Broken China

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Broken China
ალბომის Broken China ყდა
Broken China
გამოცემის თარიღი 26 ნოემბერი 1996 (ბრიტანეთი)
25 მარტი, 1997 (აშშ)
ჩაწერის თარიღი 1996
ჟანრი ნიუ ეიჯი
ემბიენტი
პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 59:34
ლეიბლი EMI (ბრიტანეთი)
Guardian Records (აშშ)
პროდიუსერი რიჩარდ რაიტი
ენტომი მური
ლორი ლეთემი (თანაპროდიუსერი)
ქრონოლოგია: რიჩარდ რაიტი
Identity
(1984)
Broken China
(1996)


 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars[1]

Broken China (ინგლ. დამსხვრეული ფაიფური) — რიჩარდ რაიტის მესამე სოლო-ალბომი, რომელიც გამოვიდა 1996 წელს.

ისტორია[რედაქტირება]

ალბომს ერთგვარი წინაისტორია აქვს: რაიტის მეუღლემ ბავშვობაში გადაიტანა კლინიკური დეპრესია. სწორედ ამ თემაზეა დაფუძნებული ალბომი, რომელიც პირობითად იყოფა ოთხ ნაწილად. სამ სიმღერაში (შესავალში, Reaching for the Rail და Breakthrough-ში) მღერის შინეიდ ო’კონორი. სიმღერების ერთი ნაწილი ინსტრუმენტალულია, ხოლო მეორე ნახევარს მიჰყვება რაიტის ვოკალი. დისკი ჩაწერილ იქნა რაიტის პირად სტუდიაში, საფრანგეთში.

ალბომის გამოსვლამდე გაკეთებულ ადრინდელ კომენტარებში რაიტმა უბრალოდ განაცხადა, რომ იგი არის „ახლო მეგობარზე, რომელიც დეპრესიიდან გამოდის. მაგრამ მე არ მსურს, რომ იფიქრონ, თითქოს მას ვიყენებდი ალბომის პრომოუშენის მიზნით. ამიტომაც, თავდაპირველად არ მსურდა მისი აღნიშვნა“.

ალბომის სიმღერების ტექსტები ეკუთვნის ენტონი მურს, რომელიც მუშაობდა ალბომის A Momentary Lapse of Reason ტექსტებზე. ყდის დიზაინის ავტორები არიან სტორმ თორგერსონი და პიტერ კარზონი.[2]

DVD დისკზე David Gilmour in Concert შეტანილია სიმღერის Breakthrough საკონცერტო შესრულება. ეს არის ერთადერთი სიმღერა ალბომიდან Broken China, რომელიც ცოცხლად შესრულდა.

ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით ასევე გამოიცა ორი სინგლი, კომპოზიციების რემიქსებით.

სიმღერების სია[რედაქტირება]

  1. Breaking Water (რაიტი/ენტონი მური) – 2:28
  2. Night of a Thousand Furry Toys (რაიტი/მური) – 4:22
  3. Hidden Fear (რაიტი/ჯერი გორდონი) – 3:28
  4. Runaway (მური) – 4:00
  5. Unfair Ground (რაიტი) – 2:21
  6. Satellite (რაიტი) – 4:06
  7. Woman of Custom (მური) – 3:44
  8. Interlude (რაიტი) – 1:16
  9. Black Cloud (რაიტი) – 3:19
  10. Far from the Harbour Wall (რაიტი/მური) – 6:19
  11. Drowning (რაიტი) – 1:38
  12. Reaching for the Rail (რაიტი/მური) – 6:30
  13. Blue Room in Venice (რაიტი/გორდონი) – 2:47
  14. Sweet July (რაიტი) – 4:13
  15. Along the Shoreline (რაიტი/მური) – 4:36
  16. Breakthrough (რაიტი/მური) – 4:19

სინგლები რემიქსებით[რედაქტირება]

The Orb-ს რემიქსები[რედაქტირება]

  1. Night of a Thousand Furry Toys – 8:31
  2. Runaway – 7:04
  3. Runaway – 7:01

Runaway (The Orb)[რედაქტირება]

  1. Runaway - 13:42
  2. Runaway - 13:38

პერსონალი[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Broken_China&oldid=2594883“-დან