Eluveitie

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელვეიტი

ჯგუფის გამოსვლა 2023 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ციურიხი, შვეიცარია
ჟანრ(ებ)ი ფოლკ მეტალი, მელოდეზი, კელტური მეტალი
აქტიური 2002 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი eluveitie.ch
Eluveitie ვიკისაწყობში

Eluveitie (იკითხება, როგორც ელვეიტი[1]) — შვეიცარიული ფოლკ მეტალ ჯგუფი, ციურიხის კანტონის ქალაქ ვინტერთურიდან. იგი დააარსა კრიგელ გლანცმანმა 2002 წელს და პირველი მინიალბომი, Vên, 2003 წელს გამოვიდა. Vên გლანცმანის მხოლოდ სტუდიური პროექტი იყო, მაგრამ მისმა წარმატებამ ამ ჯგუფის სრულად ჩამოყალიბება განაპირობა, რომელიც ახლა თავს „ფოლკ მეტალის ახალ ტალღას“ უწოდებს. ჯგუფმა 2006 წელს პირველი სრული ალბომი, Spirit, გამოსცა. 2007 წელს ელვეიტიმ ხელშეკრულება Nuclear Blast–თან გააფორმა და მათი პირველი ერთობლივი შედეგი, Slania, 2008 წლის თებერვალს გამოვიდა. ალბომმა შვეიცარიულ ჩარტებში 35–ე ადგილს მიაღწია, ხოლო გერმანულ ჩარტებში 72–ე ადგილს.

ელვეიტის ორი რამ გამოარჩევს: ტრადიციული ინსტრუმენტების შესანიშნავად ფლობა და მათი ტექსტები, რაც ხშირად, უკვე მივიწყებულ, გალურ ენაზეა. ჯგუფის სახელწოდება მოდის მანტუაში აღმოჩენილი წარწერიდან (მიახ. 300 ძვ. წ.)[2]. – ეტრუსკული ასოებით დაწერილი სიტყვა „ელვეიტი“ განიმარტება, როგორც კელტური „ჰელვეტელის“ ერთ–ერთი ფორმა, რაც მანტუაში მცხოვრებ ჰელვეტური წარმოშობის ადამიანს უნდა აღნიშნავდეს.

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელვეიტი ახდენს ტრადიციული კელტური ხალხური მელოდიებისა და გეტებორგის სტილის მელოდიური დეზ მეტალის შერევას. ჯგუფი იყენებს ისეთ ტრადიციულ ხალხურ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა ვიოლინო, სალამური, ფლეიტა, გუდასტვირი და ზანფონი. მათ სიმღერებში არსებული ტრადიციული ხალხური მელოდიები აღებულია სხვადასხვა წყაროებიდან, მაგალითად ტრადიციული ირლანდიური რილებიდან. მათი ტექსტების ერთი ნაწილი ინგლისურადაა, ხოლო მეორე ნაწილი არქაულ გალურ ენაზეა. 2009 წელს გამოშვებულ ალბომში „Evocation I - The Arcane Dominion“, პირველის გარდა, ყველა სიმღერა გალურადაა. ელვეიტის ტექსტები ეფუძნება ამ ენაზე დაწერილ ლოცვებსა და ღმერთებისა და სულების გამოხმობებს.

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამინდელი წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხრიგელ გლანცმანი – ვოკალი, მანდოლა, სალამური, გუდასტვირი, აკუსტიკური გიტარა, ბოურანი (2002–დღემდე)
  • მერი ტადიჩი – ვიოლინო, ვოკალი (2003–დღემდე)
  • მერლინ სუტერი – დასარტყმელი საკრავები (2004–დღემდე)
  • რაფაელ ზალცმანი - სოლო–გიტარა (2012–დღემდე)
  • ივო ჰენცი – რითმ–გიტარა (2004–დღემდე)
  • ანა მერფი – ზანფონი, ვოკალი (2006–დღემდე)
  • ქეი ბრემი – ბას–გიტარა (2008–დღემდე)
  • პატრიკ კისტლერი – გუდასტვირი, სალამური (2008–დღემდე)

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Metalist Magazine, ინტერვიუები, ელვეიტი.
  2. Reproduction in R.C. De Marinis, Gli Etruschi a Nord del Po, Mantova, 1986.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Eluveitie&oldid=4636771“-დან