Atom Heart Mother (სიუიტა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Atom Heart Mother“
სიმღერა, შემსრულებელი პინკ ფლოიდი
ალბომი Atom Heart Mother
გამოსვლის თარიღი 10 ოქტომბერი, 1970
ჩაიწერა მარტი, აპრილი, ივნისი, 1970, ები-როუდი, ლონდონი
ჟანრი პროგრესული როკი, ფსიქოდელიური როკი, სიმფონიური როკი
ხანგრძლივობა 23:44
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
ავტორი პინკ ფლოიდი, რონ გისინი
Atom Heart Mother სიმღერების სია

Atom Heart Mother — ჯგუფ პინკ ფლოიდის მუსიკალური სიუიტა, რომელიც შედგება ექვსი ნაწილისგან. მისი თანაავტორია რონ გისინი[1]. კომპოზიცია პირველად შეტანილი იქნა ჯგუფის ალბომში Atom Heart Mother, 1970 წელს. ხანგრძლივობით იგი იკავებდა გრამფირფიტის ერთ მხარეს. ეს არის პინკ ფლოიდის ყველაზე ხანგრძლივი პიესა, კომპოზიციის Shine On You Crazy Diamond, რომელიც მასზე უფრო ხანგრძლივია, მაგრამ ალბომზე იყოფა ორ ნაწილად.

კომპოზიის ჩაწერა დაიწყო დასარტყამი ინსტრუმენტების და ბას-გიტარის პარტიებით. მთელ კომპოზიციას თავდაპირველად ერთი რითმი მისდევდა. როდესაც დევიდ გილმორმა პირველად მოისმინა კომპოზიციის სამუშაო ვერსია, რათა გიტარის სოლო-პარტია დაემატებინა, მან აღნიშნა, რომ კომპოზიცია ჟღერდა, როგორც თემა არარსებული ვესტერნიდან.

„Atom Heart Mother“ იყო ჯგუფის შემოქმედებიდან უკანასკნელი კომპოზიცია, რომლის თანაავტორად მითითებული იყო სხვა მუსიკოსი (თუ არ ჩავთვლით კლერ ტორის წვლილს 1973 წლის კომპოზიციაში The Great Gig in the Sky).

ცოცხალი ვერსიები[რედაქტირება]

Atom Heart Mother სრულდებოდა ცოცხლად, 1970-1972 წლებში. თავდაპირველად კონცერტები იმართებოდა ორკესტრთან და გუნდთან ერთად, მოგვიანებით კი სრულდებოდა პიესის განსხვავებული ვერსია, ადაპტირებული ოთხი მუსიკოსისათვის. ასეთ შემთხვევაში გუნდის მაგივრად ვოკალურ პარტიებს დევიდ გილმორი ასრულებდა, ფალცეტოს სტილით.

გამოცემიდან 36 წლის შემდეგ, 2008 წლის 14 და 15 ივნისს კომპოზიცია ცოცხლად შესრულდა რონ გისინის, ორკესტრისა და გუნდის მიერ. მათთან ერთად ასევე გამოდიოდა იტალიური ჯგუფი Mun Floyd, რომელიც ასრულებს პინკ ფლოიდის სიმღერებს. გამოსვლის მეორე დღეს მათ გიტარის სოლოს შესრულებისას დევიდ გილმორიც შეუერთდა.

სხვა ფაქტები[რედაქტირება]

  • რეჟისორი სტენლი კუბრიკი 1971 წელს ცდილობდა ამ კომპოზიციის თაობაზე ჯგუფთან მოლაპარაკებას, რათა ის თავის ფილმში, „მექანიკური ფორთოხალი“ გამოეყენებინა, მაგრამ ჯგუფმა ამაზე უარი უთხრა. მიუხედავად ამისა, ფილმში მაინც მოხვდა სტუდიური ალბომის გამოსახულება (ის ჩანს თაროზე, მუსიკალურ მაღაზიაში). წლების შემდეგ როჯერ უოტერსს სურდა კუბრიკის ფილმის, „2001: კოსმოსური ოდისეა“ ფრაზების ალბომში Amused to Death გამოყენება, მაგრამ ამჯერად უარი უკვე რეჟისორისგან მიიღო.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus,. ISBN 0-7119-4301-X.