In the Wake of Poseidon

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
In the Wake of Poseidon
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 15 მაისი, 1970
ჩაიწერა მარტი - მაისი, 1970
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 41:02
ლეიბლი Island Records
Atlantic Records
Polydor Records
E.G. Records
Virgin Records
Discipline Global Mobile
პროდიუსერი რობერტ ფრიპი, პიტერ სინფილდი
King Crimson — ქრონოლოგია
In the Court of the Crimson King
(1969)
In the Wake of Poseidon
(1970)
Lizard
(1970)
სინგლები ალბომიდან In the Wake of Poseidon
  1. „Cat Food“
    გამოცემის თარიღი: 13 მარტი 1970
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4.5/5 stars[1]
რობერტ კრისტგოუC+ [2]

In the Wake of Poseidonინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ King Crimson-ის მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1970 წელს. ალბომის გამოცემის დროისთვის ჯგუფის შემადგენლობა უკვე შეიცვალა და მას იწერდა ოდნავ განსხვავებული კოლექტივი.

ისევე როგორც პირველ ალბომს, ამ დისკსაც ხსნის ქაოტური ენერგიული კომპოციზია. ალბომის რამდენიმე კომპოზიცია სრულდებოდა საკონცერტო გამოსვლებსა და ტელეგადაცემებზე.

ალბომის ყდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის გარეკანზე გამოტანილია ნახატი 12 პროტოტიპი. ნახატის ავტორია ტამო დე ჯონგი. ეს 12 პიროვნებაა:

  1. სულელი (ადამიანი, რომელიც იცინის)
  2. მსახიობი ქალი - ეგვიპტელი გოგონა
  3. მეთვალყურე - მეცნიერის მსგავსი ადამიანი
  4. მოხუცი ქალბატონი - ქალი ნაოჭებიანი სახით
  5. მებრძოლი - შავ-თეთრი სახე, მუზარადით.
  6. მონა - შავკანიანი ადამიანი საყურეებით და ბეჭდით ცხვირში
  7. ბავშვი - გოგონა ნაზი ღიმილით და ლამაზი წარბებით
  8. პატრიარქი - ფილოსოფოსი გრძელი სახით და თეთრი თმით.
  9. ლოგიკოსი - მეცნიერი გრძელი სახით და შავი თმით
  10. ხუმარა - ღია წითელი და ყვითელი ფერის მხიარული ადამიანი
  11. გრძნეული - სევდიანი გოგონა, რომელიც უყურებს მეთვალყურეს
  12. დედა ბუნება - სძინავს ბალახში.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპაში Island-ის და Polydor-ის მიერ გამოცემულ ყველა გრამფირფიტის სტიკერზე თავდაპირველად „Peace – A Theme“ შეცდომით მიუთითებელი დარჩა. ამასთან, „The Devil's Triangle“ და მისი სამი ნაწილი ოთხ სხვადასხვა სიმღერად იყო მითითებული. აშშ-ის და იაპონურ გამოცემებში ეს შეცდომა დაშვებული არ ყოფილა.

ყველა სიმღერის ავტორები - რობერტ ფრიპი და პიტერ სინფილდი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Peace – A Beginning“0:51
2.„Pictures of a City
  • 42nd at Treadmill“
7:57
3.„Cadence and Cascade“4:35
4.„In the Wake of Poseidon
  • Libra's Theme“
  • 8:24
    მხარე 2
    #სახელწოდებახანგრძლივობა
    5.„Peace – A Theme“ (ინსტრუმენტული)  (ფრიპი)1:15
    6.„Cat Food“ (ფრიპი, სინფილდი, იენ მაკდონალდი)4:52
    7.„The Devil's Triangle (ინსტრუმენტული)  (ფრიპი, მაკდონალდი)
    • I. Merday Morn
    • II. Hand of Sceiron
    • III. Garden of Worm“
    11:30
  • 3:47
  • 4:01
  • 3:45
  • 8.„Peace – An End“1:54

    პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    1. ედერი, ბრიუს. (2011 [უკანასკნელი განახლება])In the Wake of Poseidon – King Crimson | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 28 ივნისი 2011.
    2. კრისტგოუ, რობერტ. (2011 [უკანასკნელი განახლება])Robert Christgau: CG: King Crimson. robertchristgau.com. ციტირების თარიღი: 28 ივნისი 2011.