DJ Shadow

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
DJ Shadow

DJ Shadow, 2010
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯოშუა პოლ დეივისი
აგრეთვე ცნობილი როგორც DJ Shadow
დაბ. თარიღი 29 ივნისი, 1972 (1972-06-29) (51 წლის)
დაბ. ადგილი Hayward ან სან-ხოსე
წარმოშობა სან-ხოსე, აშშ
ჟანრ(ებ)ი ჰიპ-ჰოპი, ტარნტეიბლიზმი, ტრიპ-ჰოპი, ელექტრონული მუსიკა
საქმიანობა პროდიუსერი, დისკ-ჟოკეი, მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ტარნტეიბლი, სინთეზატორი, სემპლერი
აქტიური 1989 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Mo'Wax, Quannum Projects, Solesides, MCA, Universal, Verve, Liquid Amber
საიტი djshadow.com
DJ Shadow ვიკისაწყობში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ჯოშუა პოლ დეივისი (ინგლ. Joshua Paul "Josh" Davis; უფრო ცნობილი, როგორც DJ Shadow დ. 29 ივნისი, 1972)[1][2] — ამერიკელი პროდიუსერი და DJ. ის ცნობილია, როგორც ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი ფუძემდებელი და პირველი მუსიკოსი, რომელმაც გამოუშვა მთლიანად სემპლირებული ალბომი (Endtroducing….., 1996).[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DJ Shadow-მ მუსიკალური კარიერა დაიწყო როგორც დისკ-ჟოკეიმ კალიფორნიის უნივერსიტეტის კამპუსის რადიო სადგურზე KDVS.[4][5] ამ პერიოდის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ექსპერიმენტალური ჰიპ-ჰოპის შექმნაში, რომელიც იმ დროს დაკავშირებული იყო ლონდონის ჩამწერ ლეიბლ Mo' Wax-სთან. მის ადრეულ სინგლებში, „In/Flux“ და „Lost and Found (S.F.L.)“, გაერთიანებული იყო ფანკის, როკის, ჰიპ-ჰოპის, ემბიენტის, ჯაზის და სოულის ელემენტები. ენდი პემბერტონმა, Mixmag-ის მუსიკალურმა რედაქტორმა, 1994 წლის ივნისში პირველად გამოიყენა ტერმინი „ტრიპ-ჰოპი“, რათა დაეხასიათებინა Shadow-ს სინგლი „In/Flux“ და მსგავსი ტრეკები, რომლებსაც იმ დროს ატრიალებდნენ ლონდონის კლუბებში.[6] მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო მუსიკის კლასიფიცირება, მისი წვლილი უდავოდ მნიშვნელოვანია ალტერნატიული ჰიპ-ჰოპისთვის. მან აღნიშნა, რომ Kurtis Mantronik, Steinski და Prince Paul იყვნენ სემპლირებული მუსიკის შთაგონებები.

Endtroducing.....[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Shadow's პირველი სრულფორმატიანი ნამუშევარი, Endtroducing....., გამოვიდა 1996 წლის ბოლოს. 2001 წელს Endtroducing..... შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც „პირველი მთლიანად სემპლირებული ალბომი“.[7] 2006 წლის ნოემბერში ჯურნალ Time-მა შეიყვანა ის სიაში „ყველა დროის“ 100 საუკეთესო ალბომი.[8] 2014-ის ნოემბერში ავტომწარმოებელმა Chevrolet გამოიყენა სემპლი DJ Shadow-ს სიმღერიდან „Building Steam With a Grain of Salt“ თავის სარეკლამო რგოლში.[9]

Preemptive Strike[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს Shadow-მ გამოუშვა Preemptive Strike, ადრეული სინგლების კომპილაციური ალბომი. ასევე ის იყო პროდიუსერი Unkle-ის სადებიუტო ალბომ Psyence Fiction-ის, რომელიც გამოვიდა მოგვიანებით იმავე წელს და რომლის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი მუსიკოსები: ტომ იორკი (Radiohead), რიჩარდ ეშკროფტი (The Verve), Mike D (Beastie Boys), Kool G. Rap, და ჯეისონ ნიუსტედი (Metallica).

2002 წლის ივნისში გამოვიდა მეორე ალბომი The Private Press და მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე „Six Days“, რომლის რეჟისორი იყო ვონგ კარ-ვაი.

The Outsider[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი The Outsider გამოვიდა 2006 წლის 18 სექტემბერს. ასევე გამოიცა სპეციალური CD ბოქს-სეტი, რომელშიც შედიოდა The Outsider, ალბომი CD-ზე და DVD Tour Visuals. The Outsider-მა, რომლის ჩაწერაში მონაწილეობდა რამდენიმე შემსრულებელი ადგილობრივი, სან-ფრანცისკოს, hyphy ჰიპ-ჰოპ მოძრაობიდან, არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. კრიტიკაზე პასუხის გასაცემად, DJ/პროდიუსერმა საკუთარ ბლოგში ახსნა, რომ ერთფეროვნება თავიდანვე არ შედიოდა მის გეგმებში და მისთვის აუცილებელი იყო ჟღერადობის, სტილის შეცვლა.[10][11] DJ Shadow ასევე თანამშრომლობდა DJ Cut Chemist-თან. ერთად მათ შექმნეს სამი პოპულარული მიქსტეიპი: Brainfreeze, Product Placement და, ახლახან, The Hard Sell, რომლებმაც მოაქციეს ჯაზი, ფანკი და სოული ერთი კონცეფციის ჩარჩოში. ასევე ის თანამშრომლობდა რამდენიმე სხვა არტისტთან: Blackalicious, Zack de la Rocha, Keak Da Sneak, Mos Def, David Banner და Dr. Octagon. 2006 წელს მან ხელი მოაწერა შეთანხმებას Universal Records-თან. DJ Shadow-მ და Cut Chemist-მა 2008-ში ჩაატარეს ტურნე მიქსტეიპ The Hard Sell-ის მხარდასაჭერად.

The Less You Know, the Better[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 4 ოქტომბერს გამოვიდა მეოთხე სტუდიური ალბომი The Less You Know, the Better, ლეიბლზე Verve Records. ისევე როგორც Shadow-ს წინა ნამუშევრები, ალბომი შეიცავს უამრავ სხვადასხვა დროის და ჟანრის სიმღერის სემპლს.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Discogs Profile
  2. Family Tree Legends Joshua P. Davis
  3. DJ Shadow: Endtroducing…. Sleevage (2007-06-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-28. ციტირების თარიღი: 2012-03-27.
  4. DJ Shadow Bio, Music, News & Shows. DJZ.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 29, 2013. ციტირების თარიღი: March 7, 2013.
  5. DJ Shadow biography at Davis, CA wiki page. ციტირების თარიღი: 22 January 2014.
  6. Pemberton, Andy (June 1994). „Trip Hop“. Mixmag.
  7. Guinness World Records Entry. ციტირების თარიღი: 10 October 2014.
  8. „The All-TIME 100 Albums“. Time. 16 November 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2010. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2015.
  9. Chris DeVille. (November 17, 2014) I Watch DJ Shadow Soundtrack A Chevy Ad.
  10. Shadow's Digest, August 3rd, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-11. ციტირების თარიღი: 2015-11-10.
  11. "Out of the Shadow", Interview with Eric K. Arnold, SF Weekly, September 13, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-20. ციტირების თარიღი: 2015-11-10.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=DJ_Shadow&oldid=4636736“-დან