Brenda's Got a Baby

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Brenda's Got a Baby“
Brenda's Got a Baby გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - ტუპაკ შაკური
ალბომიდან 2Pacalypse Now
გამოსვლის თარიღი 9 ოქტომბერი, 1991
ფორმატი 12 სინგლი
ჩაიწერა 1990
ჟანრი პოლიტიკური ჰიპ-ჰოპი
ხანგრძლივობა 3:55
ლეიბლი Interscope
პროდიუსერი The Underground Railroad
ტუპაკ შაკური - სინგლების ქრონოლოგია
Brenda's Got a Baby
(1991)
If My Homie Calls
(1991)

Brenda's Got a Baby — რეპერ ტუპაკ შაკურის სინგლი[1], ალბომიდან 2Pacalypse Now. იგი გამოვიდა 1991 წლის 9 ოქტომბერს. სიმღერაში ჟღერს დეივ ჰოლისტერის ვოკალიც.

სიმღერა აგებულია 12 წლის გოგონა ბრენდას ისტორიაზე, რომელიც ცხოვრობს გეტოში და ჰყავს შვილი, რომელსაც ვერ უვლის. სიმღერაში ტუპაკი შეეხო მოზარდების ფეხმძიმობის თემას და მის გავლენას ოჯახების ცხოვრებაზე.

სიმღერა დაიწერა მაშინ, როდესაც ტუპაკმა გაზეთში ამოიკითხა 12 წლის გოგონაზე, რომელიც ინცესტის მსხვერპლი გახდა და დაფეხმძიმდა. მას არ სურდა ბავშვის მოვლა, ამიტომ იგი სანაგვე ურნაში გადააგდო.

სიმღერების სია[რედაქტირება]

12" სინგლი
  1. If My Homie Calls - 4:18
  2. Brenda's Got A Baby (რადიო მიქსი) - 3:48
  3. If My Homie Calls (ინსტრუმენტული) - 4:18
  4. If My Homie Calls (ინსტრუმენტული) - 3:53
CD, პრომო
  1. Brenda's Got A Baby (ალბომის ვერსია) - 3:53
  2. If My Homie Calls (ალბომის ვერსია) - 4:18
  3. If My Homie Calls (ინსტრუმენტული) - 4:18

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://www.discogs.com/2Pac-Brendas-Got-A-Baby/release/1323681