lighttpd

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Lighttpd
Lighttpd2.png
ავტორი ჯან კნეშკე
პირველი გამოქვეყნების თარიღი 03/2003
ბოლო სტაბილური ვერსია 1.4.29
მიმდინარე ვერსია 1.5.0
პროგრამირების ენა C
ოპერაციული სისტემები მრავალპლატფორმული
ტიპი ვებ სერვერი
ენა ინგლისური ენა
ლიცენზია BSD ლიცენზია
საიტი http://www.lighttpd.net

lighttpdვებ სერვერი რომელიც გამოირჩევა თავისი პატარა ზომით და სისწრაფით. პროექტი წამოწყებული იქნა გერმანელი პროგრამისტის, ჯან კნეშკეს მიერ, c10k პრობლების (ანუ ვებ სერვერი როგორ აუვიდეს პარალელურად 10000 კავშირის დამყარებას) [1] გადასაწყვეტად. მან გარკვეული პოპულარობა მოიპოვა [2]. მისი დამახასიათებელი მონაცემებია მეხსიერების (სხვა ვებ სერვერებტან შედარებით) და პროცესორის მსუბუქად გამოყენება და სისწრაფე. იგი არსებობს იუნიქსისთვის (მათ შორის ლინუქსი) და აგრეთვე ვინდოუსისთვის (Cygwin-ის მეშვეობით).

შესაძლებლობები[რედაქტირება]

  • ქსელური დატვირთვის სწონასწორობა, FastCGI, SCGI და HTTP პროქსის მხარდაჭერა
  • chroot-ის მხარდაჭერა
  • select()-/poll()-/epoll() ფუნქციების გამოყენება
  • მოვლენების აღქვა გაძლიერებული მეთოდებით როგორიცაა kqueue და epoll
  • URL-ის პირობითი შეცვლა (mod rewrite)
  • SSL-ის და TLS-ის მხარდაჭერა, OpenSSL-ის მეშვეობით
  • LDAP სერვერთან აუთენთირობა
  • RRDtool სტატისტიკა
  • პირობებზე დამოკიდებული ფაილების გადმოქაჩვა
  • Server Side Includes-ის მხარდაჭერა (გაფუჭებული [3])
  • ვირტუალური hosting-ი
  • მოდულები
  • Cache Meta Language (რომელსაც ცვლის mod magnet-ი) ლუა პროგრამირების ენის მეშვეობით
  • მინიმალური WebDAV-ის მხარდაჭერა
  • Servlet (AJP) მხარდაჭერა (1.5.x და შემდგომ ვერსიებში)
  • HTTP-ს შეკუმშვა mod_compress და ახალი mod_deflate-ის მეშვეობით (1.5.x და შემდგომ ვერსიებში)
  • სიმსუბუქე (1 მეგაბაიტზე ნაკლები)
  • მხოლოდ ერთი პროცესუსი რამდენიმე სრედით. კავშირის დამყარების დროს ახალი პროცესუსი ან სრედი არ არის შექმნილი.

პროგრამორების ინტერფეისების მხარდაჭერა[რედაქტირება]

lighttpd-ს შეუძლია FastCGI, SCGI და CGI-ის მეშვეობით გამოიყენოს სხვადასხვა პროგრამირების ენებში დაწერილი ვებ პროგრამები. PHP-ს მისი პოპულარობის გამო მიეცა ყურადღება, FastCGI-ს კონფიგურირება შეიძლება PHP-ს ოპკოდების ქეშის მხარდაჭერით (როგორც APC), რასაც შედეგად მოაქვს სისწრაფე. მას არა აქვს ISAPI-ს მხარდაჭერა.

ცნობილი მომხმარე საიტები[რედაქტირება]

ცნობილი საიტები რომლებიც იყენებენ lighttpd-ს არიან:

2009 წლის ივნისის Netcraft "Web Server Survey"-ის (რომელიც ადგენს გამოყენებული ვებ სერვერების რაოდენობას) მიხედვით lighttpd-ს უკავია მეექვსე ადგილი [8].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Lighttpd&oldid=2535686“-დან