F-16 Fighting Falcon

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან F-16)
F-16 Fighting Falcon
აშშ-ის F-16 ერაყში 2008 წელს
ფუნქცია მრავალფუნქციური გამანადგურებელი
წარმოება General Dynamics
Lockheed Martin
პირველი გაფრენა 2 თებერვალი, 1974
წარდგენა 17 აგვისტო, 1978
სტატუსი აქტიური
მომხმარებლები აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები
რაოდენობა 4,500+
ღირებულება F-16A/B: 14.6 მილიონი აშშ-ის დოლარი (1998)[1]
F-16C/D: 18.8 მილიონი აშშ-ის დოლარი(1998)[1]
F-16E/F 26.9 მილიონი აშშ-ის დოლარი (2005)
შეიქმნა General Dynamics F-16XL
Mitsubishi F-2
ვარიანტები F-16 VISTA

F-16 Fighting Falcon (ითარგმნება როგორც: F-16 გამანადგურებელი შევარდენი) — მრავალფუნქციური რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავი, თავდაპირველად წარმოებული General Dynamics-ის მიერ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის. დაპროექტებულია რა როგორც მცირეწონოსანი, დღის გამანადგურებელი, იგი წარმატებული მულტიფუნქციური თვითმფრინავია. 4 400-ზე მეტი თვითმფრინავის წარმოება მოხდა პირველი გამოშვების შემდეგ და დაიხვეწა 1976 წელს.[2] მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები აღარ ყიდულობს ამ მოდელებს, მისი გაუმჯობესებული ვერსიები მაინც იწარმოება ექსპორტისთვის. 1993 წელს General Dynamics-მა თვითმფრინავის წარმოების ბიზნესი მიყიდა კორპორაციას Lockheed Corporation,[3] რომელიც, თავის მხრივ, გახდა Lockheed Martin-ის ნაწილი, მას მერე რაც 1995 წელს შთანთქა იგი Martin Marietta-მ.[4]

Fighting Falcon წარმოადგენს საჰაერო მებრძოლს მრავალი ინოვაციით, რომელთა შორისაც შეიძლება დასახელდეს კაბინის უკარკასო ზედა მხარე უკეთესი ხილვადობისათვის, გვერდითა მხარეს დამაგრებული კონტროლის ბერკეტები, რათა ადვილად გააკონტროლოს პილოტმა თვითმფრინავი დიდი გრავიტაციული ძალების მოქმედებისას და გაუმჯობესებული სავარძელი, გრავიტაციული ძალების მოქმედების შესამცირებლად პილოტზე. F-16 აქვს შიდა M61 Vulcan ტიპის ქვემეხი და 11 სამაგრი სხვადასხვა ტიპის რაკეტების, ბომბებისა და საწვავის ავზების დასამონტაჟებლად.[1]

გარდა აშშ-ის საჰაერო ძალების აქტიური, სარეზერვო და საჰაერო ეროვნული დაცვის დანაყოფებისა, თვითმფრინავს იყენებს აშშ-ის საჰაერო ძალების საჰაერო სადემოსტრაციო ჯგუფი,აშშ-ის საჰაერო ძალების ქუხილის ჩიტები, და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები როგორც მოწინააღმდეგე/აგრესორ თვითმფრინავს. აშშ-ის გარდა F-16 კიდევ 25 ერის საჰაერო ძალებში მსახურობს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 F-16 Fact Sheet. აშშ-ის საჰაერო ძალები, ოქტომბრტი, 2007. წაკითხვის თარიღი: 25 ოქტომბერი, 2009.
  2. 2.0 2.1 სტოუტი, ჯოი და ლაურა ქუინსი. United States Government Awards Lockheed Martin Contract to Begin Production of Advanced F-16 Aircraft for Morocco. დაარქივებული 2009-01-04 საიტზე Wayback Machine. Lockheed Martin press release, 8 ივნისი, 2008. წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი 2008.
  3. მაიკლ ს. როზენუალდი, Downside of Dominance? Popularity of Lockheed Martin's F-16 Makes Its F-35 Stealth Jet a Tough Sell. Washington Post, განახლებული 17 დეკემბერს, 2007. წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი, 2008.
  4. კომპანიების ისტორია – Lockheed Martin Corporation. Funding Universe. წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი, 2008.