Creep (Radiohead-ის სიმღერა)
| „Creep“ | ||
|---|---|---|
| სინგლი, შემსრულებელი - Radiohead | ||
| ალბომიდან Pablo Honey | ||
| გამოსვლის თარიღი | 1992, 1993 | |
| ფორმატი | გრამფირფიტა | |
| ჟანრი | ალტერნატიული როკი | |
| ხანგრძლივობა | 3 წთ 59 წმ | |
| ლეიბლი | Parlophone EMI |
|
| პროდიუსერი | შონ სლეიდი, პოლ ქიუ კოლდერი | |
| მაქსიმალური ადგილი რეიტინგში | ||
| Radiohead - სინგლების ქრონოლოგია | ||
| Creep (1993) |
Anyone Can Play Guitar (1993) |
|
Creep — Radiohead-ის სიმღერა, რომელიც სინგლის სახით გამოვიდა 1993 წლის თებერვალში.
სექციების სია |
ისტორია[რედაქტირება]
Radiohead-ს პირველი წარმატება სიმღერამ Creep მოუტანა (სადებიუტო ალბომი Pablo Honey), რომელიც საზოგადოებისგან გარიყული პიროვნების უიღბლო სიყვარულზეა დაწერილი. როგორც ამბობენ, Creep ექსეტერის უნივერისტეტის მამაკაცთა ტუალეტშია დაწერილი თავად ტომ იორკის მიერ. Creep ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის – სკოტ უოლკერის გავლენითაა შექმნილი. გავრცელებული ინფორმაციით, ჯონი გრინვუდს მისამღერში გიტარის ცნობილი ღრჭიალით მხოლოდ იმ სიმღერის გაფუჭება სურდა, რომელიც დიდად არ მოსწონდა. ერთი წლის მოგვიანებით, მისი ხელახალი ჩაწერის შემდეგ სიმღერა გაჰიტდა. სიმღერის კრიტიკამ არ დაახანა – NME Radiohead-ს ასეთი შეფასება მისცა – მხდალი მიზეზი როკ-ჯგუფის სახელის გასამართლებლად, BBC Radio1 ეთერში კი არ უშვებდნენ ზედმეტად დეპრესიულობის გამო.
მართალია სიმღერამ ჯგუფს პირველი წარმატება მოუტანა, მაგრამ მისგან გამოწვეულმა პოპულარობამ თავად Radiohead დაჩრდილა. სიმღერით გამოწვეულმა ისტერიამ დამთრგუნველად იმოქმედა Radiohead-ის წევრებზე. კონცერტებზე ამ სიმღერის შესრულების შემდეგ აუდიოტორია ადგილს ტოვებდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ 1997 წელს გამოსულ ვიდეო დისკში 7 Television Commercials შეგნებულად არ შევიდა Creep. ერთი პერიოდი კი Radiohead-მა საერთოდ უარი თქვა ამ სიმღერის შესრულებაზე. ეს 2001 წლამდე გაგრძელდა, როდესაც განუწყვეტელი თხოვნის შემდეგ სიმღერა ისევ გაჟღერდა ცალკეულ კონცერტებზე.
სიმღერების სია[რედაქტირება]
-
Creep (1993 წ.) ნაწყვეტი სიმღერიდან - ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
- ბრიტანული გამოცემა
- Creep – 3:55
- Lurgee – 3:07
- Inside My Head – 3:12
- Million Dollar Question – 3:18
- აუდიოკასეტა
- Creep – 3:56
- Faithless, the Wonder Boy
- 1993 წლის ბრიტანული გამოცემა
- Creep (ალბომის ვერსია) – 3:58
- Yes I Am – 4:25
- Blow Out (რემიქსი) -
- Inside My Head (ცოცხალი) – 3:07
- 1993 წლის მეორე ბრიტანული გამოცემა
- Creep (აკუსტიკური) – 4:19
- You (ცოცხალი) - 3:39
- Vegetable (ცოცხალი) - 3:07
- Killer Cars (ცოცხალი, იაპონია) - 2:17
ვერსიები[რედაქტირება]
- სტუდიური
- გამოიცა სინგლის სახით 1992 წელს
- Radio 1 Evening sessions 1992
- Pop is Dead
- Itch
- My Iron Lung
- ცოცხალი შესრულება სხვადასხვა კონცერტებზე 1993-97, 2001-2004 წლებში.
ვიდეო[რედაქტირება]
- 1992 პრომო
- МТV Beach party, 1993
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||