It's Only Rock 'n' Roll

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Their Satanic Majesties Request
სტუდიური ალბომი - როლინგ სტოუნზი
გამოცემის თარიღი 18 ოქტომბერი 1974
ჩაწერის თარიღი 13 ნოემბერი-24 ნოემბერი 1973
20 თებერვალი - 3 მარტი 1974,
12 აპრილი - 27 მაისი 1974
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 48:26
ლეიბლი Rolling Stones/Atlantic
პროდიუსერი როლინგ სტოუნზი
როლინგ სტოუნზი - ქრონოლოგია
Goats Head Soup
(1973)
It's Only Rock 'n' Roll
(1974)
Made in the Shade
(1975)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3.5/5 stars [1]
რობერტ კრისტგოუ (B) [2]
Rolling Stone 2.5/5 stars [3]

It's Only Rock 'n' Roll — ჯგუფ როლინგ სტოუნზის 1974 წლის სტუდიური ალბომი. ეს არის მათი უკანასკნელი ალბომი, რომლის სასათაურო სიმღერის თანაავტორიც რონი ვუდია. დისკში შეიმჩნევა უფრო მეტი კავშირი ტრადიციულ როკ-მუსიკასთან, ვიდრე წინა ალბომზე. უფრო მეტი ფანკისა და სოულის გავლენა, რომელიც აშკარა იყო დისკში Goats Head Soup, გამქრალია ამ ალბომიდან. აშშ და ბრიტანეთში მან ჩარტების პირველი და მეორე ადგილები დაიკავა.

ალბომი[რედაქტირება]

It's Only Rock 'n' Roll-ზე მუშაობა დაიწყო 1973 წლის ევროპული ტურის შემდეგ. თავდაპირველად სიმღერების უმეტესობა იქნა ჩაწერილი ცოცხლად და დაგეგმილი იყო ნახევრად საკონცერტო დისკის გამოცემა. შემდეგ ეს ვარიანტი ამოაგდეს და გადაწყვეტილი იქნა მთლიანად ახალი სტუდიური მასალით დაკომპლექტებული ალბომის დასრულება.

It's Only Rock 'n' Roll-ის პროდიუსერები არიან The Glimmer Twins - ეს არის ჯეგერისა და რიჩარდსის ფსევდონიმი. მომავალში, ყველა ალბომზე პროდიუსერების სიაში აღნიშნულები იყვნენ The Glimmer Twins ან რომელიმე სხვა პროდიუსერი.

ალბომის დამატებითი ვოკალური ჩანაწერები გაკეთდა სტუდიაში Musicland, ხოლო ჯეგერმა მოგვიანებით მთავარი ვოკალი ჩაწერა. ამასთან, ერთ-ერთი სიმღერა, Goats Head Soup დარჩენილი იყო წინა ალბომის სტუდიური სესიებიდან.

Luxury-მ მსმენელს დაანახა, რომ ჯგუფი უფრო დაინტერესდა რეგეი მიმდინარეობით, იმ დროს როდესაც Till the Next Goodbye და If You Really Want to Be My Friend კვლავ ბალადების ტრადიციებს განაგრძობს. ალბომის სიმღერების უმეტესობა 4 წუთიან ლიმიტს სცდება, რაც 70იანების მეორე ნახევარში უკვე უცნაურად აღიქმებოდა.

რონი ვუდი ჯგუფს დაუახლოვდა მას შემდეგ, რაც მიკ ტეილორმა იგი მიიწვია სოლო-ალბომზე, I've Got My Own Album to Do დასაკრავად. რიჩარდსი დაინტერესდა ვუდით და სწორედ ვუდმა დაუკრა ჯგუფის ახალ სიმღერაში It's Only Rock 'n' Roll (But I Like It). ალბომი კი იქცა მიკ ტეილორის უკანასკნელ დისკად, რომელიც მან როლინგ სტოუნზთან ჩაწერა.

დისკზე ასევე სესიური მუსიკოსების სახით მოწვეულები იყვნენ: ბილი პრესტონი, ნიკი ჰოპკინზი და იან სტიუარტი. რეი კუპერი ასევე უკრავს ამ ალბომზე, პერკუსიასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე.

1974 წლის ივლისში გამოიცა სინგლი It's Only Rock 'n' Roll (But I Like It). მიუხედავად ჩარტებში წარუმატებლობისა, იგი მოხვდა საკონცერტო პროგრამაში და დღემდე სრულდება ჯგუფის კონცერტებზე.

ალბომის მიმოხილვები დადებითი იყო. მისი რეკლამირების მიზნით საკონცერტო ტურის ჩატარების მაგივრად ჯგუფი დაბრუნდა სტუდიაში და დაიწყო შემდეგ ალბომზე მუშაობა. პარალელურად, ტეილორმა დატოვა კოლექტივი, რამაც ტური შემდეგ წლამდე გადადო. ამ ტურნეზე მათ უკვე რონი ვუდი შეუერთდა.

სინგლების გარდა, ჯგუფმა გამოსცა რამდენიმე მუსიკალური ვიდეორგოლიც. ყველაზე ცნობილი აქედან არის It's Only Rock 'n' Roll (but I Like It), რომელშიც ჯგუფი მეზღვაურების ფორმებშია გამოწყობილი, ოთახი კი ივსება საპნის ბუშტებით. მოკლე რგოლები ასევე დამზადდა სიმღერებისათვის Ain't Too Proud to Beg და Till The Next Goodbye.

1994 წელს ალბომის რემასტერინგი გამოიცა ლეიბლის Virgin Records მიერ.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ჯეგერი/რიჩარდსი, გარდა მითითებულისა. 

მხარე 1
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. If You Can't Rock Me   3:46
2. Ain't Too Proud to Beg (უიტფილდი/ჰოლენდი) 3:30
3. It's Only Rock 'n Roll (But I Like It)   5:07
4. Till the Next Goodbye   4:37
5. Time Waits for No One   6:37
მხარე 2
# სახელწოდება ხანგრძლივობა
6. Luxury   5:00
7. Dance Little Sister   4:11
8. If You Really Want to Be My Friend   6:16
9. Short and Curlies   2:43
10. Fingerprint File   6:33

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]