. Records. 1982. pp. 2, 11. 947772-2. 
წინამორბედი:
The Kids from Fame - The Kids from "Fame"
#1 ალბომები (ბრიტანეთი)
2-29 ოქტომბერი 1982
შემდეგი:
The Kids from Fame - The Kids from "Fame"
წინამორბედი:
1982 Out of the Blue - სხვადასხვა შემსრულებელი
#1 ალბომები (ავსტრალია)
11 ოქტომბერი 1982 – 16 იანვარი 1983
11–17 აპრილი 1983
შემდეგი:
The John Lennon Collection
- ჯონ ლენონი
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Love_Over_Gold&oldid=2698113“-დან