Hotel California

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Hotel California
ალბომის Hotel California ყდა
Hotel California
გამოცემის თარიღი 8 დეკემბერი
ჩაწერის თარიღი მარტი-ოქტომბერი 1976
სტუდია Criteria, მაიამი და Record Plant, ლოს-ანჯელესი
ჟანრი ქანთრი როკი, ჰარდ როკი
ხანგრძლივობა 43:28
ლეიბლი Asylum
პროდიუსერი ბილ სჟიმჩიკი
ქრონოლოგია: იგლზი
Their Greatest Hits (1971-1975)
(1976)
Hotel California
(1976)
The Long Run
(1979)


 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic [1] 5/5 stars
რობერტ კრისტგოუ B[2]
Rolling Stone [3] (სასურველი)
Sputnik Music [4] 5/5 stars

Hotel Californiaამერიკული როკ-ჯგუფ იგლზის მეხუთე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1976 წელს. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი, ჩაწერილი ბერნი ლიდონის გარეშე და პირველი, ჩაწერილი ჯო უოლშთან ერთად. აგრეთვე ეს არის ჯგუფის უკანასკნელი დისკი ვოკალისტ და ბას-გიტარისტ რენდი მეისნერის მონაწილეობით.

Hotel California იქცა ჯგუფის ბესტსელერად. მხოლოდ აშშ-ში მისი 16 მილიონი ასლი გაიყიდა. ალბომი მოექცა ჩარტების სათავეებში. მას მიღებული აქვს ორი გრემის ჯილდო, სიმღერებისათვის „Hotel California“ და „New Kid in Town“. გრემიზე იგი ნომინირებული წლის ალბომის კატეგორიაში, მაგრამ ჯილდო ჯგუფის Fleetwood Mac ალბომს Rumours ერგო.

ალბომიდან გამოიცა სამი სინგლი, მოხვედრილი საუკეთესო 20-ეულში - New Kid in Town, Hotel California და Life In The Fast Lane. New Kid in Town და Hotel California მოხვდნენ ბილბორდის ცხელ 100-ეულში. სინგლმა Life In The Fast Lane დაიკავა ჩარტის #11 პოზიცია. ჟურნალმა როლინგ სტოუნი Hotel California დაასახელა ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიის #37 პოზიციაზე. Hotel California-ს დახმარებით, იგლზი იქცა ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ამერიკულ ჯგუფად. სიმღერას Hotel California ბევრი თვლის ყველა დროის საუკეთესო როკ-სიმღერად. იგი მოხვდა როლინგ სტოუნის სიის ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა #49 ადგილზე. კომპოზიცია ცნობილია დუეტით გიტარებზე, რომელსაც დონ ფელდერი და ჯო უოლში ასრულებენ. ალბომი ასევე ცნობილია კომპოზიციებით Wasted Time, Victim Of Love და ეპიკური ნომრით The Last Resort.

სიმღერების სია[რედაქტირება]

მხარე 1[რედაქტირება]

  1. Hotel California (ფელდერი, ჰენლი, ფრაი) – 6:30
  2. New Kid in Town (ჯ. დ. საუზერი, ჰენლი, ფრაი) – 5:03
  3. Life in the Fast Lane (უოლში, ჰენლი, ფრაი) – 4:46
  4. Wasted Time (ჰენლი, ფრაი) – 4:55

მხარე 2[რედაქტირება]

  1. Wasted Time (Reprise) (ინსტრუმენტული) (ჰენლი, ფრაი, ჯიმ ედ ნორმანი) – 1:22
  2. Victim of Love (ფელდერი, საუზერი, ჰენლი, ფრაი) – 4:11
  3. Pretty Maids All in a Row (უოლში, ჯო ვიტალე) – 3:58
  4. Try and Love Again (მეისნერი) – 5:10
  5. The Last Resort (ჰენლი, ფრაი) – 7:28

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Hotel_California&oldid=2516214“-დან