Carnival Fantasy

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Carnival fantasy
გემბანი

Carnival Fantasyსაკრუიზო გემი, რომელსაც ფლობს კომპანია Carnival Cruise Lines, წამყვანი გემი Fantasy class-ის საკრუიზო გემებს შორის. ამჟამად ის კარნივალის ფლოტში ყველაზე ძველია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Carnival Fantasy მომსახურებაში 1990 წელს შევიდა.[1] 2008 წელს იგი გაფუჭდა და ერთი თვე მშრალ დოკზე (გემების სარემონტო ადგილი ხმელეთზე) გაატარა. ის მესამე გემი იყო Carnival Inspiration-ისა და Carnival Imagination-ის შემდეგ, რომელმაც სრული განახლება გაიარა.[2] აგებულია 1990 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში.

სერვისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Carnival Fantasy-ს თავდაპირველი მშობლიური პორტი იყო მაიამი, რა დროისთვისაც ის პირველი იყო, რომელიც მაიამიდან ბაჰამის კუნძულების მიმართულებით 3-4 დღიან კრუიზებს ასრულებდა. 1993 წელს მან პორტ-კანავერალში გადაინაცვლა და პირველი „მეგა-გემი“ გახდა, რომელმაც ბინა ამ პორტში დაიდო. 2006 წელს Carnival Fantasy დაზიანდა და კარნივალის პირველი გემი გახდა, რომლის მშობლიური პორტიც ქარიშხალ კატრინას შემდეგ ლუიზიანის ქალაქი ახალი ორლეანი გახდა. აქედან მან მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულის სიახლოვეს მდებარე კუნძულ კოსუმელისა და კოსტა-მაიასკენ დაიწყო 4-5 დღიან კრუიზებში სიარული.

2009 წლის 17 სექტემბერს, კარნივალმა განცხადება გაავრცელა, რომ Carnival Fantasy ბინას ალაბამის ქალაქ მობილის პორტში დაიდებდა და გემ Grand Holiday-ს ჩაანაცვლებდა,[3] სანამ ამ ქალაქში ასევე ოპერირებდა გემი Carnival Elation.

ამჟამად იგი მთელი წლის განმავლობაში დაცურავს, ხუთ და შვიდ-ღამიან კრუიზებში სამხრეთ კაროლინას ქალაქ ჩარლსტონიდან. ხუთღამიანი კრუიზები სრულდება ბაჰამაში — ნასაუსა და ფრიპორტის მიმართულებით, შვიდღამიანი კი გრანდ-ტურკის კუნძულის, პატარა სან-სალვადორის კუნძულისა და ნასაუს მიმართულებით.[4]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sloan, Gene. „Most Popular“. USA Today.
  2. Carnival Cruise Lines - News Release
  3. Kaija Wilkinson. (18 August 2008) Carnival's Fantasy cruise ship coming to Mobile. Press-Register. al.com. ციტირების თარიღი: 2008-08-18.
  4. Cruise Deals, Discount Cruises, and Cruise Vacations | Carnival Cruise Lines. Carnival.com. ციტირების თარიღი: 2012-03-12.