Changes (ტუპაკის სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Changes“
სინგლი  - ტუპაკ შაკური
ალბომიდან Greatest HitsGreatest Hits
გამოსვლის თარიღი 13 ოქტომბერი, 1998
ფორმატი CD, აუდიოკასეტა, 7", 12"
ჩაიწერა 1992-1996
ჟანრი პოლიტიკური ჰიპ-ჰოპი
ხანგრძლივობა 4:30
ლეიბლი Interscope, Amaru, Death Row
სიმღერის ავტორი ტუპაკ შაკური, დეონ ევანსი, ბრიუს ჰორნსბი[1]
პროდიუსერი პი ვი
ტუპაკ შაკური - სინგლების ქრონოლოგია
"Do for Love"
(1998)
"Changes"
(1998)
"Unconditional Love"
(1999)

Changes — რეპერ ტუპაკ შაკურის სინგლი ჰიტ-სიმღერების კრებულიდან Greatest Hits. როგორც კრებული, ასევე სინგლი გამოცემული იქნა 1998 წელს. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ის ნაწილი, სადაც ჟღერს ტუპაკის რეპ-ვოკალი, აღებულია მისი სხვა სტუდიური ჩანაწერებიდან (მაგალითად, სიმღერიდან "I Wonder If Heaven Got a Ghetto"), ბრიუს ჰორნსბის 1986 წლის ცნობილი სიმღერის "The Way It Is" არანჟირებების გამოყენებით პროდიუსერებმა შეადგინეს ჩანაწერი, რომელმაც 1998 წელს უდიდესი პოპულარობა იქონია.

სიმღერის ცნობილი მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია კრის ჰეფნერი. მასში გამოყენებულია ტუპაკის სხვა ვიდეოკლიპების ნაწყვეტები და ბევრი ფოტოსურათი, რომელიც მანამდე ცოტას თუ ჰქონდა ნანახი. 1999 წელს გამოვიდა ნოტორიოს ბიაიჯის სიმღერის Dead Wrong მუსიკალური ვიდეო, გადაღებული მსგავს სტილში.

"Changes" ნომინირებული იყო გრემის 2000 წლის ჯილდოზე კატეგორიაში ’საუკეთესო რეპ-სოლო შესრულება’. დღემდე იგი რჩება ტუპაკის ერთადერთ სიმღერად, რომელიც გამოვიდა მისი მკვლელობის შემდეგ და საერთოდ წარდგენილი იქნა ამ კატეგორიაში.

ჰიუი, რომელსაც რეპერი ახსენებს სიმღერაში ("two shots in the dark, now Huey's dead") არის ჰიუი პი ნიუტონი, შავი პანტერის პარტიის დამაარსებელი (ტუპაკის დედა, აფინი შაკური ამ პარტიის წევრი იყო).

2009 წლის დეკემბერში ვატიკანის წარმომადგენლობამ "Changes" შეიტანა ’ვატიკანის MySpace სიაში’, სადაც შეტანილია ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებიც, როგორიც არის მოცარტი, მოცარტის დონ ჯოვანი და მიუზის Uprising.

სიმღერები[რედაქტირება]

  • სინგლის ვერსია - 4:29
  • ალბომის ვერსია - 4:29
  • ინსტრუმენტული ვერსია - 4:10

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Ascap entry for song ASCAP, accessed May 1, 2011