It's So Easy

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„It's So Easy“
It's So Easy ყდა
12" სინგლის ყდა
სინგლი, შემსრულებელი - Guns N' Roses
ალბომიდან Appetite for Destruction
B-მხარე "Mr. Brownstone"
გამოსვლის თარიღი 15 ივნისი, 1987
ფორმატი 7", 12", სურათიანი 12" დისკი
ჩაიწერა 1987
ჟანრი ჰევი მეტალი, გლემ როკი
ხანგრძლივობა 3:24
ლეიბლი Geffen
სიმღერის ავტორი დაფ მაკ-კეგენი, უესტ ერკინი
პროდიუსერი მაიკლ კლინკი
Guns N' Roses - სინგლების ქრონოლოგია
"It's So Easy"
(1987)
"Welcome to the Jungle"
(1987)
Appetite for Destruction სიმღერების სია
"Welcome to the Jungle"
(1)
"It's So Easy"
(2)
"Nightrain"
(3)

It's So Easyდაფ მაკ-კეგენისა და უესტ ერკინის მიერ დაწერილი სიმღერა, რომელიც შეტანილია ჯგუფ Guns N' Roses-ის 1987 წლის სტუდიურ ალბომში Appetite for Destruction. იგი გამოვიდა დიდ ბრიტანეთში ჯგუფის პირველი სინგლის სახით, 1987 წლის 15 ივნისს. გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში მან #84 ადგილი დაიკავა.[1] 12" სინგლში შეტანილი სიმღერები "Shadow of Your Love" და "Move to the City" დაიწერა ჯგუფის წევრების მიერ Hollywood Rose-ის პერიოდში. მოგვიანებით ისინი შეტანილი იქნა EP დისკზე Live from the Jungle.

შექმნა[რედაქტირება]

ჟურნალში Hit Parader 1988 წლის მარტში გამოქვეყნებული ინტერვიუს თანახმად, "It's So Easy"-ში ასახულია ის პერიოდი, როდესაც ჯგუფის წევრები ჯერ კიდევ ფეხს იდგამდნენ და ფინანსურადად უჭირდათ. მიუხედავად იმისა, ისინი ერთობოდნენ გოგონებთან და "ყველაფერი მეტად ადვილად მიმდინარეობდა. არსებობს სიცარიელე, ეს მეტად ადვილია".[2]

ედი ტრანკთან 2006 წლის ინტერვიუში ექსლ როუზი ამტკიცებს, რომ დაფმა და უესტმა თავდაპირველად დაწერეს აკუსტიკური "Hippie Ya-Ya", ხოლო სლეშს აზრად მოუვიდა მისი როკ-კომპოზიციად გადაკეთება.[3]

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება]

სიმღერის ოფიციალური (და პირველი ჯგუფის შემოქმედებაში) მუსიკალური ვიდეო შეიცავს ცოცხალი გამოსვლის კადრებს. მოგვიანებით გამოვიდა კიდევ ერთი პრომო-ვიდეო, რომელიც ოდნავ შეცვლილი იყო - თუმცა საკონცერტო ჩანაწერი მასში კვლავ იქნა შენარჩუნებული. ამის გარდა, მეორე ვერსიაში ნაჩვენებია გოგონები ბიკინიში და სხვა კადრები. ეს ვიდეო არ იქნა შეტანილია DVD-ში Welcome to the Videos, ამიტომ საკმაოდ იშვიათია და მხოლოდ ინტერნეტ-ქსელში მოიძიება. გამოსვლის პერიოდში იგი არც თუ პოპულარული იყო, აშშ-ში სინგლი არ გამოცემულა, ამიტომ არც MTV-მ გამოხატა მისდამი დაინტერესება.

ცოცხალი ვერსიები[რედაქტირება]

"It's So Easy" ხშირად სრულდება ჯგუფის კონცერტებზე, განსაკუთრებით 1986 წლიდან.[4] ჯგუფი მას როგორც წესი, საკონცერტო სიის პირველ ნაწილში ასრულებს. ტურის Use Your Illusion მსვლელობისას იგი, როგორც წესი, სიაში პირველ სიმღერებს შორის იყო. ტურის Chinese Democracy პერიოდში მას ძირითადად, მეორე ან მესამე ნომრად ასრულებდნენ, "Welcome to the Jungle"-ის შემდეგ.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები - Guns N' Roses; "It's So Easy"-ს თანაავტორი - უესტ ერკინი.

7" (GEF 22)
# სახელწოდება სიმღერის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. It's So Easy   დაფ მაკ-კეგენი, უესტ ერკინი 3:24
2. Mr. Brownstone   იზი სტრედლინი, სლეში 3:47
სრული ხანგრძლივობა:
7:11
12" (GEF 22T); 12" სურათიანი დისკი(GEF 22TP)
# სახელწოდება სიმღერის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. It's So Easy   მაკ-კეგენი, ერკინი 3:24
2. Mr. Brownstone   სტრედლინი, სლეში 3:47
3. Shadow of Your Love (ცოცხალი) როუზი 3:03
4. Move to the City (ცოცხალი) სტრედლინი, დელ ჯეიმზი, კრის უებერი 3:41
სრული ხანგრძლივობა:
13:55

პერსონალი[რედაქტირება]

ქავერ ვერსიები[რედაქტირება]

  • ჯგუფის ყოფილი წევრები სლეში და მაკ-კეგენი ამ კომპოზიციას ასრულებენ იმ ჯგუფებთან, რომლებთანაც გარკვეულ პერიოდში თანამშრომლობენ.
  • უელსურ ალტერნატიულ ჯგუფს Manic Street Preachers სინგლზე 'You Love Us' და 2003 წლის კრებულზე Lipstick Traces (A Secret History of Manic Street Preachers) წარმოდგენილი აქვს It's So Easy-ს საკუთარი ვერსია. მას ასევე დაუკრავს ეს ნომერი საკუთარ კონცერტებზეც.
  • ამერიკულ მეტალკორ ჯგუფს Unearth სიმღერის ქავერ ვერსია შეტანილი აქვს 2006 წლის კრებულში Bring You to Your Knees: A Tribute to Guns N' Roses.
  • ამერიკულ ნიუ მეტალ ჯგუფს 40 Below Summer სიმღერის ქავერ ვერსია შეტანილი აქვს 2006 წლის კრებულში The Last Dance.
  • ამერიკულ ჰარდ როკ ჯგუფს Operator სიმღერის ქავერ ვერსია (ინტერნეტ-ქსელისათვის) გამოცემული აქვს 2008 წლის ივნისში. მას ხშირად ასრულებენ ცოცხლადაც.
  • ამერიკულ მეტალკორ ჯგუფს Dry Kill Logic სიმღერის ქავერ ვერსია შეტანილი აქვს 2006 წლის EP დისკზე The Magellan Complex.
  • ამერიკულ ჰევი მეტალ ჯგუფს Avenged Sevenfold 2009 წლის 16 აპრილს ლოს ანჯელესში შესრულებული აქვს სიმღერის ქავერ-ვერსია სლეშთან ერთად.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Guns N' Roses. Chart Stats. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-12-05-ში. წაკითხვის თარიღი: 2008-12-17.
  2. "It's So Easy". Here Today... Gone To Hell!. წაკითხვის თარიღი: 2008-12-17.
  3. "AXL ROSE 2006 INTERVIEW w/ Eddie Trunk". Youtube.com. წაკითხვის თარიღი: 2009-04-04.
  4. http://www.gnrsource.com/tourdiary/1986/861023/index.htm
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=It%27s_So_Easy&oldid=2642190“-დან