Amusing Ourselves to Death

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Amusing Ourselves to Death: Public Discourse in the Age of Show Business
Amusinghkn.jpg
ავტორი

ნილ პოსტმენი

ენა

ინგლისური

თემა

მედიის ეკოლოგია

გამოცემის თარიღი

1985 (1985)

მედია

დაბეჭდილი, ელექტრონული წიგნი

გვერდი

208 (2005 წლის Penguin Books-ის ახალი გამოცემა რბილი ყდით)

ISBN

978-0143036531

Amusing Ourselves to Death: Public Discourse in the Age of Show Business (1985) — ნილ პოსტმენის წიგნი. მისი ტექსტი მომდინარეობს პოსტმენის დისკუსიიდან, რომელიც ავტორმა გამართა 1984 წელს, ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე. იგი მონაწილეობდა ჯორჯ ორუელის „1984“-ისა და თანამედროვე სამყაროს განხილვაში. წიგნის წარდგენისას პოსტმენი ამტკიცებდა, რომ თანამედროვე სამყარო უფრო კარგად არის ასახული ალდუს ჰაქსლის „ჩინებული ახალი მსოფლიო“, რომელშიც კაცობრიობა კონტროლდება გართობით და არა „1984“, რომელშიც კაცობრიობას აკონტროლებენ მთავრობები.

წიგნი გამოიცა რვა ენაზე და გაიყიდა 200.000 ასლის ოდენობით. 2005 წელს პოსტმენის შვილმა ენდრიუმ წიგნი ხელახლა გამოსცა. Amusing Ourselves to Death ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოცემას, რომელიც მედიის ეკოლოგიას მიმოიხილავს. [1]

1992 წელს როჯერ უოტერსის მიერ გამოიცა ალბომი Amused to Death, რომელიც ნაწილობრივ დაიწერა პოსტმენის წიგნის გავლენით. [2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]