Cobalt (კომპიუტერული თამაში)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| Cobalt | |
|---|---|
| ჟანრი: | მოქმედებითი |
| დეველოპერ(ებ)ი: | Oxeye Game Studio |
| გამომცემელი: | Mojang AB |
| ვერსია: | v102 Alpha |
| რეჟიმ(ებ)ი: | ერთმომხმარებლიანი, მრავალმომხმარებლიანი |
| პლატფორმ(ებ)ი: | PC (ჯერჯერობით) |
Cobalt — მოქმედებითი თამაში, რომელიც შექმნა Oxeye Game Studio-მ და გამოაქვეყნა Mojang AB-მა. თამაში ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია, თუმცა არსებობს წინასწარი ვერსია, რომლის გადმოწერა უკვე შესაძლებელია.
ამ თამაშს აქვს რამდენიმე სათამაშო რეჟიმი - დაიპყარი ჩამრთველი (იგივე ორდროშობანა), თამაში სიკვდილზე, გადარჩენა და კამპანია. თამაშზე მიდის სხვადასხვა კონტროლერი (მაგალითად Xbox 360-ის ჯოისტიკი). ასევე თამაშში შეიძლება დონეების შექმნა, ანუ მოთამაშეს შეეძლება შექმნას საკუთარი რუკა.