Colgate-Palmolive
| კოლგეიტ-პალმოლივი Colgate-Palmolive |
|
|---|---|
| ტიპი: | სახალხო კომპანია |
| დაფუძნდა: | 1806 |
| დამაარსებელი: | უილიამ კოლგეიტი |
| მდებარეობა: | ნიუ-იორკი, აშშ |
| წამყვანი: | იან კუკი (გენ. დირექტორი) |
| დარგი: | პირადი ჰიგიენის პრდუქტები |
| პროდუქცია: | საპონი დეტერგენტი |
| ბრუნვა: | $15.3 მლრდ. (2009 წელი) |
| სუფთა მოგება: | 2.29 მლრდ. (2009 წელი) |
| თანამშრომელი: | 36,002 |
| ვებ-გვერდი: | ოფიციალური ვებ-გვერდი |
კოლგეიტ-პალმოლივი (ინგლ. Colgate-Palmolive) — ამერიკული ტრანსნაციონალური დივერსიფიკაციული კორპორაცია, რომელიც ამზადებს საოჯახო ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქციას: საპონს, დეტერგენტებს და პირის ღრუსათვის განკუთვნილ საშუალებებს. ფართოდ არის ცნობილი ამ კომპანიის კბილის პასტა და კბილის ჯაგრისი. კომპანია დაკავებულია ასევე ვეტერინარული პროდუქციის წარმოებით. კომპანიის ოფისები განლაგებულია პარკ-ავენიუში, მანჰეტენის ცენტრში (ნიუ-იორკი, აშშ).
ისტორია [რედაქტირება]
1806 წელს უილიამ კოლგეიტმა დააარსა კომპანია სახელწოდებით William Colgate & Company. მომდევნო წლებში კომპანიამ არაერთხელ შეიცვალა სახელწოდება. 1833 წელს უილიამ კოლგეიტმა გადაიტანა გულის შეტევა, რის შემდეგ კომპანიამ გარკვეული დროით შეწყვიტა პროდუქციის წარმოება. 1840-იან წწ. კომპანიამ დაიწყო ასაწონი საპნის გაყიდვა. 1857 წელს უილიამ კოლგეიტი გარდაიცვალა, რის შემდეგ კომპანია გარდაიქმნა „Colgate & Company“. კომპანია ჩაიბარა უილიამ კოლგეიტის შვილმა – სამუელ კოლგეიტმა, რომელსაც არ სურდა ბიზნესის გაგრძელება.
1872 წელს კომპანიამ წარადგინა არომატული საპონი. 1873 წელს პირველად წარადგინა კბილის პასტა. 1896 წელს Colgate დაიქირავა მარტინ იტნერმა, რომლის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა პირველი გამოყენებითი კვლევითი ლაბორატორიები.[1] 1908 წელს დაიწყო მასიურად კბილის პასტის წარმოება.
1953 წლიდან ატარებს სახელწოდებას Colgate-Palmolive Company.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ edited by Maxine N. Lurie, Marc Mappen. “Encyclopedia of New Jersey“, Rutgers University. წაკითხვის თარიღი: January 3, 2011.
| ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |