გალნერიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Galneryus)
გალნერიუსი

გალნერიუსის კონცერტი 2012 წლის აგვისტო პუსანი, სამხრეთი კორეა.[1] მარცხნიდან მარჯვნივ: იუკი, შუ, ტაკა, ჯუნიჩი, შოუ
ბიოგრაფია
წარმოშობა ოსაკა, იაპონია
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი[2]
პაუერ მეტალი[3]
ნეო-კლასიკური მეტალი[4]
პროგრესული მეტალი[5]
სიმფონიური მეტალი[5]
აქტიური 2001 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Iron Shock, VAP
წევრები შუ
იუკი
ჯუნიჩი
შოუ
ტაკა
ყოფილი წევრები იამაბიი
ტოშიჰირო იუი
შოგო ჰიმურო
ეი
იოშინორი კატაოკა
იუსუკე
ცუი
იუტო
საიტი ოფიციალური საიტი
გალნერიუსი ვიკისაწყობში

გალნერიუსი (ინგლ. Galneryus) — იაპონური პაუერ მეტალ ჯგუფი, დაარსებული ოსაკაში 2001 წელს.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები (2001-2002)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი 2001 წლის დასაწყისში გიტარისტმა შუმ (Valkyr, Animetal, Aushvitz, Masaki Projectე[3]) და ვოკალისტმა იამაბიიმ (AxBites, Rekion, River End, Gunbridge) ჩამოაყალიბეს.[6] არსი საკუთარი იდეების და მუსიკალური გემოვნების წარმომადგენელი ჯგუფის დაფუძნება იყო, ასე დაიწყო ჯგუფის სრული შემადგენლობის ძიება. შოგო ჰიმურო ბასზე გამწესდა, ტოშიჰირო იუი (Cemetery, Honey Quest) დასარტყმელი საკრავებზე და ეი (შუს ჯგუფ Valkyr-ის წევრი) — კლავიშებიანებზე.

2001 წლის ოქტომბერში ჯგუფმა გამოსცა ორსიმღერიანი დემო-EP "United Flag", რომელიც დამოუკიდებლად შექმნა და გამოაქვეყნა.

2002 წლის აგვისტოში ჯგუფი სტუდიას დაუბრუნდა მეორე მინი-ალბომის, "Rebel Flag" ჩასაწერად, რომელიც ისევ დამოუკიდებლად შექმნა ლეიბლ Iron Shock-თან ერთად. ჯგუფის წინა მინი-ალბომის შემადგენლობის ერთადერთი ცვლილება კლავიშისტ ეის იოშინორი კატაოკათი შეცვლა იყო.

მეორე მინი-ალბომმა ჯგუფს რამდენიმე ჩამწერი კომპანიიდან არაერთი წინადადება და ტურნეების შემოთავაზება მოუტანა. 2003 წელს ისინი იაპონიაში "Melodic Metal Festival"-ში სამონაწილეოდ მიიწვიეს, რომელიც შვედური მეტალ ჯგუფ Dragonland-ის ხელმძღვანელობით გაიმართა.[3] ფესტივალის ბოლოს Dragonland-მა გალნერიუსი თავის მომდევნო იაპონურ ტურნეში დასაკრავად მიიწვია.

გარდა ამისა, ჯგუფმა სხვა სახის მოსაწვევებიც მიიღო, მაგალითად, ქავერ ალბომების კრებულებისთვის ორი სიმღერა ჩაეწერა. ორი სიმღერიდან პირველი "Black Diamond" იყო (ფინური ჯგუფის სტრატოვარიუსის დაწერილი), გამოქვეყნებული ალბომში Stand Proud! III. მეორე "Soldier of Fortune" იყო (იაპონური ჯგუფ Loudness-ის მიერ შესრულებული) Japanese Heavy Metal Tribute Tamashii II-ში. სიმღერების ჩასაწერად ჯგუფი ახლად შედგა იუსუკეით ბას-გიტარაზე (შოგო ჰიმუროს შეცვლით), იუკით (Ark Storm) კლავიშებზე (იოშინორი კატაოკას შეცვლით) ჯგუფში დარჩენილ მუსიკოსებთან ერთად (იამაბიი, შუ და ტოშიჰირო იუი). ლეიბლმა VAP ორივე ალბომი 2002 წლის დეკემბერს ერთდროულად გამოაქვეყნა და ჯგუფს ხელშეკრულება შესთავაზა.

The Flag of Punishment, Advance to the Fall და Beyond the End of Despair... (2003-2006)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩამწერ ლეიბლთან ხელშეკრულებით ჯგუფს პირველი საკუთარი ალბომის ჩაწერის შესაძლებლობა მიეცა. The Flag of Punishment-ში (ოქტომბერი 2003) ჯგუფის (ხელახლა დაწერილი და ჩაწერილი) ხუთივე სიმღერა გამოქვეყნდა, აგრეთვე ახალი კომპოზიციები, იაპონელი ილუსტრატორის, იუშიტაკა ამანოს შექმნილი გარეკანით.[6] ამ დროს ჯგუფში შემადგენლობაც შეიცვალა - იუკის კლავიშებზე, ცუის ბას-გიტარაზე და ჯუნიჩი სატოის დასარტყმელი საკრავებზე საბოლოოდ დადგინებით.

2005 წლის მარტში მეორე ალბომი, Advance to the Fall გამოქვეყნდა, რომელმაც განსაკუთრებით მნიშვნელოვან წარმატებებს სიმღერით "Silent Revelation" მიაღწია.

გამოსვლების რიგის შემდეგ ჯგუფი მესამე ალბომზე სამუშაოდ სტუდიაში დაბრუნდა და 2006 წლის ივლისში სახელით Beyond the End of Despair... გამოაქვეყნა. რამდენიმე თვის შემდეგ მათ პირველი DVD გამოუშვეს, Live for Rebirth, რომელიც ტურნეს "Die for Rebirth" ერთ-ერთ გამოსვლას მოიცავს.

One for All - All for One და Reincarnation (2007-2008)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს ჯგუფმა ბასზე ცუის შემცვლელად იუტო გამოაცხადა და მეოთხე ალბომი One for All - All for One გამოსცა, რომელშიც ყველა სიმღერა იაპონურად შეასრულა და ამით ჯგუფისთვის სრულიად ახალი ეპოქა დაამყარა, რადგანაც მესამე ალბომამდე ყველა სიმღერა ინგლისურად იყო დაწერილი. გარდა ამისა, დისკი Voices from the past გამოიცა, რომელშიც ჯგუფის თითოეული წევრისგან შერჩეული ხუთი ქავერ სიმღერა წარმოადგინეს.

2008 წელს ჯგუფმა ახალი დისკი გამოაქვეყნა, რომლის ორი სიმღერა, "Alsatia" და "Cause Disarray" საწყის და დამხურველ თემებად გამოიყენეს ანიმეში "მნემოსინის ქალიშვილები".[7] აგრეთვე გამოქვეყნდა ახალი DVD, Live for All - Live for One, რომელიც ჯგუფის 2007 წლის ტურნეს დროს ჩაიწერა.

ჯერ კიდევ 2008 წელს ჯგუფმა ახალი ტურნე წამოიწყო, სახელით "Path to the Fifth Flag", რომელსაც სამი სიმღერით შედგენილი ციფრული დისკი სახელად Shining Moments მოჰყვა და 30 ივლისს ჩამოსატვირთად გამოქვეყნდა.

10 სექტემბერს ჯგუფმა სახელით Reincarnation მეხუთე ალბომი გამოუშვა (პროდიუსერ ტენ იანსენის ხელმძღვანელობით, რომელიც MUCC-თან, სეპულტურასთან და აირონ მეიდენთან თანამშრომლობით იყო ცნობილი). ჯგუფმა აგრეთვე მორიგი ქავერ დისკი გამოაქვეყნა - Voices from the Past II, რომელიც 2007 წელს გამოქვეყნებული დისკის კონცეფციას განაგრძობს.

მეხუთე ალბომის გამოცემის ერთი თვის თავზე ჯგუფის ოფიციალურ საიტზე მოულოდნელი სიახლე გამოქვეყნდა: ვოკალისტმა იამაბიიმ ჯგუფი დატოვა.[8] იამაბიისთან შეთანხმებით, მისი წასვლით ჯგუფს სტილის შეცვლის დრო დაუდგა. მისი წასვლა შეთანხმებული იყო და ყველა მიხვდა, რომ ეს ორივე მხარისთვის საუკეთესო იქნებოდა. იამაბიიმ გალნერიუსი ტურნეს "Back to the Flag" შემდეგ დატოვა, რომელიც 23 ოქტომბრიდან 6 დეკემბრამდე გაგრძელდა.

Resurrection (2009-დან დღემდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელი ახალ ვოკალისტის ვინაობაზე უამრავი ჭორით და მწირი ინფორმაციით გამოირჩეოდა. რამდენიმე თვის შემდეგ გადაწყდა, რომ იამაბიის შოუ შეცვლიდა. იმავე წელს შოუმ ჯგუფთან ერთად პირველად დაუკრა "Loud Park Festival"-ზე.[9] ჯგუფი აგრეთვე ბასისტმა იუტომ დატოვა და ის ტაკათი შეიცვალა.[9]

2009 წელს ასევე მათი ორი საუკეთესო ჰიტების ალბომი გამოქვეყნდა - Best Of The Braving Days და Best Of The Awakening Days.

2010 წლის 21 აპრილს ჯგუფმა შოუსთან ერთად პირველი ჩანაწერი გამოსცა - Beginning Of The Resurrection სამსიმღერიანი დისკი, რომლის ერთ-ერთიც - "A Far-off Distance" - ანიმეს "ცისარტყელა: შვიდი მეორე ბლოკის მეექვსე კამერიდან" დამასრულებელი თემაა.[10]

23 ივნისს მეექვსე ალბომი Resurrection გამოიცა. იამაბიის და შოუს შორის სხვაობა აშკარა იყო; თუმცა ჯგუფი ამ ალბომის ჟღერადობით და რამდენიმე დამატებითი ელემენტით თავის პირველ გამოშვებულ ალბომებს ემსგავსება.

ჯგუფის წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამინდელი წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუ იუკი ჯუნიჩი შოუ ტაკა

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქავერ ვერსიების ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

EP[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2002: "Rebel Flag"
  • 2007: "Everlasting"
  • 2008: "Alsatia/Cause Disarray"
  • 2011: "Future Never Dies"
  • 2012: "Hunting for Your Dream"
  • 2014: "Attitude to Life"

DVD[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2006: Live for Rebirth
  • 2008: Live for All - Live for One
  • 2010: Live in the Moment of the Resurrection
  • 2012: Phoenix Living in the Rising Sun

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 부산국제록페스티벌, 5개국 36개 밴드 라인업 확정. 뉴시스. ციტირების თარიღი: 2012.07.10.
  2. Galneryus - ガルネリウス. キューブミュージック. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-17. ციტირების თარიღი: 2014-03-17.
  3. 3.0 3.1 3.2 Galneryus. Allmusic. ციტირების თარიღი: 2014-09-01.
  4. 4.0 4.1 CDジャーナル Galneryus - アーティスト・プロフィール. ციტირების თარიღი: 2014-11-13.
  5. 5.0 5.1 Galneryus im Ohanami Interview & #Fanfaces! (English translation inside!). ციტირების თარიღი: 2015-01-11.
  6. 6.0 6.1 Exlusive interview with Syu. Jame-world.com. ციტირების თარიღი: 2015-01-11.
  7. RIN - Daughters of Mnemosyne (TV). Anime News Network. ციტირების თარიღი: 2015-01-02.
  8. YAMA-B Leaves Galneryus. jame-world.com. ციტირების თარიღი: 2012-07-25.
  9. 9.0 9.1 Galneryus Return with New Line-Up. jame-world.com. ციტირების თარიღი: 2012-07-25.
  10. 主題歌 - RAINBOW 二舎六房の七人. Ntv.co.jp. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2010-06-03.