Blur (ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Blur)
Blur

ჯგუფი 2023 წელს. მარცხნიდან: გრემ კოქსონი, დეიმონ ოლბარნი, დეივ რაუნტრი, ალექს ჯეიმზი
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი
ბრიტპოპი
ინდი როკი
აქტიური 1989–2003
2009–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Food
Parlophone
Virgin (ინგლისი)
SBK (აშშ)
წევრები დემონ ოლბარნი
დეივ რაუნტრი
ალექს ჯეიმსი
გრემ კოქსონი
საიტი www.blur.co.uk
Blur ვიკისაწყობში

Blur — ინგლისური როკ ჯგუფი. იგი ჩამოყალიბდა 1989 წელს და ატარებდა სახელს Seymour. ჯგუფის წევრები არიან: დეიმონ ოლბარნი (ვოკალი), გრემ კოქსონი (გიტარა), ალექს ჯეიმზი (ბას გიტარა) და დეივ რაუნტრი (დასარტყმელი საკრავები). ჯგუფის სადებიუტო ალბომი Leisure (1991) ჟანრების Madchester და shoegazing ელემენტებს ითავსებს. შემდგომში ჯგუფის სტილმა განიცადა სხვა ცნობილი კოლექტივების (პინკ ფლოიდი, The Kinks, The Who, The Beatles, XTC) გავლენა, რაც შეიმჩნევა ალბომებზე Modern Life Is Rubbish (1993), Parklife (1994) და The Great Escape (1995). ჟანრ ბრიტპოპის პოპულარიზაციას როგორც წესი, სხვა მუსიკოსებთან ერთად Blur-ს მიაწერენ. მან ბრიტანეთში დიდი წარმატება მოიპოვა და მნიშვნელოვან კონკურენციას უწევდა ჯგუფს Oasis. ამ მოვლენას „ბრიტპოპის ბრძოლა“ ეწოდა.

შემდეგი ალბომის, Blur ჩაწერისას ჯგუფი იყენებდა განსხვავებულ მუსიკალურ ელემენტებს, როგორიც იყო ამერიკული ინდი როკ ჯგუფები მუსიკა. აშშ-ში ოთხეულს მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა სინგლმა „Song 2“, იმავე ალბომიდან. შემდეგ ალბომზე, 13 (1999) ჯგუფის წევრები ელექტრონული მუსიკის შთაგონებით ახალ ცდებს ატარებდნენ. ოლბარნი, რომელიც სიმღერების ტექსტების ავტორი იყო, სულ უფრო და უფრო პირადულ ტექსტებს წერდა. 2002 წლის მაისში მეშვიდე სტუდიური ალბომის Think Tank ჩაწერისას კოქსონმა ჯგუფი დატოვა. ალბომი 2003 წელს გამოიცა. მასში შეიმჩნევა ელექტრონული ჟღერადობა და უფრო გიტარის უფრო მინიმალისტური ნამუშევარი. ალბომით აღინიშნა ოლბარნის მზარდი ინტერესი ჰიპ ჰოპისა და აფრიკული მუსიკისადმი. 2003 წელს კოქსონის გარეშე გამართული ტურნეს შემდეგ ჯგუფს სტუდიაში ან საკონცერტო გამოსვლებით არ უმუშავია, ვინაიდან მისი წევრები სხვა პროექტებში მონაწილეობდნენ. 2009 წელს ისინი კვლავ გაერთიანდნენ, კოქსონთან ერთად, წარმატებული საკონცერტო გამოსვლების სერიისთვის.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]