Happiness Is the Road

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Happiness Is The Road)
Happiness Is the Road
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 20 ოქტომბერი, 2008
ჩაიწერა The Racket Club, ბაკინგემშირი, 2007/2008
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 108:06
ლეიბლი Intact Records
EMI (მხოლოდ კომპაქტ-დისკი)
პროდიუსერი მაიკლ ჰანტერი, Marillion
Marillion — ქრონოლოგია
Somewhere Else
(2007)
Happiness Is the Road
(2008)
Early Stages
(2008)
ალტერნატიული გარეკანი

ალბომის პირველი დისკის ყდა
ალტერნატიული გარეკანი

ალბომის მეორე დისკის ყდა
სინგლები ალბომიდან Happiness Is the Road
  1. „Whatever Is Wrong With You“
    გამოცემის თარიღი: 1 ოქტომბერი, 2008 (ჩამოტვირთვა)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic3.5/5 stars[1]
Classic Rock9/10 stars[2]

Happiness Is the Road (ქართ. ბედნიერება გზაა) — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის მეთხუთმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც ორმაგი დისკის სახით გამოიცა 2008 წლის შემოდგომაზე. ალბომის სახელწოდება ცნობილი გახდა 2008 წლის 12 მარტს, ისევე როგორც დისკების სახელწოდებები - Essence და The Hard Shoulder. ალბომის წინასწარ შეკვეთა შესაძლებელი გახდა 2007 წლის ოქტომბერში. როგორც ეს ხშირად ხდება, წინასწარ შემოსული თანხით ჯგუფი იხდიდა ალბომის ჩაწერისა და რეკლამის ხარჯებს.

ალბომიდან გამოცემული პირველი სინგლი არის Whatever Is Wrong With You, რომელიც უფასოდ განთავსდა ჯგუფის საიტზე, რათა ყველა მსურველმა საკუთარი ძალებით შექმნას მისი მუსიკალური ვიდეო.

ალბომი უფასოდ გავრცელდა p2p ქსელების მეშვეობით. სიმღერები ამ ფორმატში დაცულია სპეციალური კოდით. როდესაც მსმენელი პირველად ისმენს სიმღერას, ჩნდება პატარა ფანჯარა, რომელიც ითხოვს მსმენელის ელექტრონული ფოსტის მისამართის რეგისტრაციას. ასეთი გზით, მსმენელთან მყარდება კონტაქტი და ეგზავნება შემოთავაზებები Marillion-თან დაკავშირებული პროდუქციის შეძენაზე.

გარეკანის ავტორია ესპანელი მხატვარი ანტონიო სეიხასი.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკის ავტორი - მარილიონი, ტექსტი - სტივ ჰოგართი

Volume 1: Essence[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dreamy Street – 2:02
  2. This Train Is My Life – 4:50
  3. Essence – 6:29
  4. Wrapped Up in Time – 5:06
  5. Liquidity – 2:12
  6. Nothing Fills the Hole – 3:23
  7. Woke Up – 3:40
  8. Trap the Spark – 5:43
  9. A State of Mind – 4:33
  10. Happiness Is the Road – 10:05
  11. (blank) – 1:59
  12. Half-Full Jam – 6:48 (დამალული)

სიმღერა 12 ჩამოსატვირთ ვერსიაში მითითებულია, როგორც Half-Empty Jam. შემდგომში გამოცემულ კომპაქტ-დისკზე მას ეწოდება Half-Full Jam. სათაური მომდინარეობს სიმღერის სტრიქონებიდან - I used to be half empty, but now I'm half full. ჩამოსატვირთ ვერსიაში 11-ე ნომერი წარმოდგენილი არ არის.

Volume 2: The Hard Shoulder[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Thunder Fly – 6:24
  2. The Man from the Planet Marzipan – 7:55
  3. Asylum Satellite #1 – 9:32
  4. Older Than Me – 3:11
  5. Throw Me Out – 4:01
  6. Half the World – 5:08
  7. Whatever Is Wrong With You – 4:16
  8. Especially True – 4:37
  9. Real Tears for Sale – 7:34

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა მუსიკოსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სემ მორისი - ფრანგული რქა (Real Tears For Sale)
  • ს.კლეიდონი - ელექტრონული ბასი
  • ს. ოუდლი - ციმბალი
  • პ. ბისე - პერკუსია
  • ჯ. ჰოტენი - დაირა
  • ე. ჰოგართი - გულისცემა კომპოზიციაში Dreamy Street
  • დ. რობერტსი - თითის დაირა (Essence)

სიმღერების შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dreamy Street - შესაძლოა, პირდაპირ კავშირშია სტივ ჰოგართის სოლო-სიმღერასთან The Evening Shadows, განსაკუთრებით, მის პირველ სტრიქონთან ‘I have an animal inside me’.
  • Woke Up - სიმღერაში ჟღერს ფრენკ სინატრას ცნობილი ჰიტის New York, New York ციტირება (ქალაქი, რომელსაც არ სძინავს).
  • Happiness Is the Road - ტექსტი დაიწერა ჰოგართის მიერ ექიმთან ვიზიტის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Prato, Greg. (2011 [last update])Happiness Is the Road, Volume 1: Essence - Marillion | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 4 July 2011.
  2. Wilding, Phil. (2011 [last update])marillion.com | NEWS - Press Room - Marbles | The Official Marillion Website. marillion.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 4 July 2011.