Aqualung (სიმღერა)
ვიკიპედიიდან
"Aqualung" არის ჯგუფ ჯეტრო ტალის კომპოზიცია ალბომიდან Aqualung. სიმღერის ავტორები არიან ჯგუფის ლიდერი იენ ანდერსონი და მისი ყოფილი მეუღლე ჯენი ფრენკსი. ორიგინალური ჩანაწერის ხანგრძლივობაა 6 წთ 32 წმ. ისევე, როგორც ჯგუფის სხვა სიმღერებში, აქაც მოთხრობილია უსახლკარო ადამიანის ისტორია.
1999 წლის ინტერვიუში ანდერსონი აღნიშნავს:
Aqualung არ იყო კონცეფტუალური ალბომი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ასე ჩათვალა. იდეა აღებულია ჩემი მეუღლის მიერ გადაღებული ფოტოგრაფიიდან, რომელზეც აღბეჭდილი იყო მაწანწალა ლონდონიდან. ძალიან შემეცოდა ისინი, მაგრამ მათ დანახვაზე ასევე ვგრძნობდი შიშს და დაუცველობას. და ვფიქრობ, ყველაფერი ეს შეერწყა უსახლკარო რომანტიულ პიროვნებას, რომელიც თავისუფალი სულის მატარებელია, მაგრამ არ შეუძლია საზოგადოებაში არსებულ წესებში ჩაჯდომა ასე რომ ამ ფოტოგრაფიის გავლენით დავიწყე სიმღერის ტექსტის წერა. მახსოვს ლოს-ანჯელესის სასტუმროში როგორ ვიჯექი, ვაწყობდი აკორდების სტრუქტურას სხვადასხვა კუპლეტისათვის. საკმაოდ დიდი წვალებით მიღებული აკორდებია, მაგრამ აქეთ-იქით უნდა გადაგესვა და სიმღერის უფრო მისაღები აკუსტიკური სექცია მიგეღო
პერსონაჟი ”აკვალანგი” მოგვიანებით ნახსენებია სიმღერაში "Cross-Eyed Mary", რომელიც ალბომის მეორე კომპოზიციაა.
ეს სიმღერა ასევე შეტანილია კომპიუტერულ თამაშში Rock Band 2.
VH1-ის მიერ სიმღერა დასახელდა 90-ე ადგილზე მძიმე როკის ჟანრის საუკეთესო კომპოზიციებში.

