Live At Wembley Stadium (ჯენესისის ვიდეო)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Live At Wembley Stadium
ვიდეო - ჯენესისი
გამოცემის თარიღი 2003
ჩაწერის თარიღი 2-4 ივლისი, 1987
ჟანრი როკი, პოპ-როკი
ხანგრძლივობა 120 წთ.
ენა ინგლისური
ლეიბლი Virgin
რეჟისორი ჯეიმზ იუკიჩი
პროდიუსერი პოლ ფლეტერი
ჯენესისი - ქრონოლოგია
The Way We Walk – Live in Concert
(2002)
Live At Wembley Stadium
(2003)
The Video Show
(2004)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 2.5/5 stars [1]

Live At Wembley Stadium — 2003 წლის DVD, ჯგუფ ჯენესისის მიერ უემბლის სტადიონზე გამართული კონცერტის ჩანაწერი. 1988 წელს ეს ფილმი გამოვიდა სახელწოდებით The Invisible Touch Tour.

DVD დისკის დამატებებში წარმოდგენილია ფოტოგალერეა, ტურნეს პროგრამის ასლი და დოკუმენტური ფილმი თავად ტურნეზე, რომელიც მანამდე გამოსული იყო ვიდეოკასეტაზე Visible Touch. The Invisible Touch Tour-ის სათაურით ვიდეოკასეტებზე გამოცემულ ვერსიაში შეტანილი იყო 3 დიუმიანი სინგლი Domino (ცოცხალი ვერსიით), რომლის ნაწილებიც ინდექსირებული იყო, როგორც In the Glow of the Night და The Last Domino.

კონცერტის სეტლისტში შეტანილია 8 სიმღერამდე ალბომიდან Invisible Touch. In Too Deep სრულდებოდა ტურნეს ადრეულ კონცერტებზე. ერთადერთი სიმღერა ალბომიდან, რომელიც საერთოდ არ შესრულებულა, იყო Anything She Does. საკონცერტო პროგრამაში ასევე შედის სიმღერები ჯგუფის წინა ორი დისკიდან Genesis და Abacab.

პროგრამაში ასევე შეტანილია უფრო ძველი სიმღერებიც - Turn It On Again (რომელიც სრულდება სხვა შემსრულებელთა ცნობილ სიმღერებთან ერთად) და Los Endos. სიმღერების კიდევ ერთი კრებული, In the Cage, ...In That Quiet Earth' და Afterglow სრულდებოდა, მაგრამ არ იქნა შეტანილი ფილმში. საგულისხმოა, რომ კომპოზიციის Supper's Ready ნაწყვეტები სრულდებოდა ამერიკული ტურნეს მსვლელობისას და ისინი შეტანილია დამატებით დოკუმენტურ ფილმში.

უემბლის სტადიონზე შესრულებული Abacab და The Brazilian მოხვდნენ ცოცხალი სინგლის Invisible Touch B-მხარეზე. ცოცხალი The Brazilian ასევე შეტანილია კრებულში Archive #2 1976-1992.

სიმღერების სია[რედაქტირება]

  1. Mama
  2. Abacab
  3. Domino (Part 1: In the Glow of the Night; Part 2: The Last Domino)
  4. That's All
  5. Brazilian
  6. Land of Confusion §
  7. Tonight, Tonight, Tonight
  8. Throwing It All Away §
  9. Home by the Sea
  10. Invisible Touch
  11. Drum Duet
  12. Los Endos*+
  13. Turn It On Again (Medley)*

§ - სრულდებოდა უფრო დაბალი ტონალობით, ფილ კოლინზის საკონცერტო ვოკალის შესაძლებლობების გათვალისწინებით.

პერსონალი[რედაქტირება]

დამატებითი მუსიკოსები

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]