Canadian Light Rail Vehicle
Canadian Light Rail Vehicle (CLRV) — კანადური მსუბუქი სარელსო სატრანსპორტო საშუალება, ტრამვაის ვაგონის ტიპი, რომელსაც იყენებს ტორონტოს სატრანსპორტო კომიტეტი კანადაში, ტორონტოში. პირველი ათი ვაგონი SIG-ის მიერ შვეიცარიაში, ციურიხში აიგო და Urban Transportation Development Corporation-ის (UTDC,_ამჟამად Bombardier-ი) მიერ ნიმუშად გამოიყენებოდა, ხოლო ყველა დანარჩენი ვაგონი კანადაშია აგებული. იგი წარმოადგენს ტორონტოს ტრამვაის ქსელისთვის შექმნილი ტრამვაის ვაგონის პირველად ტიპს და ALRV-ისთან ერთად დღემდე გამოიყენება. ეს ვაგონები აღჭურვილია კომპანია Westinghouse Air Brake Company-ის წარმოების პნევმატური მუხრუჭებით.
1980 წელს სამი ვაგონი (№ 4027, 4029 და 4031) მასაჩუსეტსის ტრანსპორტის სამმართველომ (MBTA) იქირავა და გამოცადა. ამ დროის განმავლობაში ორი ვაგონი დროგამოშვებით წყვილად გადაბმული მუშაობდა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტექნიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სიგრძე: 15მ
- წონა: 22,685ტ
- კარების რაოდენობა: 2
- ლიანდაგის სიგანე: 1495მმ
- მაქსიმალური სიჩქარე: 110 კმ/სთ
- აჩქარება: 1,47 მ/წმ2
- შენელება: 1,6 მ/წმ2
- შენელება სწრაფი დამუხრუჭებისას: 3,46 მ/წმ2
- ჯამური სიმძლავრე: 2x136 kW
- ძაბვა: 600V