Angelica archangelica

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიეკუთვნება ქოლგოსანთა ოჯახს – Apiaceaee (Umbelliferae). გამოიყენება: გამშრალი ფესურა ფესვებითურთ. სასაქონლო სახელწოდება: Radix Angelicae – ანგელოზას ფესვი. გამრავლება: კულტურიდან, მოყავთ უმთავრესად საფრანგეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. შემცველი ნივთიერებები და გამოყენება. ანგელოზას გააჩნია საჭმლის მონელების ხელშემწყობი, მადის აღმძვრელი, კრუნჩხვების მომხსნელი და შებერილობის საწინააღმდეგო მოქმედება. ძირი და თესლი გამოიყენება ლიქირის წარმოებაში, ღეროს ნაჭრებისაგან ადრე ამზადებდნენ ცუკატებს.

ეთერზეთის მინიმალური შემცველობა საჭიროა შეადგენ:დეს 0,3 პროცენტს და მშრალ ძირებში შეიძლება 1,0 პროცენტსაც მიაღწიოს, უწინარეს ყოვლისა აღსანიშნავია ფელანდრენი, ჰინენი და ლიმონენი). ნაყოფი შეიცავს 0,8-დან 1,5 პროცენტამდე ერეთზეთს და დაახლოებით 25 პროცენტ ცხიმოვან ზეთს. ამას გარდა, ანგელოზა შეიცავს კუმარინსა და 15 სხვადასხვა სახის ფურანოკუმარინს, ფისსა და ორგანულ მჟავებს.

მოყვანა. მოყვანის მიზნით გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ნედლი ან მაცივარში ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შენახული სათესლე მასალა, რადგან იგი ძალიან მალე კარგავს გაღივების უნარს. ღია გრუნტში თესვა ხორციელდება ზაფხულის ბოლოსთვის, მწკრივებს შორის მანძილი – 50 სმ, თესვის სიღრმე – 0,5–1,0 სმ, თესვის ნორმას შეადგენს 10-15 კგ ჰა. აღმოცენება გრძელდება 30-40 დღე; ამ დროს ნიადაგი მუდამ სველი უნდა იყოს.

პრაქტიკაში მიღებულია აგრეთვე, ჩითილების გამოყვანა გაზაფხულზე. დაახლოებით 60 დღის შემდეგ შესაძლებელია 50X40 სმ დაშორიშორებით. სარეველა მცენარეებთან ბრძოლის თვალსაზრისით ეფექტურია ბრძოლის აგროტექნიკური მეთოდი (თოხნა, მარგვლა).

დაავადებები და მავნებლები. დაავადებებიდან გვხვდება ფესვის სიდამპლე და ფუზარიოზი (Rhizoctonia და Fusarium). ჟანგა (Puccinia angelicae) იწვევს ფოთლებისა და ღეროების ფერის შეცვლას. შემდეგი დაავადებაა ცრუ ნაცარი (Plasmopara angelicae). მწერებიდან ბუგრი და ტალახის ტკიპა ამახინჯებს ქოლგას.

მოსავლის აღება და მოსავალი. თუ გამიზნულია მხოლოდ თესლის გამოყენება, მაშინ მოსავალი აიღება მეორე წლის აგვისტოდან მარცვალასაღები კომბაინით. ნარგავიდან ლეწვა თითქმის შეუძლებელია მწვანე ფოთლების გამო. შეძლებისდაგვარად, შესაძლებელია მესამე წლის შედგომი მოსავლის აღება.

თესლისა და ფესვების ერთდროული გამოყენება არაა რეკომენდებული, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში ფესვები ცუდი ხარისხისაა. იმისათვის, რომ მიღებული ინქეს განსაკუთრებით არომატული ფესვები, მცენარეებს გადაჭრიან თავებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მცენარეთა ყვავილობა.

ნედლი ძირების შესაძლო მოსავლიანობა შეადგენს 100–დან 150 ტონა/ჰა. (25–დან 40 ტონა/ჰა გამშრალი ძირები) და 10–დან 12 ტონამდე/ჰა თესლი.