Leo Jee

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Leo Jee
Leo Jee
Leo Jee
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ლევან ჯიბლაძე
მეტსახელი Leo Jee (ლეო ჯი)
დაბ. თარიღი 8 მარტი, 1987 (1987-03-08) (27 წლის)
დაბ. ადგილი საქართველოს დროშა საქართველო
ჟანრ(ებ)ი პოპი
სოული
პოპ-როკი
R&B
საქმიანობა მომღერალი
მუსიკოსი
კომპოზიტორი
ტელე-წამყვანი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2007 — დღემდე
საიტი http://leojeeofficial.com

Leo Jee (ლევან ჯიბლაძე) (დ. 8 მარტი, 1987) — ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი და ტელე-წამყვანი. მას შემდეგ, რაც დაასრულა სწავლა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში რეჟისურის განხრით, დაიწყო სოლო კარიერა. Leo Jee წარმოადგენდა საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში, მონაწილეობდა სატელევიზიო მუსიკალურ პროექტებში, მათ შორის ტელეკომპანია იმედის პროექტში „იმედის ტალღა 3” და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პროექტში ვარსკვლავების აკადემია.

ბავშვობა[რედაქტირება]

Leo Jee იზრდებოდა დედ-მამასა და დასთან ერთად. ბავშვობის დიდი ნაწილი უკრაინის ქალაქ დონეცკში ბებიასთან გაატარა. დიდი ხნის განმავლობაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა რუსეთში, ქალაქ მოსკოვში. Leo Jee-მ პირველი სიმღერა ჯერ კიდევ პატარა ასაკში შექმნა და შეასრულა სკოლაში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე. 15 წლის ასაკში კი გაკეთდა მისი პირველი სტუდიური ჩანაწერი. ლეოს შემოქმედებით ცხოვრებაში დიდი როლი დედამ ითამაშა.

კარიერის დასაწყისი[რედაქტირება]

2007 წლის გაზაფხულზე ლეომ გაიარა კასტინგი და მოხვდა ტელეკომპანია იმედის პროექტში „იმედის ტალღა 3“, ეს Leo Jee-ს პირველი სატელევიზიო კონკურსი იყო, რასაც მოჰყვა რამდენიმე ქართულენოვანი სინგლის ჩაწერა. ის ასევე გატაცებული იყო სხვადასხვა Cover-ების კეთებით. 2008 წელს Leo Jee-მ მიიღო მოწვევა იგორ კრუტოისა და კონკურს „ახალი ტალღის“ ორგკომიტეტიდან, რათა მიეღო მონაწილეობა კასტინგში, კონკურს "ახალი ტალღაზე" საქართველოს წარსადგენად, რომელიც მოსკოვში გაიმართა. ამის შემდეგ 2008 წელს ლეომ მიიღო შემოთავაზება, საერთაშორისო კონკურს „Barza De Cristal“-დან. რომელიც გაიმართა მოლდოვაში ქალაქ ბელცში, სადაც მან ქართულ სიმღერასთან ერთად მსოფლიო ჰიტიც შეასრულა. კონკურსი მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა ლეომ გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს გრან-პრით დაუბრუნდა. ეს მისი პირველი გრან-პრი იყო. კონკურსზე მან ჟიურის ფავორიტის პრიზიც დაიმსახურა და რამდენიმე კომპანიისგან მათთან თანამშრომლობის შეთავაზებაც მიიღო.

Leo Jee "ვარსკვლავების აკადემია 2"

2009: ვარსკვლავების აკადემია[რედაქტირება]

2009 წლის ზამთარში ლეომ გაიარა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის რეიტინგული პროექტის, ვარსკვლავების აკადემიის ქასტინგი და ის პროექტში მოხვდა. ეს მისთვის დიდი გამოცდილება იყო, რადგან პროექტი რეალითი ფორმატის შოუ იყო, ამავე დროს ძალიან მასშტაბურიც. Leo Jee-მ მოახერხა მოხვედრილიყო ლიდერთა შორის, თუმცა პროექტი, რომლის ბოლო კონცერტზეც შეასრულა მიკას სიმღერა „Grace Kelly“, მალევე დატოვა. სწორედ ეს სიმღერა გახდა მისი სავიზიტო ბარათი სხვადასხვა კონცერტებსა თუ საერთაშორისო კონკურსებზე.

2009-2010: საერთაშორისო საკონცერტო კომპანია MaximuM[რედაქტირება]

2009 წელს Leo Jee-მ საერთაშორისო საკონცერტო კომპანია MaximuM -თან ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც მისი საკონცერტო ტური დსთ-ს 12 ქალაქში წარმატებით გაიმართა.(ეს უკანასკნელი ზრუნავს ლეოს კარიერულ წინსვლაზე).

Leo Jee უკრაინა "Sea Songs"

2009 წლის ბოლოს ლეომ მონაწილეობა მიიღო შვედეთში გამართულ პოპ-მუსიკის საერთაშორისო სატელევიზიო პროექტში „AmberStar“ და პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. შემდეგ წელს კი ამავე კონკურსზე ლატვიასა და შვედეთში უკვე სტუმრის სტატუსით იქნა მიწვეული, სადაც ის Amberstar-ს ჯგუფ Eldrine-ს სოლისტ სოფო ტოროშელიძესთან ერთად სტუმრობდა.

Leo Jee-მ წინადადება მიიღო ბრიტანული ხმის ჩამწერი სტუდია MolnarStudio-სგან. კომპოზიტორმა რობერტ მოლნარმა Leo Jee-ს მომღერალ KETTA-სთან დუეტში მუშაობა შესთავაზა, მანვე მოუფიქრა მომღერალს სასცენო ფსევდონიმიც - Leo Jee. დუეტი Ketta&Leo პოპ შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსზე „Golden Wings 2009“ პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი (წლის დუეტი) გახდა. 2010 წელს Leo Jee ყირიმის ნახევარკუნძულზე პოპ მუსიკის შემსრულებელთა საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსის „Sea Songs“-ის ლაურეატი გახდა. Leo Jee-ის საავტორო სიმღერა ,,S.O.S“ „ევროვიზია 2010“-ის მოლდოვის შიდაშესარჩევ კონკურსზე პოპულარულმა ჯგუფმა Brand-მა შეასრულა. კომპოზიცია ,,S.O.S“ რადიოების Hit FM-ის, Kiss FM-ის და Europa+-ის ათეულებში მოხვდა.

სხვა წარმატებები[რედაქტირება]

2012 წელს Leo Jee-მ მონაწილეობა მიიღო „ევროვიზია საქართველოს“ შიდა შესარჩევ კონკურსზე, სადაც მან თავისი საავტორო სიმღერა "It’s my life" წარადგინა.

2012 წელს Leo Jee-მ შეთავაზება მიიღო ამერიკული ლეიბლ–კომპანიისაგან „Global Trotta Records“, მათთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობასთან დაკავშირებით. 2012 წლიდან მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია იმედის გადაცემა "იმედის დილის" გასართობი რუბრიკის წამყვანად. 2012 წელს Leo Jee სტუმრის სტატუსით იქნა მიწვეული ბულგარეთში, Discovery - ის პოპ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც მას ერთ სცენაზე მოუწია მუშაობა მსოფლიო ვარსკვლავთან და ლეგენდარული ჯგუფის Uriah Heep-ის სილისტთან, ჯონ ლოუტინთან ერთად.

2012: მიღწევები[რედაქტირება]

2012 წელს Leo Jee-მ საერთაშორისო საკონცერტო კომპანია „MaximuM“ - ის შეთავაზების საფუძველზე კონტრაქტი გააფორმა შვედურ კომპანია „Iguana Studios“ -თან, ამ უკანასკნელმა კი Leo Jee- ის სიმღერაზე "It's my life" ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში კლიპის გადაღება უზრუნველყო. კლიპში მას პარტნიორობა გაუწია მოლდაველმა მომღერალმა, ირინა ტარასიუკმა. კომპანია „MaximuM“ და „Iguana Studios“ მათ მეგობარ ლეიბლებთან ერთად Leo Jee-ის ევროპულ როტაციაზე ზრუნავენ.

ლეოს პირველმა სინგლმა „It's My Life“ მსმენელის სიყვარული მალე დაიმსახურა. კლიპის პრემიერა საქართველოში Music box თბილისი-ის ეთერში შედგა და მალევე მოექცა რეიტინგების სათავეებში.[1]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

Leo Jee ამჟამად დაუქორწინებელია.

გავლენები[რედაქტირება]

Leo Jee-მ სიმღერა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც გაეცნო მაიკლ ჯექსონის შემოქმედებას. მის შემოქმედებაზე ასევე იგრძნობა რობი უილიამსის და Aerosmith-ის გავლენა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Leo_Jee&oldid=2535612“-დან