Botanicula
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| Botanicula | |
|---|---|
| ჟანრი: | Point-and-click სათავგადასავლო |
| დეველოპერ(ებ)ი: | Amanita Design |
| თარიღი: | 19 აპრილი, 2012 |
| რეჟიმ(ებ)ი: | ერთმომხმარებლიანი |
| პლატფორმ(ებ)ი: | PC, Mac OS X, Linux |
Botanicula — Point-and-click სათავგადასავლო კომპიუტერული თამაში, რომელიც შექმნა სტუდია Amanita Design-მა. თამაში არის განთვსებული შემდეგ პლატფორმებზე: Microsoft Windows, Mac OS X და Linux.
სიუჟეტი [რედაქტირება]
თამაში გვიამბობს ხუთ ხეზე მცხოვრებ არსებაზე, რომლებიც ცდილობენ გადაარჩინონ ხის უკანასკნელი თესლი ობობისმაგვარ არსებებისაგან, რომლებიც ხეებს ანადგურებენ (არიან პარაზიტები). არსებობს თამაშის დასასრულის რამდენიმე ვარიანტი.
თამაშის პროცესი [რედაქტირება]
როგორც Amanita Design-ის წინა თამაშებში, ამ თამაშში არის ასევე მსგავსი სქემა, ამის გარდა თამაშში არის 5 პერსონაჟი. მოთამაშემ უნდა გადაჭრას რთული თავსატეხები და იპოვოს ნივთები, რომელიც სიუჟეტის გაგრძელებაში დაეხმარება. პერსონაჟებს შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ სხვა არსებებზე, უკვე გაცნობილი არსებები იწერება ბარათების სახით.