H&M

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Hennes & Mauritz AB
ტიპი ღია ს.ს
დარგი მოდა
დაფუძნდა შვედეთის დროშა შვედეთი, ვასტეროსი (1947)
სათავო ოფისი სტოკჰოლმი[1]
საწარმოო შემოსავალი 61.262,2 მილიონი SEK (2005)

H & M Hennes & Mauritz AB (მოქმედებს სახელწოდებით — H&M; საქართველოში — ჰ და მ[1]) — ტანსაცმლის საცალო მოვაჭრე შვედური ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი არაძვირადღირებული მოდური ტანსაცმლით მამაკაცებისთვის, ქალებისთვის, ტინეიჯერებისა და ბავშვებისათვის. H&M და მასთან დაკავშირებული ბრენდები ოპერირებს მსოფლიოს 62 ქვეყნის 4 500-ზე მეტ მაღაზიაში. 2015 წლის მონაცემებით, კომპანიას დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 132 000 ადამიანი.[2] წარმოადგენს ტანსაცმლის საცალო მოვაჭრე მეორე უმსხვილეს კომპანიას მსოფლიოში, ესპანური Inditex-ის შემდეგ (Zara-ს მშობელი კომპანია).

H&M 1947 წელს ერლინგ პერსონმა დააარსა შვედეთის ქალაქ ვასტეროსში. გარკვეული დროის მანძილზე, იგი მხოლოდ ქალის ტანსაცმელს ყიდდა და სახელად მას „Hennes“ ერქვა, რაც შვედურად „ქალისას“ ნიშნავს. 1968 წლიდან, რეორგანიზაციის შემდეგ, პერსონის კომპანიამ მამაკაცების ტანსაცმლის გაყიდვაც დაიწყო.

პირველი მაღაზია საქართველოში 2017 წლის 18 ნოემბერს, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ გაიხსნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=H%26M&oldid=4564055“-დან