London '66 - '67 (ალბომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
London '66 - '67
EP - პინკ ფლოიდი
გამოცემის თარიღი 19 სექტემბერი 1995
ჩაწერის თარიღი 11–12 იანვარი 1967, სტუდია Sound Techniques Studios
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 28:30
ენა ინგლისური
ლეიბლი See for Miles
პროდიუსერი ჯო ბოიდი
გარეკანის ავტორი Art Goes Boom
პინკ ფლოიდის EP დისკები - ქრონოლოგია
Wish You Were Here EP
(1995)
London '66-'67
(1995)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3/5 stars[1]

London '66–'67EP დისკი ჯგუფ პინკ ფლოიდის მუსიკით. დისკზე წარმოდგენილია ჯგუფის ორი კომპოზიის, Interstellar Overdrive და Nick's Boogie სრული ვერსიები. ორივე ასევე ჟღერს პიტერ უაიტჰედის ფილმში „Tonite Let's All Make Love in London“ (1967) და მანამდე უკვე გამოცემული იქნა ამავე ფილმის საუნდტრეკზე. 1990 წელს ჩანაწერები ასევე გამოჩნდა ლეიბლის See for Miles Records მიერ საუნდტრეკის ბრიტანულ ვერსიაში. ეს არის პინკ ფლოიდის მიერ კომერციულად გამოცემული პირველი კომპოზიციები.

1995 წელს გამოცემული ეს EP 10 წლის შემდეგ, 2005 წლის 13 სექტემბერს გამოვიდა ლეიბლზე Snapper Music (კატალოგის ნომერი - SMACD924X). ამას ასევე ახლდა ფილმის „London '66 - '67“ ოფიციალური DVD გამოცემა.

კომპოზიციები[რედაქტირება]

  1. Interstellar Overdrive – 16:46
  2. Nick's Boogie – 11:55

ფილმი[რედაქტირება]

London '66-'67 (ქართ. ლონდონი 66-67 წლებში) — რეჟისორ პიტერ უაიტჰედის ფილმი 1967 წლის ლონდონის ანდერგრაუნდულ მოძრაობაზე. მასში შესულია პინკ ფლოიდის ორი კომპოზიცია, Interstellar Overdrive და Nick's Boogie - ორივე სტუდიური სპონტანური იმპროვიზაციის შედეგია, თუმცა Interstellar Overdrive უკვე არსებული ნომრის კიდევ ერთი ვერსიაა. Nick's Boogie არც ერთი ალბომისთვის არ ჩაწერილა. EP ალბომი ამ კომპოზიციებით გამოიცა 1995 წელს, შემდეგ კი - დისკის სახით, რომელშიც გარდა ამისა, შეტანილია პინკ ფლოიდის ადრინდელი სინგლები და დამატებულია DVD დისკი მთლიანი ფილმით.

DVD[რედაქტირება]

  • London '66–'67, ფილმის ორიგინალური ვერსია, რომელშიც ჟღერს Interstellar Overdrive და Nick's Boogie.
  • ინტერვიუები მიკ ჯეგერთან, დევიდ ჰოკნისთან, მაიკლ კეინთან და ჯული კრისტისთან
  • კადრები 60-იანი წლების ლონდონით
  • მიმოხილვა რეჟისორ პიტერ უაიტჰედის მიერ

პერსონალი[რედაქტირება]

პინკ ფლოიდი
სხვა

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Eder, Bruce. (2011 [last update])London '66-'67 [See for Miles] - Pink Floyd | AllMusic. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 9 July 2011.