Love (ბითლზის ალბომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Love
საუნდტრეკი - ბითლზი
გამოცემის თარიღი 20 ნოემბერი 2006
ჩაწერის თარიღი ები-როუდის სტუდიები
1963–1969, 2004–2006
ჟანრი როკ ენ როლი, პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 78:38 (კომპაქტ დისკი, გრამფირფიტა)
80:28 (DVD-აუდიო)
ლეიბლი Apple, Capitol, EMI
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი, ჯაილს მარტინი
ბითლზი - ქრონოლოგია
The Capitol Albums, Volume 2
(2006)
Love
(2006)
The Beatles Stereo Box Set
(2009)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3/5 stars[1]
Blender 5/5 stars
Entertainment Weekly (A)
The Guardian 4/5 stars[2]
NME (8/10)[3]
The Observer 5/5 stars[4]
Okayplayer 4/5 stars
Pitchfork Media (8.5/10)[5]
PopMatters (6/10)[6]
Q 4/5 stars[7]
Rolling Stone 3.5/5 stars
Slant 5/5 stars[8]

Love — ჯგუფ ბითლზის სიმღერებზე აგებული, ჯორჯ მარტინისა და მისი შვილის, ჯაილს მარტინის მიერ შედგენილი ალბომი, რომელიც არის ამავე სახელწოდების შოუს თანმხლები მუსიკის კრებული.

ალბომი[რედაქტირება]

ჯორჯ მარტინი და მისი შვილი ჯაილს მარტინი შევიდნენ სტუდიაში პოლ მაკ-კარტნის, რინგო სტარის, იოკო ონოსა და ოლივია ჰარისონის მხრიდან ნებართვის შემდეგ. ჯორჯ მარტინის თქმით, პროექტზე მუშაობისას მან გამოიყენა ორიგინალური ოთხფირიანი, რვაფირიანი და ორფირიანი ჩანაწერები. ამან საშუალება მისცა, შეექმნა ბითლზის კატალოგში პირველი მოცულობითი ჟღერადობის ალბომი.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჯაილს მარტინმა განაცხადა, რომ ისინი ღელავდნენ, თითქოს ნებართვას ამ პროექტის განსახორციელებლად არ მიიღებდნენ და ამიტომაც, ყოველი შემთხვევისათვის, მან დაამზადა ორიგინალური ფირების ციფრული ვერსიები. ასევე მან ახსენა, რომ პროექტში არ იქნა გამოყენებული რამდენიმე სიმღერა, მაგალითად, Girl, რომელიც ჯორჯ მარტინს განსაკუთრებით მოსწონდა.

პოლ მაკ-კარტნიმ და რინგო სტარმა ამ ალბომზე ძალიან დადებითად ისაუბრეს. მაკ-კარტნიმ აღნიშნა: ამ ალბომმა ბითლზს კვლავ ერთად მოუყარა თავი, ისე თითქოს იქ ჯონი და ჯორჯიც იყო, ჩემთან და რინგოსთან ერთად. რინგოს კომენტარი ასეთი იყო: ეს ალბომი ჩემი აზრით მართლაც დიდებულია და მე ისეთ რამ მოვისმინე, რაც დავიწყებულიც მქონდა.

პირველად ალბომმა გაიჟღერა Virgin Radio ეთერში. მისმა რადიოწამყვანმა ჯეფ ლოიდმა, ბითლზის დიდმა მოყვარულმა ეთერში გაუშვა მთლიანი ალბომი, ყოველგვარი რეკლამისა თუ კომენტარის გარეშე.

ალბომზე გამოიკვეთება რამდენიმე საინტერესო დეტალი:

  • გამოყენებულია როგორც სიმღერების საბოლოო სტუდიური ვარიანტები, ასევე დემო-ჩანაწერები და სტუდიური დუბლები (მაგალითად, ეს ეხება Strawberry Fields Forever-ს)
  • ალბომზე არის რამდენიმე კომპოზიცია, რომელიც შედგება ბითლზის ორი-სამი სიმღერისგან. მაგალითია Drive My Car / The Word / What You're Doing.
  • რამდენიმე სიმღერაში გამოყენებული უკუღმა დატრიალებული ჩანაწერი ან აკაპელა ვერსიები.
  • პრაქტიკულად ცალკე ინდექსირებული ყველა სიმღერა უერთდება ერთმანეთს რომელიმე მუსიკალური ფრაგმენტით.

Love მოხვდა ბრიტანული ჩარტების #3 ადგილზე. იგი ასევე კომერციულად წარმატებული იყო აშშ-ში, სადაც იგი #4 ადგილზე მოვხდა და 2006 წლის ბოლოს პლატინის სტატუსით დაჯილდოვდა.

მსოფლიო ჩარტში დისკი მოხვდა #1 ადგილზე და მხოლოდ გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში გაიყიდა 721.000 ასლის ოდენობით. შემდეგ კვირას იგი კვლავ პირველ ადგილზე იყო და გაიყიდა 436.000 ასლის ოდენობით. ერთი კვირით იგი ამოვარდა ჩარტიდან და კვლავ დაბრუნდა მეოთხე კვირაში. ამ დროისათვის მსოფლიოში გაიყიდა მისი 2 მილიონი ასლი.

შობისათვის მისმა გაყიდვებმა იმატა და საბოლოოდ მან #1 ადგილზე გაატარა ექვსი კვირა. 40 საუკეთესო ალბომის სიაში დისკმა გაატარა 15 კვირა და გაიყიდა 2.849.000 ასლის ოდენობით. შემდეგი კვირების განმავლობაში სტაბილურად იყიდებოდა მისი 25.000 ასლი.

გრემის 50ე ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე, რომელიც 2008 წლის 10 თებერვალს გაიმართა, ალბომმა მიიღო პრიზი ორ კატეგორიაში: საუკეთესო კრებული-მუსიკა ფილმისათვის და საუკეთესო მოცულობითი ჟღერადობის ალბომი.

გამოცემები[რედაქტირება]

ალბომი სამი ვერსიის სახით გამოიცა. ეს იყო ჩვეულებრივი კომპაქტ დისკი, ორ დისკიანი გამოცემა და DVD-აუდიო ვერსია. DVD-აუდიო წარმოადგენს 5.1 ჟღერადობის ჩანაწერს (24 ბიტიანი 96 კჰც), რომლის გადართვაც შესაძლოა ორ არხზე. მისი მოსმენა ასევე შესაძლებელია DVD სისტემებზე.

გამოცემების დეტალები[რედაქტირება]

ადგილი თარიღი ლეიბლი ფორმატი კატალოგი
იაპონია 2006, 15 ნოემბერი Toshiba-EMI CD TOCP-70200
CD / DVD-Audio TOCP-70201
დიდი ბრიტანეთი 2006, 20 ნოემბერი Apple Records, EMI
CD 3798082 / 0946 3 79808 2 8
CD / DVD-audiio 3798102 / 0946 3 79810 2 3
აშშ 2006, 21 ნოემბერი Apple, Capitol Records, EMI CD 0946 3 79808 2 8
CD / DVD-Audio 0946 3 79810 2 3
დიდი ბრიტანეთი 2007, 30 აპრილი Apple Records, EMI
Vinyl

სიმღერების სია[რედაქტირება]

DVD დისკზე სიმღერების Revolution და Back in the USSR ხანგრძლივობა უფრო დიდია, ვიდრე სტანდარტულ დისკზე. ყველა სიმღერის ავტორები არიან ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, გარდა აღნიშნულისა.

  1. Because – 2:44
  2. Get Back – 2:05
  3. Glass Onion – 1:20
  4. Eleanor Rigby (გადასვლა სიმღერაზე Julia) – 3:05
  5. I Am the Walrus – 4:28
  6. I Want to Hold Your Hand – 1:22
  7. Drive My Car/The Word/What You're Doing – 1:54
  8. Gnik Nus – 0:55
  9. Something (გადასვლა სიმღერაზე Blue Jay Way) (ჯორჯ ჰარისონი) – 3:29
  10. Being for the Benefit of Mr. Kite!/I Want You (She's So Heavy)/Helter Skelter – 3:22
  11. Help! – 2:18
  12. Blackbird/Yesterday – 2:31
  13. Strawberry Fields Forever – 4:31
  14. Within You Without You/Tomorrow Never Knows (ჰარისონი, ლენონი/მაკ-კარტნი) – 3:07
  15. Lucy in the Sky with Diamonds – 4:10
  16. Octopus's Garden (რინგო სტარი) – 3:18
  17. Lady Madonna – 2:56
  18. Here Comes the Sun (გადასვლა სიმღერაზე The Inner Light) (ჰარისონი) – 4:18
  19. Come Together/Dear Prudence (გადასვლა სიმღერაზე Cry Baby Cry) – 4:45
  20. Revolution – 2:14 (კომპაქტ დისკის ვერსია) / 3:23 (DVD ვერსია)
  21. Back in the U.S.S.R. – 1:53 (კომპაქტ დისკის ვერსია) / 2:34 (DVD ვერსია)
  22. While My Guitar Gently Weeps (ჰარისონი) – 3:46
  23. A Day in the Life – 5:08
  24. Hey Jude – 3:58
  25. Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (Reprise) – 1:22
  26. All You Need Is Love – 3:39
iTunes გამოცემის დამატებები
  1. The Fool on the Hill – 3:30
  2. Girl – 2:43

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Love (ბითლზის ალბომი) საიტზე Allmusic
  2. Petridis, Alexis. (16 November 2006)CD: The Beatles, Love. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 9 May 2012.
  3. NME Album Reviews - The Beatles: LOVE. NME (17 November 2006). წაკითხვის თარიღი: 9 May 2012.
  4. Spencer, Neil. (11 November 2006)CD: The Beatles, Love. The Observer. წაკითხვის თარიღი: 9 May 2012.
  5. The Beatles: Love | Album Reviews. Pitchfork (30 November 2006). წაკითხვის თარიღი: 9 May 2012.
  6. Lundy, Zeth. (15 November 2006)The Beatles: Love. Popmatters.com. წაკითხვის თარიღი: 9 May 2012.
  7. Q magazine #245, Dec. 2006, p133
  8. Jones, Preston. (22 November 2006)Album Review: The Beatles - Love. Slant. წაკითხვის თარიღი: 24 July 2012.