G-Power

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
G-Power
ტიპი ტიუნინგ-ატელიე
დაფუძნდა 1983 წელს
დამაარსებელი იოჰან გრომიში
სათავო ოფისი არეზინგი
პროდუქცია ავტომობილები
G-Power M5 Hurricane RR

G-Power — გერმანული საავტომობილო კომპანია. მდებარეობს ქალაქ არეზინგში. 1983 წლიდან კომპანია BMW-ს ავტომობილებს უწევს ტიუნინგს. 1971 წლიდან BMW-სთან თანამშრომლობა დაიწყო იოჰან გრომიშმა, რომელმაც 1983 წელს დააარსა საკუთარი კომპანია. ტიუნინგ-ატელიეს ეწოდა „G-Power“. კომპანიის იფიციალური ისტორია დაახლოებით 30 წელს მოიცავს, თუმცა გრომიშს მუშაობის თითქმის 40 წლიანი სტაჟი აქვს. ტიუნინგ-ატელიემ დაამყარა სიჩქარის მსოფლიოს ახალი რეკორდი სერიული წარმოების სედანებს შორის. როდესაც კომპანიის თანამშროლები დაკავდნენ BMW M5-ის დახვეწით, ავტომობილმა 2008 წელს განავითარა რეკორდული სიჩქარე — 367.4 კმ/სთ[1][2], ხოლო 2010 წელს გააუმჯობესა წინა რეკორდი — 372 კმ/სთ.[3] G-Power M5 Hurricane-ს აქვს 5 ლიტრიანი V-10 ძრავა. 2012 წელს გამოვიდა ახალი G-Power M5 Hurricane RR, რომელიც გამოიმუშავებს 830 ცხენის ძალას.


ავტომობილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=G-Power&oldid=2668721“-დან