Celebration Day (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან Celebration Day (ვიდეო))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Celebration Day

ფილმის ოფიციალური პოსტერი
რეჟისორი დიკ კარაზერსი
მუსიკა ლედ ზეპელინი
კინოსტუდია Three P Films Limited
დისტრიბუტორი Omniverse Vision
გამოსვლის თარიღი
  • 17 ოქტომბერი 2012 (2012-10-17)
ხანგრძლივობა 124:00
ქვეყანა ბრიტანეთი
ენა ინგლისური
შემოსავალი 2 მილიონი აშშ დოლარი [1]
Celebration Day
ცოცხალი ალბომი - ლედ ზეპელინი
გამოცემის თარიღი 19 ნოემბერი 2012 (2012-11-19)
ჩაწერის თარიღი 10 დეკემბერი 2007, აჰმეტ ერტეგუნისადმი მიძღვნილი კონცერტი 2007, The O2, ლონდონი, ინგლისი, ბრიტანეთი
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 115:35
ენა ინგლისური
ლეიბლი Atlantic და Swan Song
პროდიუსერი ჯიმი პეიჯი
ლედ ზეპელინი - ქრონოლოგია
Definitive Collection
(2008)
Celebration Day
(2012)

Celebration Day — ჯგუფ ლედ ზეპელინის საკონცერტო ფილმი, რომელიც გადაღებული იქნა 2007 წლის 10 დეკემბერს, ლონდონის დარბაზში O2. იგი გამოიცა ვიდეოფორმატებში 2012 წლის 19 ნოემბერს. 17 ოქტომბრიდან ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა. იგი ასევე გამოვიდა ცოცხალი ალბომის სახით.

გამოსვლა და ჩაწერა[რედაქტირება]

2007 წელს ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა აჰმეტ ერტეგუნის, ლეიბლის Atlantic Records დირექტორის ხსოვნას. ამ კონცერტისათვის ჯგუფის დარჩენილი სამი წევრი გაერთიანდა ჯონ ბონემის შვილ ჯეისონ ბონემთან. მიუხედავად იმისა, რომ მასალა იწერებოდა, ფილმი ან ალბომი ამ ჩანაწერით არ გამოცემულა.

2012 წლის სექტემბერში ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში ადმინისტრაციამ დაიწყო ციფრების გამოქვეყნება, რომლებიც აღებული იქნა ჯგუფის სხვადასხვა ალბომიდან. ყოველდღე ქვეყნდებოდა თითო სურათი, დაწყებული ციფრიდან 5. 2012 წლის 13 სექტემბერს იმავე გვერდზე გამოქვეყნდა როგორც ფილმის პოსტერის ნაწყვეტი, ასევე ვიდეოს სარეკლამო ტრეილერი.

სიმღერების სია[რედაქტირება]

სეტი
  1. Good Times Bad Times (ჯონ ბონემი, ჯონ პოლ ჯონსი და ჯიმი პეიჯი) – 3:12
  2. Ramble On (პეიჯი და რობერტ პლანტი) – 5:45
  3. Black Dog (ჯონსი, პეიჯი, პლანტი) – 5:53
  4. In My Time of Dying (ბონემი, ჯონსი, პეიჯი, პლანტი) – 11:11
  5. For Your Life (პეიჯი და პლანტი) – 6:40
  6. Trampled Under Foot (ჯონსი, პეიჯი, პლანტი) – 6:20
  7. Nobody's Fault but Mine (პეიჯი და პლანტი) – 6:44
  8. No Quarter (ჯონსი, პეიჯი, პლანტი) – 9:22
  9. Since I've Been Loving You (ჯონსი, პეიჯი, პლანტი) – 7:52
  10. Dazed and Confused (პეიჯი; ჯეიკ ჰოლმსის შთაგონებით) – 11:44
  11. Stairway to Heaven (პეიჯი და პლანტი) – 8:49
  12. The Song Remains the Same (პეიჯი და პლანტი) – 5:47
  13. Misty Mountain Hop (ჯონსი, პეიჯი, პლანტი) – 5:08
  14. Kashmir (ბონემი, პეიჯი, პლანტი) – 9:07
პირველი ბისი
  1. Whole Lotta Love (ბონემი, უილი დიქსონი, ჯონსი, პეიჯი და პლანტი) – 7:26
მეორე ბისი
  1. Rock and Roll (ბონემი, ჯონსი, პეიჯი, პლანტი) – 4:35
ვიდეოს დამატებები
  • შეპერტონის რეპეტიცია
  • BBC-ს კადრები

შეფასება[რედაქტირება]

ალბომი[რედაქტირება]

 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic 81% (შვიდი მიმოხილვა)[2]
ქულები
წყარო რეიტინგი

კრიტიკოსებისგან ალბომმა ძირითადად დადებითი შეფასები მიიღო. მიმოხილვათა აგრეგატორ Metacritic-ზე მას აქვს საერთო მიმოხილვებზე დაფუძნებული 81%, რაც „უნივერსალურ აღიარებას“ ნიშნავს.

Billboard 200-ში ალბომი გამოსვლისას მეცხრე ადგილზე მოხვდა.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]