Identity (ალბომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Identity
ალბომის Identity ყდა
Identity
გამოცემის თარიღი 9 აპრილი, 1984
ჩაწერის თარიღი კემბრიჯი, სექტემბერი, 1983
ჟანრი ელექტრონული მუსიკა
ხანგრძლივობა 46:03
ლეიბლი Harvest/EMI
პროდიუსერი რიჩარდ რაიტი, დეივ ჰარისი
ქრონოლოგია: რიჩარდ რაიტი
Wet Dream
(1978)
Identity
(1984)
Broken China
(1996)


 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic (შეფასების გარეშე) [1]

Identityრიჩარდ რაიტისა და დეივ ჰარისის ერთობლივი პროექტის Zee ერთადერთი ალბომი, რომელიც გამოვიდა 1984 წელს. მუსიკის ავტორები არიან რაიტი და ჰარისი, ხოლო ტექსტის - ჰარისი.

მოგვიანებით რაიტი თვლიდა, რომ ეს იყო ცდა, რომელიც არასოდეს უნდა გამოეშვათ დისკის სახით[2]. ყველა სიმღერა ჩაწერილია ელექტრონული ავანგარდული პოპის სტილში.

ალბომში გამოიყენება სინთეზატორი Fairlight CMI, რომელიც 1980-იან წლებში პოპულარობით სარგებლობდა.

სიმღერა Confusion გამოვიდა სინგლის სახით. მის 'B'-მხარეზე ჩაწერილი იყო Eyes of a Gypsy.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები - რიჩარდ რაიტი და დეივ ჰარისი.

  1. Confusion – 4:17
  2. Voices – 6:21
  3. Private Person – 3:36
  4. Strange Rhythm – 6:36
  5. Cuts Like a Diamond – 5:36
  6. By Touching – 5:39
  7. How Do You Do It – 4:45
  8. Seems We Were Dreaming – 4:57
  9. Eyes of a Gypsy – 4:13
    • დამატებითი სიმღერააუდიოკასეტაზე.

სხვა სიმღერები[რედაქტირება]

  1. Confusion (სინგლის მიქსი) – 3:36
  2. Confusion (12 მიქსი) – 6:21
  3. Eyes of a Gypsy (მიქსი 12 ბრიტანული სინგლიდან Confusion) – 4:11

პერსონალი[რედაქტირება]

  • რიჩარდ რაიტი: კლავიშები, პერკუსია, ფეირლაითი, ვოკალი
  • დეივ ჰარისი: გიტარა, კლავიშები, პერკუსია, ფეირლაითი, ვოკალი
  • პროდიუსერები: რიჩარდ რაიტი / დეივ ჰარისი
  • ტიმ პალმერი: ინჟინერი, თანაპროდიუსერი
  • Utopia (ლონდონი): ხმის მიქსი, დამატებითი დუბლები
  • ყდის დიზაინი: დეივ ჰარისი
  • ფოტოგრაფი: პოლ კოქსი

სქოლიო[რედაქტირება]