In the Court of the Crimson King

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
In the Court of the Crimson King
ალბომის "In the Court of the Crimson King" ყდა
In the Court of the Crimson King
გამოცემის თარიღი 12 ოქტომბერი, 1969
ჩაწერის თარიღი ივნისი - აგვისტო, 1969
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 43 წთ 54 წმ
ლეიბლი/ები Island Records (ბრიტანეთი)
Atlantic Records (აშშ)
Polydor Records
E.G. Records
Virgin Records
Discipline Global Mobile
პროდიუსერ(ებ)ი კინგ კრიმსონი
ქრონოლოგია: კინგ კრიმსონი
In the Court of the Crimson King
(1969)
In the Wake of Poseidon
(1970)


In the Court of the Crimson King არის ჯგუფ კინგ კრიმსონის პირველი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1969 წელს. ალბომი მოხვდა ბრიტანული ჩარტების #3 ადგილზე. დისკს აშშ-ში მინჳჭებული აქვს ოქროს სტატუსი.

როგორც წესი, ამ ალბომს თვლიან პროგრესული როკის ყველაზე ცნობილ დისკად, რომელიც უშუალოდ ამ ჟანრის მთავარი კანონმდებელია. მასში შერწყმულია ჯაზი, კლასიკური ევროპული მუსიკა, სიმფონიური ელემენტები.

დისკი 1980-იან და 1990-იან წლებში გამოიცა ახალი ჟღერადობით. სტერეო ფირები აღმოჩენილი იქნა 2003 წელს, რის შემდეგაც 2004 წელს გამოიცა დისკის საუკეთესო რემასტერინგი.

დისკი შედგება ხუთი კომპოზიციისგან. რამდენიმე მათგანი დაყოფილია ქვენაწილებად.

[რედაქტირება] ალბომის ყდა

ალბომის ყდის ავტორი იყო ბარი გოდბერი (1946–1970), მხატვარი და კომპიუტერული პროგრამისტი. იგი 1970 წელს გარდაიცვალა, გულის შეტევით. ყდაზე გამოტანილი ნახატის ერთადერთი ასლი რობერტ ფრიპს აქვს.

[რედაქტირება] სიმღერები

  1. "21st Century Schizoid Man" – 7 წთ 21 წმ
    • "Mirrors"
  2. "I Talk to the Wind" – 6 წთ 05 წმ
  3. "Epitaph" – 8 წთ 47 წმ
    • "March for No Reason"
    • "Tomorrow and Tomorrow"
  4. "Moonchild" – 12 წთ 13 წმ
    • "The Dream"
    • "The Illusion"
  5. "The Court of the Crimson King" – 9 წთ 25 წმ
    • "The Return of the Fire Witch"
    • "The Dance of the Puppets"

[რედაქტირება] მუსიკოსები

მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/In_the_Court_of_the_Crimson_King"-დან
პირადი ხელსაწყოები