Let L-410 Turbolet

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
L-410 Turbolet
Let L-410MU კუბინკის საჰაერო ბაზასთან
ფუნქცია სამგზავრო თვითმფრინავი, სატრანსპორტო თვითმფრინავი
წარმოება Let Kunovice
პირველი გაფრენა 16 აპრილი, 1969 წ.
წარდგენა 1970
სტატუსი სერვისშია
წარმოების წელი 1971–დღემდე
რაოდენობა 1 138[1][2]

Let L-410 Turbolet — ორძრავიანი მოკლე მანძილზე საფრენი სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც აწარმოებს ჩეხური საავიაციო კომპანია Let Kunovice. ძირითადად გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად. 1969 წლიდან დღემდე, წარმოებულია 1100 თვითმფრინავი.

განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

L-410-ის განვითარება 1960-იანი წლებიდან ჩეხოსლოვაკიის საავიაციო მწარმოებელმა Let Kunovice-მ დაიწყო. საბჭოთა ავიახაზები „აეროფლოტი“ Ан-2-ის ჩასანაცვლებლად ტურბხრახნიან ძრავიან თვითმრინავს ეძებდა, რისთვისაც მან Let-ის დიზაინი შეიმუშავა. თვითმფრინავის ადრეულ ვერსიებს L-400 უწოდეს, შემდეგ გაუმჯობესებულებს კი L-410 Turbolet. პირველმა პროტოტიპმა, XL-410-მა პირველი ფრენა 1969 წლის 16 აპრილს შეასრულა. შესაბამისი ჩეხური ძრავის (Walter M601) განვითარების გადავადების გამო, პირველი თვითმფრინავები Pratt & Whitney Canada PT6-ის ძრავზე მუშაობდა.

როდესაც M601-ზე მუშაობა დასრულდა, PT6 ძრავა M601-მა ჩაანაცვლა, რომელიც Avia V508-ის სამფრთიან პროპელერებთან ერთად მუშაობდა; ამის შემდეგ შემუშავდა შემდეგი ვარიანტი, L-410M.

შემდგომი ვერსია აეროფლოტისათვის იყო L-410 UVP. მას გაუმჯობესებული შესაძლებლობები ჰქონდა აფრენისა და დაფრენის თვალსაზრისით, რადგან გაზრდილი იყო ფრთებისა და კუდის მიდამოები. მიუხედავად ამისა, გაზრდილი წონისა და გრავიტაციის ცენტრისკენ გადაწევისა, თვითმფრინავის მგზავრთა რაოდენობა 15-მდე შემცირდა.

L-410UVP-E-ის (L-410-ის ყველაზე გავრცელებული ვარიანტი) აფრენის მაქსიმალური წონა 6400 კგ-მდე გაიზარდა, გაიზარდა M601E ძრავის ძალაც, შემუშავდა ხუთფრთიანი პროპელერი[3] V 510 და ფრთების კიდეებში ჩაყენდა დამატებითი საწვავის ავზები. ამ მოდელის პირველი ფრენა 1984 წელს შედგა, წარმოება კი 1986 წელს დაიწყო.

L-410UVP-E9 და UVP-E20 ის ვერსიებია, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ მცირედით განსხვავდება, ძირითადად მრავალგვარი სასერტიფიკაციო რეგულაციებით. L-410-ის ოჯახის ბოლო წევრია L-420, რომელიც ახალ ძრავს, M601F-ს იყენებს. ამჟამად წარმოებული L 410 UVP-E20-ები მუშაობს ძრავ M601-ის შემდეგ ვერსია GE H80-200-სა და ახალ ხუთფრთიან პროპელერ AV-725-ზე.

L-410 UVP-E ჰერმეტულად დაუხურავი მთლიანად მეტალის გრძელფრთებიანი სამგზავრო თვითმფრინავია, იყენებს ხუთფრთიან პროპელერ V 510-ს. აღჭურვილია აღდგენადი შასებით. თვითმფრინავი იყენებს ორ ჰიდრავლიკურ წრებრუნს: ძირითადს და სათადარიგოს. ძირითადი ელექტროსისტემა მუშაობს 28V DC-ზე. გაყინვისგან დამცავი სისტემა მუშაობს კიდეების პნევმატურ დამცავებსა და ელექტროგამაგრილებელ პროპელერებზე. L-410 UVP-E-ის აფრენის მაქსიმალური წონაა 6400 კგ, რაც E9 და E20 ვარიანტებისთვის 6600 კგ-მდეა გაზრდილი; მგზავრთა რაოდენობა 17-19-ია. მგზავრობის სიჩქარეა 170 KIAS, მაქსიმალური ნიშნული დაახლოებით 1 430 კმ. თვითმფრინავი სერტიფიცირებულია IFR ოპერაციებისათვის, ILS მისადგომებისათვის და ყინვის პირობებში ფრენებისათვის.

დაახლოებით 1 100 გამოშვებული ერთეულიდან, ამჟამად გამოყენებაში მხოლოდ 500 ერთეულია. მათი უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშია, თუმცა ხშირად ისინი ხელახლა გაიყიდა აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ავიახაზებზე. ამჟამად ევროპაში იხმარებაა ორმოცი ერთეული, ძირითადად კომერციული ფრენებისა და პარაშუტით ხტომისათვის. უცნობია რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებული ხომალდების რაოდენობა. თვითმფრინავის გამოყენება შესაძლებელია მოკლე მანძილებზე ფრენისათვის და მოუასფალტებელ ბილიკებზეც კი.

ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Let L410UVP-E16 აეროშოუზე გურაშკასთან, პოლონეთი
სლოვენიის შეიარაღებული ძალების კუთვნილი Let L-410UVP-E
Tigerair Philippines-ის ს კუთვნილი Let L-410UVP-E .
Cabo Verde Express-ის Let L-410, კაბო-ვერდე.
Let L-420-ის დემონსტრირება პერთის აეროპორტში, ავსტრალია, 2000 წ.
L410 UVP-E20-ის ინტერიერი.
L410 UVP-E20-ის VIP სალონი.
L-410
პროტოტიპი, გამოუშვეს მხოლოდ სამი ერთეული.
L-410A
პირველი სერიები Pratt & Whitney PT6A-27-ის ტურბო ძრავებით.
L-410AB
ვერსია ოთხფრთიანი პროპელერით.
L-410AF
აერო-ფოტო ვერსია უნგრეთისთვის.
L-410AG
მოდიფიცირებული აღჭურვილობით. არასოდეს წარმოებულა.
L-410AS
სატესტო თვითმფრინავი სსრკ-სათვის. გამოუშვეს ხუთი ერთეული.
L-410M
მეორე სერია Walter M601A ძრავით.
L-410AM
გაუმჯობესებული ვერსია M601B-ით, აგრეთვე ცნობილი როგორც L-410MA ან L-410MU.
L-410NG
ახალი, გაუმჯობესებული, უფრო ძლიერი ვერსია General Electric H80 ძრავებით. მოსალოდნელია 2014 წლისთვის.[4]
L-410UVP
მესამე სერია, ძირეულად მოდიფიცირებული. ძირითადი ცვლილებებია კორპუსი, ფრთების ზომა გაზრდილია 0,80 მეტრით, M601Bs, მაღალი ჰორიზონტალური სტაბილიზატორი. UVP ვარიანტები ფლობს STOL მახასიათებლებს (UVP=რუსულად „მოკლე მანძილზე აფრენა-დაფრენა“).
L-410UVP-S
UVP-ს სალონის ვარიანტი ზემოთა პატარა კარით.
L-410UVP-E
ხელახლა აღჭურვილია M601Es-ით, ხუთფრთიანი პროპელერებით, ფრთების ბოლოებზე განთავსებული დამატებითი საწვავის ავზებით. L 410 UVP-E20 ვარიანტი სერტიფიცირებულია FAR 23 რეგულაციით, სერტიფიკატები ასევე მიღებული აქვს ჩეხეთში, დანიაში, გერმანიაში, შვედეთში, ინდონეზიაში, ფილიპინებზე, ავსტრალიაში, არგენტინაში, ბრაზილიაში, რუსეთში, კუბასა და ჩილეში. ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) დაარსების შემდეგ, თვითმფრინავმა ასევე მიიღო EASA ტიპის სერტიფიკატი, რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქმედებს.[5]

თვითმფრინავის ოპერირების ნებართვა გაცემულია ასევე ალჟირში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კენიაში, ტანზანიაში, უგანდაში, ტუნისში, კოლუმბიაში, ვენესუელაში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთსა და ა. შ.

L-410FG
L-410UVP-ზე დაფუძნებული ფოტოგრამეტრული ვერსია.
L-410T
UVP-ის სატრანსპორტო ვარიანტი უფრო დიდი შესასვლელი კარით (1.25 m × 1.46 m), შესაძლებელია სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება და 6 ჯალამბრის ტრანსპორტირება, ასევე ექიმისა და 12 პარაშუტისტის გადაყვანა. ასევე შესაძლებელია 1 000 კგ წონის კონტეინერების ტრანსპორტირება.
L-420
განახლებული L-410UVP-E — ახალი M601Fs-ით Let-420, აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული, მოდელ L 410 UVP-E20-ის ვარიანტია; სერტიფიკატი მიენიჭა FAR 23 რეგულაციის საფუძველზე; მსგავსი სერტიფიკატები ასევე მიიღი ჩეხეთში, აშშ-ში, ავსტრალიასა და ინდონეზიაში, ასევე სრულად ფლობს EASA-ს ტიპის სერტიფიკატებს.[5]

ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოქალაქო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის აგვისტოსთვის, საავიაციო სერვისში 313 ერთეული L-410 თვითმფრინავი იყო. ძირითად ოპერატორებს შორის იყო: Air-Tec Africa (17), Rivne Universal Avia (13), Atlantic Airlines de Honduras (10), SEARCA (9), Heli Air Services (7), Tigerair Philippines (6), NHT Linhas Aéreas (6), CM Airlines (3), Aerolineas Sosa (4), Citywing (3), Green Air (P) Ltd Nepal (1), Tortug' Air (3), Mombasa Air Safari (3), ABC Air Hungary (3), Kazan Air Enterprise (2), TEAM Linhas Aéreas (2), Transportes Aéreos Guatemaltecos (2), Benair (2) and UTair (2), Kin-Avia (5). მცირე რაოდენობას ფლობს 111 სხვადასხვა ავიაკომპანია.[6]

მიმდინარე სამოქალაქო ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
ჰაიტის დროშა ჰაიტი
ჰონდურასის დროშა ჰონდურასი
უნგრეთის დროშა უნგრეთი
კენიის დროშა კენია
ფილიპინების დროშა ფილიპინები
რუსეთის დროშა რუსეთი
უკრაინის დროშა უკრაინა

ყოფილი სამოქალაქო ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
  • ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა
ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია
  • ABA Air
  • ჩეხოსლოვაკიის მთავრობა
  • Slov-Air
ხორვატიის დროშა ხორვატია
დროშა: უნგრეთი უნგრეთი
სლოვენიის დროშა სლოვენია
  • სლოვენიის მთავრობა
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
  • სლოვაკეთის მთავრობა
ინდოეთის დროშა ინდოეთი
დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
ვენესუელის დროშა ვენესუელა
  • საავიაციო ინდუსტრიაში მოღვაწე კერძო კომპანიები

მიმდინარე სამხედრო ოპერაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი
ჩეხეთის დროშა ჩეხეთის რესპუბლიკა
კაბო-ვერდეს დროშა კაბო-ვერდე
ჯიბუტის დროშა ჯიბუტი
ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
დროშა: რუსეთი რუსეთი
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
სლოვენიის დროშა სლოვენია
დროშა: ტუნისი ტუნისი

ყოფილი სამხედრო ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა: კოლუმბია კოლუმბია
კომორის კუნძულების კავშირის დროშა კომორის კუნძულები
ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია
დროშა: ესტონეთი ესტონეთი
დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ
დროშა: გერმანია გერმანია
დროშა: უნგრეთი უნგრეთი
ინდონეზიის დროშა ინდონეზია
ლატვიის დროშა ლატვია
ლიბიის დროშა ლიბია
პერუს დროშა პერუ
დროშა: სსრკ სსრკ

გამორჩეული ინციდენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1977 წლის 6 აგვისტოს, L-410 ბალატონის ტბაში ჩავარდა და გარდაიცვალა ბორტზე მყოფი ერთი ადამიანი.[13]
  • 1995 წლის 7 ივნისს, ლატვიის სამხედრო ძალების კუთვნილი L-410–მა მონაწილეობა მიიღო ლიელვარდეს სამხედრო ბაზის საჰაერო შოუში, რომლის დროსაც პილოტებმა აკრძალული მანევრების შესრულება სცადეს. მანევრი შესაძლოა წარმატებულად დასრულებულიყო, მაგრამ საწყისი სიმაღლე იმდენად დაბალი იყო (350 მ), რომ თვითმფრინავი მაყურებლებიდან 150 მეტრში ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
  • 1999 წლის 7 დეკემბერს, ფილიპინური კომპანია Asian Spirit Flight 100–ის კუთვნილი L-410 ფილიპინებში მთის კალთას შეეჯახა. გარდაიცვალა ბორტზე მყოფი თხუთმეტივე მგზავრი და ორივე პილოტი.
  • 2001 წლის 10 სექტემბერს, L-410, რომლის ბორტზეც 19 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფეხბურთის ფანები, მექსიკაში, იუკატანის შტატის ჯუნგლებში ჩავარდა, დაიღუპა ყველა მგზავრი.[14]
  • 2003 წლის 2 მარტს, L-410, რომელსაც სპორტული პარაშუტისტები გადაჰყავდა, რუსეთში ჩამოვარდა. თვითმფრინავი საკმაო სიმაღლეზე იმყოფებოდა და პარაშუტების წყალობით, მრავალი პარაშუტისტი გადარჩა.[15]
  • 2004 წლის 23 მაისს, კენიური კომპანია Bluebird Aviation–ის კუთვნილი ორი L-410 ქალაქ მვინგის სიახლოვეს ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად, ერთ–ერთი მათგანი ჩამოვარდა და ყველა მგზავრი დაიღუპა, მეორე თვითმფრინავი კი უვნებლად დაეშვა.[16]
  • 2005 წლის 27 იანვარს უნგრული კომპანია Farnair Hungary-ის კუთვნილი L-410 რადარების ზონიდან გავიდა და ის რუმინეთის ქალაქ იასის საერთაშორისო აეროპორტის რადარმა დააფიქსირა, რაც ეკიპაჟმაც შენიშნა და მარჯვნივ შებრუნება სცადა, თუმცა მარცხნივ შებრუნდნენ. ამის შემდეგ თვითმფრინავი სპირალურად დაბლა დაეშვა და აეროპორტში დაეცა. ეკიპაჟის ორივე წევრი გარდაიცვალა.
  • 2005 წლის 26 მარტს, კოლუმბიური West Caribbean Airways-ის კუთვნილი Let L-410 Turbolet რეგისტრაციის ნომრით HK-4146, რომელიც ელ-ემბრუხოს აეროპორტიდან კუნძულ პროვიდენსიისკენ მიემართებოდა, აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ მთებს შეეჯახა. გარდაიცვალა ეკიპაჟის 2 წევრი და 6 მგზავრი 12-დან.
  • 2005 წლის 2 ივნისს, გვატემალური Transportes Aéreos Guatemaltecos-ის კუთვნილი L-410 რეგისტრაციის ნომრით TG-TAG, 17 მგზავრით, აფრენიდან სულ ცოტა ხანში ქალაქ საკაპის სიახლოვეს ჩამოვარდა. მას შემდეგ, რაც ტექნიკური პრობლემები აღმოაჩინეს, ეკიპაჟი აეროპორტში უკან დაშვებას ცდილობდა. ყველა მგზავრი ცოცხალი გადარჩა.[17]
  • 2005 წლის 30 ოქტომბერს, ხორვატული Trade Air-ის კუთვნილი L-410 რეგისტრაციის ნომრით 9A-BTA, ბერგამო-ორიო-ალ-სერიოს აეროპორტიდან ზაგრებისკენ მიმავალ გზაზე, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი. ამინდი საკმაოდ ცუდი იყო, დაბალი ხილვადობით.[18][19]
  • 2006 წლის 31 მარტს, ბრაზილიური TEAM Linhas Aéreas-ის კუთვნილ L-410UVP-E20-ს საბედისწერო ინციდენტი შეემთხვა. 17:19 საათზე ქალაქ მაკაეს აეროპორტიდან რიო-დე-ჟანეიროს მიმართულებით ფრენა ნომერი 6865 დაიწყო. ჩასვლა 18:02 საათზე იყო დაგეგმილი. მოულოდნელად კავშირი დაიკარგა და აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავი ქალაქ საკუარემასა და რიო-ბონიტუს შორის ჩამოვარდა. გარდაიცვალა ბორტზე მყოფი 19-ვე ადამიანი.[20]
  • 2007 წლის 24 სექტემბერს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კომპანია Karibu Airways-ს კუთვნილი L-410 დაშვებისას ჩამოვარდა. გარდაიცვალა ერთიდა დაშავდა ხუთი ადამიანი.[21]
  • 2007 წლის 8 ოქტომბერს, L-410UVP-E10A, რომელზეც 15 ჯარისკაცი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოვებოდა, კოლუმბიაში ვულკან სერო-ბრავოს შეეჯახა.
  • 2008 წლის 4 იანვარს, ვენესუელური Transaven-ის კუთვნილი L-410UVP-E რეგისტრაციის ნომრით YV2081, 12 მგზავრითა და ეკიპაჟის ორი წევრით ლოს-როკესის კუნძულების სიახლოვეს ჩამოვარდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. თვითმფრინავი კატასტროფიდან 5 წლის შემდეგ იპოვეს.
  • 2010 წლის 25 აგვისტოს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში L-410-მა ავარია განიცადა, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთადერთი გადარჩენილი მგზავრის მონათხრობით, ავარია გამოწვეული იყო მგზავრების მიერ პანიკურად აქეთ-იქით გაქცევით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მგზავრის ჩანთიდან ნიანგი გამოძვრა. თავად ნიანგი გადარჩა, თუმცა ის გადარჩენილმა მგზავრმა მოკლა.[22]
  • 2011 წლის 14 თებერვალს, ჰონდურასული Central American Airways-ის კუთვნილი L-410, ეკიპაჟის 2 წევრითა და 12 მგზავრით დაშვებისას ჩამოვარდა ტონკონტინის საერთაშორისო აეროპორტში. გარდაიცვალა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი.[23]
  • ამავე დღეს, African Air Services-ის კუთვნილი L-410, რომელსაც გაეროს მსოფლიო სასურსათო საბჭოს პროგრამით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კავუმუს აეროპორტიდან ტვირთი გადაჰქონდა სხვა ქალაქში, აფრენიდან სულ ცოტა ხანში მონტ-ბიენგას მთას შეეჯახა. დაიღუპა ეკიპაჟის ორივე წევრი.[24][25]
  • 2011 წლის 13 ივლისს, ბრაზილიური Noar Linhas Aéreas-ის კუთვნილი L-410 რეგისტრაციის ნომრით PR-NOB, რომელიც რესიფიდან ნატალის მიმართულებით ფრენა ნომერ 4896-ს ასრულებდა, აფრენიდან სულ მალე ჩამოვარდა. დაიღუპა 16 ადამიანი.[26][27]
  • 2012 წლის 10 ივნისს, L-410 ჩამოვარდა კიევიდან 50 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით, ბოროდიანკის დასაჯდომზე დაშვებისას. ამინდი შტორმიანი იყო. თვითმფრინავმა ავარიული დაშვება სცადა, რა დროსაც დაიღუპა ხუთი და დაშავდა ცამეტი ადამიანი. ხომალდზე სულ 16 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი იმყოფებოდა.[28]
  • 2012 წლის 22 აგვისტოს, კენიური Mombasa Air Safari-ის კუთვნილი L-410UVP-E9 რეგისტრაციის ნომრით 5Y-UV7, 11 მგზავრითა და ეკიპაჟის 2 წევრით, მასაი-მარას სპორტული ნადირობის ნაკრძალში არსებულ ასაფრენ ზოლზე ჩამოვარდა. დაიღუპა ორივე პილოტი და ორი მგზავრი. 9 მგზავრმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.[29]

მახასიათებლები (L-410UVP-E)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაცემების წყარო: Jane's All The World's Aircraft 1993–94[30]

ძირითადი მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტევადობა: 19 მგზავრი ან 1 615 კგ ტვირთი.
  • სიგრძე: 14,42 მეტრი.
  • ფრთების კიდეებს შორის მანძილი: 19,48 მეტრი.
  • სიმაღლე: 5,83 მეტრი.
  • ფრთების ფართობი: 34,86 მ².
  • სუფთა წონა: 3 985 კგ.
  • აფრენის მაქს. წონა: 6 400 კგ.
  • ძრავი: 2 × Walter M601E Turboprop ძრავი, თითოეული 559 kW.

შესაძლებლობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაქსიმალური სიჩქარე: 380 კმ/სთ 4 200 მ სიმაღლეზე.
  • სამგზავრო სიჩქარე: 365 კმ/სთ.
  • ფრენის მაქს. მანძილი: 1 380 კმ.
  • ფრენის მაქს.სიმაღლე: 6 320 მეტრი.
  • ვერტიკალური სიჩქარის კოეფიციენტი: 7,4 მ/წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. flugzeuginfo.net: LET L-410 Turbolet Specification Retrieved on 20 January 2009
  2. LET Aircraft Industries: History Retrieved on 20 January 2009
  3. პროპელერი (ინგლ. Propeller) — საჰაერო ხრახნი, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს თვითმფრინავი, გლისერი და სხვ.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-17. ციტირების თარიღი: 2014-07-15.
  5. 5.0 5.1 http://www.let.cz/index.php?sec=7&selected=0&other_text=1&ndps=General+information&letadlo_id=6
  6. Flight International, Central American Airlines, Honduras, 3–9 October 2006
  7. Jethro's Citywing fleet listing.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-19. ციტირების თარიღი: 2014-07-16.
  8. 8.0 8.1 Hoyle Flight International 11-17 December 2012, p. 49.
  9. Hoyle Flight International 11-17 December 2012, p. 55.
  10. Hoyle Flight International 11-17 December 2012, p. 58.
  11. 11.0 11.1 Hoyle Flight International 11-17 December 2012, p. 59.
  12. Hoyle Flight International 11-17 December 2012, p. 61.
  13. Víztorony.hu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2014-07-16.
  14. UW Family Tragedy in Mexico. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-07. ციტირების თარიღი: 2014-07-16.
  15. aviation-safety.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-21. ციტირების თარიღი: 2014-07-16.
  16. aviation-safety.net: Accident description დაარქივებული 2012-10-25 საიტზე Wayback Machine.
  17. [1] დაარქივებული 2008-02-18 საიტზე Wayback Machine. .
  18. Bureau of Aircraft Accidents Archives. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2014-07-19.
  19. La Repubblica.it
  20. Accident description PT-FSE. Aviation Safety Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 4 August 2011.
  21. Aviation Safety Net
  22. Aircraft crashes after crocodile on board escapes and sparks panic. telegraph.co.uk (21 October 2010).
  23. http://www.flightglobal.com/articles/2011/02/15/353190/l-410-crashes-in-honduras.html
  24. Hradecky, Simon. Crash: African Air Services L410 near Kavumu on Feb 14th 2011, impacted mountain. The Aviation Herald. ციტირების თარიღი: 2 April 2011.
  25. Accident Description. Aviation Safety Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 2 April 2011.
  26. Accident description PR-NOB. Aviation Safety Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 13 July 2011.
  27. Noar emite comunicado sobre acidente em Recife Portuguese. Panrotas (13 July 2011). ციტირების თარიღი: 13 July 2011.
  28. Storm hits Ukraine parachute jump, five killed. Kyiv Post (11 June 2012).
  29. 22 August 2012. Accident: Mombasa Air Safari L410 at Ngerenge. ციტირების თარიღი: 29 July 2013.
  30. Lambert 1993, pp. 66–67.