Kidz (სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Kidz“
Kidz გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - Take That
ალბომიდან Progress
B-მხარე Rocket Ship
გამოსვლის თარიღი 28 თებერვალი 2011
ჩაიწერა Sarm West Studios
Electric Lady Studios
(ნიუ იორკი)
ები როუდის სტუდია
ჟანრი პოპ-როკი, ელექტრო
ხანგრძლივობა 4:42
ლეიბლი Polydor
სიმღერის ავტორი Take That
პროდიუსერი სტიუარტ პრაისი
Take That - სინგლების ქრონოლოგია
The Flood
(2010)
Kidz
(2011)
Happy Now
(2011)

Kidz — ჯგუფ Take That-ის მეორე სინგლი 2010 წლის სტუდიური ალბომიდან Progress. იგი ჩაიწერა 2010 წლის ზაფხულში, როდესაც ჯგუფში დაბრუნდა ყოფილი წევრი რობი უილიამსი. ვოკალს ასრულებენ რობი უილიამსი და მარკ ოუენი.

ჯგუფის შოუს The X Factor ბრიტანული სერიის ფინალში გამოსვლისას ცნობილი გახდა, რომ Kidz გამოვიდოდა ალბომის შემდეგი სინგლის სახით.[1] თუმცა, სიმღერა ამ შოუზე არ შესრულებულა, ვინაიდან ჯგუფის დამხმარე მოცეკვავე კოლექტივს შეექმნა კოსტუმების პრობლემა.[2]

პირველად რადიოეთერში Kidz გაიჟღერებს 2011 წლის 17 იანვარს.[3] სინგლის პრომო-კამპანიის ფარგლებში სიმღერა შესრულებული იქნება Brit Awards-ის 2011 წლის დაჯილდოებაზე.[4]

შეფასება[რედაქტირება]

ჟურნალმა Q Magazine სიმღერას თავის მიმოხილვებში უწოდებს სტუდიური ალბომის პიკს. მისი აზრით, Kidz არის შესანიშნავი მომავალი დისკო-ტიტანი.[5] Entertainment.ie ეთანხმება ამ მოსაზრებას და თვლის, რომ ეს არის განსაკუთრებული სიმღერა, სადაც ჟღერს რითმული დასარტყმელი საკრავები, უხეში სინთეზატორი და რეზონატორის ელფერის ფორტეპიანო[6]

სიმღერები[რედაქტირება]

  • ციფრული ვერსია
  1. Kidz - 4:44
  2. Rocket Ship - 4:58
  3. Kidz (Revenge Of The Kidz რემიქსი) - 6:12
  • ბრიტანული სინგლი, კომპაქტ დისკი
  1. Kidz – 4:44
  2. Rocket Ship – 4:58
  • პრომო დისკი[7]
  1. Kidz (რადიო ვერსია) – 3:48
  2. Kidz (ინსტრუმენტული) – 4:45
  • iTunes სპეციალური ვერსია[8]
  1. Kidz (ცოცხალი ჩანაწერი, O2, ლონდონი) – 4:25

სქოლიო[რედაქტირება]