Cadillac
| კადილაკი Cadillac |
|
|---|---|
| დაფუძნდა: | 1902 |
| მდებარეობა: | დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ |
| წამყვანი: | ჰენრი მ. ლენანდი |
| დარგი: | ავტომობილები, ველოსიპედები |
| თანამშრომელი: | ჯენერალ მოტორსი |
| ვებ-გვერდი: | cadillac.com |
კადილაკი (ინგლ. Cadillac) — ჯენერალ მოტორსის მფლობელობაში არსებული ამერიკული ბრენდი. მისი ნაწარმები იყედება 50 ქვეყანაში, ყველაზე მასშტაბურად კი აშშ-სა და კანადაში.
ისტორია [რედაქტირება]
ამ ცნობილი მარკის დაარსების თარიღად 1902 წელს ასახელებენ, რომელმაც 17-ე საუკუნეში მოღვაწე ფრანგი მეცნიერის სერჟ კადილაკის სახელი ეწოდა. კომპანიამ დამოუკიდებლად მხოლოდ 1918 წლამდე იარსება. შემდეგ კი იგი უდიდეს ამერიკულ საავტომობილო კონცერნ „ჯენერალ მოტორსს“ შეუერთდა და იქ მისთვის შესაფერისი ადგილიც დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ „კადილაკია“ პირველი მყარსახურავიანი ავტომობილის წინამორბედი და შემქმნელი. „კადილაკი“ დღემდე განაგრძობს ხალხის განცვიფრებას. მისი სახელი „უმაღლესი ხარისხის“ სინონიმადაც კი მოჰყავთ, რაც შეეხება კომპანიის სლოგანს, ის ასე ჟღერს: „ცხოვრება, თავისუფლება და პაექრობა“. ამ მარკის გაყიდვების უდიდესი ნაწილი ამერიკასა და კანადაში ხდებოდა, თუმცა ბოლო წლების მონაცემებით მათ არც ევროპელები ჩამორჩებიან. კადილაკი ამერიკის ყველა პრეზიდენტს ემსახურებოდა. მისი მფლობელები იყვნენ ცნობილი მსახიობები და მომღერლები.
წყარო [რედაქტირება]
- AUTO მოტივი - 2008 წელი N5
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Cadillac.com — ოფიციალური საიტი
- Cadillac.GM.ca — ოფიციალური საიტი კანადაში
- CadillacEurope.com — ოფიციალური საიტი ევროპაში
- კადილაკ ავსტრალია — ოფიციალური საიტი ავსტრალიაში
- კადილაკის მძღოლების ლოგი — ოფიციალური ბლოგი კადილაკის ინჟინერებისგან
- The CadillacFAQ — ვებ-საიტი, რეგისტრაცია, სურათები კადილაკის მფლობელებისთვის
- Caddy500.com — კადილაკის ფორუმი