Dope (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Dope“
პრომოსინგლილედი გაგა
ალბომიდან Artpop
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 4 ნოემბერი, 2013
ჩაიწერა 2013
ჟანრი ელექტრო როკი
ხანგრძლივობა 3:41
ხმისჩამწერი ლეიბლი
ავტორ(ებ)ი
  • ლედი გაგა
  • პოლ "DJ White Shadow" ბლერი
  • დინო ზისისი
  • ნიკ მონსონი
პროდიუსერი

Dope“ (ქართ. დოპი, ნარკოტიკი) — პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა. რიგით მე-13 სიმღერა მისი მესამე სტუდიური ალბომიდან Artpop (2013). გამოიცა, როგორც ალბომის რიგით მეორე პრომო სინგლი 2013 წლის 4 ნოემბერს, ლეიბლ Interscope Records-ზე, ალბომის პირველ პრომო სინგლ „Venus“-ის შემდგომ. სიმღერის ტექსტი ეკუთვნით თავად გაგას, პოლ "DJ White Shadow" ბლერის, დინო ზისისს და ნიკ მონსონს, ხოლო სიმღერის პროდიუსერები არიან თავად გაგა და რიკ რუბინი. სიმღერა დაწერილია გაგას მესამე მსოფლიო ტურის Born This Way Ball-ის გაუქმების შემდგომ პერიოდში, როდესაც გაგამ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ნარკოტიკების საშუალებით ცდილობდა ტკივილის გაყუჩებას. ამის გამო იგი გარკევული პერიოდი ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე გახდა დამოკიდებული. გაგას სურდა, რომ სიმღერა ალბომში შესულიყო, რადგან იგი ავტობიოგრაფიულია და ამ სიმღერით იგი ბოდიშს უხდის თავის მშობლებს, თაყვანისმცემლებს და ბოიფრენდს.

Dopeჟანრობრივად წარმოადგენს ელექტრონული როკ-მუსიკის ნაირსახეობას, რომელიც ირლანდიული ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს. კრიტიკოსების შეფასებით, სიმღერა ხასიათდება, როგორც „ტკბილ-მწარე“ და ირგვლივ არსებულ ე.წ. „შავბნელ“ თემებზეა ორიენტრიებული. სიმღერის მელოდიის სიმარტივე ხაზს უსმვამს გაგას სპეციფიკურ ვოკალს. სიმღერის ტექსტიდან ჩანს, რომ გაგას ნარკოტიკებზე მეტად დაკარგული სიყვარულის დაბრუნება სურს. პრომო სინგლის ყდაზე გაგა გამოსახულია დიდი პიჯაკით, შავი ქვედა საცვლის ამარა, თვალებს შავი დიდი ქუდი უფარავს და უჩანს დიდი კბილები. კრიტიკოსებმა სინგლის ყდა შეაფასეს, როგორც „უცნაური“.

გაგამ სიმღერა ცოცხლად რამდენიმეჯერ შეასრულა, მათ შორის 2013 წლის ვიდეოების პორტალ YouTube-ის პირველ მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ფორტეპიანოს თანხლებით. სიმღერა გამოშვებისთანავე მოხვდა სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში. დაიკავა პირველი პოზიცია ესპანეთის და უნგრეთის ჩარტში. ასევე, შევიდა ბილბორდის ცხელი ასეულის ათეულში, სადაც დაიკავა მერვე პოზიცია და გახდა გაგას რიგით მე-13 სიმღერა, რომელიც შევიდა ბილბორდის ცხელი ასეულის ათეულში. ასევე, გახდა გაგას პირველი პრომო სინგლი, რომელიც ათეულში შევიდა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ციფრული ჩამონატვირთი[1]
  1. "Dope" – 3:41

გამოშვების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა თარიღი ფორმატი ლეიბლი
ამერიკის შეერთებული შტატები[1] 4 ნოემბერი, 2013 ციფრული ჩამონატვირთი Streamline / Interscope

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Dope [Explicit – Lady Gaga]. Amazon.com (November 11, 2013). ციტირების თარიღი: February 4, 2014.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.