Genesis Revisited II — ინგლისელი გიტარისტ სტივ ჰეკეტის ალბომი, გამოცემული 2012 წელს. მასზე წარმოდგენილია ჯგუფ ჯენესისის სიმღერების გადამუშავებული ვერსიები, შესრულებული ჰეკეტისა და სხვა მუსიკოსთა მიერ. Genesis Revisited II წარმოადგენს ჰეკეტის 1986 წლის ალბომის Genesis Revisited გაგრძელებას. მასში შეტანილია როგორც წინა ალბომში მოხვედრილი კომპოზიციების ახალი ჩანაწერები, ასევე ჯენესისის სხვა კომპოზიციები, რომელთა სტუდიური ვერსიები ჰეკეტის ალბომებზე მანამდე წარმოდგენილი არ ყოფილა.
სტივ ჰეკეტი – გიტარები, ვოკალები (დისკი 1, სიმღერა 3 - V: Willow Farm; დისკი 2, სიმღერა 10)
როჯერ კინგი – კლავიშებიანი საკრავები (დისკი 1, სიმღერები 1 და 3-10; დისკი 2, სიმღერები 1-11)
ამანდა ლემანი – გიტარა, ვოკალები (დისკი 2, სიმღერები 3, 5, 8 და 11)
ჯო ლემანი – ბეკ-ვოკალები
კრის ტაუნსენდი - ვიოლინო, ვიოლა (დისკი 1, სიმღერა 1 და 9; დისკი 2, სიმღერები 1 და 9)
დეივ კერცნერი – კლავიშებიანი საკრავები (დისკი 1, სიმღერა 3)
დიკ დრაივერი – კონტრაბასი (დისკი 1, სიმღერები 1 და 10; დისკი 2, სიმღერები 1 და 9)
ფრენსის დენერი – გიტარა, ვოკალები (დისკი 1, სიმღერები 3 - VII: As Sure As Eggs Is Eggs (Aching Men's Feet) და 5)
გერი ო'ტული – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია (დისკი 1, სიმღერები 1, 4, და 6-10; დისკი 2, სიმღერები 1, 2, 4-11), ვოკალები (დისკი 1, სიმღერა 6 და 7; დისკი 2, სიმღერა 1)
ჯონ ჰეკეტი – ფლეიტა (დისკი 1, სიმღერები 1, 4, 5 და 10; დისკი 2, სიმღერები 2 და 9)
ჯონ უეტონი – ბასი, გიტარა, ვოკალები (დისკი 2, სიმღერა 8)
მიკაელ ოკერფელდტი – ვოკალები (დისკი 1, სიმღერა 3 - I: Lover's Leap და IV: How Dare I Be So Beautiful?)
ნიდ სილვენი – ვოკალები (დისკი 1, სიმღერა 1 და 8; დისკი 2, სიმღერა 4)
ნიკ მაგნუსი – კლავიშებიანი საკრავები (დისკი 2, სიმღერა 10)
ნილ მორსი – კლავიშებიანი საკრავები, ვოკალები (დისკი 2, სიმღერა 2)
ჯერემი სტეისი – დასარტყმელი საკრავები (დისკი 1, სიმღერა 3 და 5)
კონრად კილი – ვოკალები (დისკი 1, სიმღერა 3 - III: Ikhnaton and Itsacon and Their Band of Merry Men)
ნიკ ბეგსი – ბასი, ჩეპმენ სტიკი (დისკი 1, სიმღერა 9; დისკი 2, სიმღერები 4, 7 და 11)
სტივენ უილსონი – გიტარა (დისკი 2, სიმღერა 11), ვოკალები (დისკი 1, სიმღერა 9)
რობ ტაუნსენდი - საქსოფონი, ფლეიტა (დისკი 1, სიმღერები 5, 8 და 9; დისკი 2, სიმღერები 1, 7 და 11)
ჯაკო ჯაკჩეკი – გიტარა, ვოკალები (დისკი 2, სიმღერა 3)
საიმონ კოლინზი (ფილ კოლინზის შვილი) – კლავიშებიანი საკრავები, ვოკალები (დისკი 1, სიმღერა 3 - II: The Guaranteed Eternal Sanctuary Man და VI: Apocalypse in 9/8)
ლი პომროი – ბასი, ჩეპმენ სტიკი (დისკი 1, სიმღერები 3-8; დისკი 2, სიმღერა 2)