All That You Can't Leave Behind
| All That You Can't Leave Behind | ||
| All That You Can't Leave Behind | ||
| გამოცემის თარიღი | 30 ოქტომბერი, 2000 | |
| ჩაწერის თარიღი | 1998–2000, დუბლინი (ირლანდია) და საფრანგეთი
|
|
| ჟანრი | როკ-მუსიკა | |
| ხანგრძლივობა | 49:25 | |
| ლეიბლი | Island, Interscope | |
| პროდიუსერი | დენიელ ლანუა, ბრაიან ინოუ | |
| ქრონოლოგია: U2 | ||
|---|---|---|
| Pop (1997) |
All That You Can't Leave Behind (2000) |
How to Dismantle an Atomic Bomb (2004) |
| სინგლები ალბომიდან All That You Can't Leave Behind | ||
|
||
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| საერთო შეფასება | |
| წყარო | რეიტინგი |
| Metacritic | (79/100) |
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
| Chicago Sun-Times | |
| Entertainment Weekly | A[3] |
| The Guardian | |
| Hot Press | (11/12)[5] |
| New Zealand Herald | |
| NME | (7/10)[7] |
| Pitchfork Media | (5.0/10)[8] |
| Q | |
| Rolling Stone | |
All That You Can't Leave Behind — ჯგუფ U2-ს მეათე სტუდიური ალბომი. ამ ალბომით ჯგუფი დაუბრუნდა მისთვის უფრო დამახასიათებელ ჟღერადობას, ალტერნატიული როკისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავის შემდეგ. All That You Can't Leave Behind კომერციულად წარმატებული დისკი იყო და გაიყიდა 12 მილიონი ასლის სახით. მან ჯგუფს მოუტანა შვიდი გრემი, ალბომისათვის და მისი სინგლებისათვის. თუმცა, მიუხედავად ამ წარმატებისა, ჯგუფის ალბომი The Unforgettable Fire კვლავ რჩება მათ ისტორიაში ჩარტებში ყველაზე მაღლა მდგომ დისკად.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
დენიელ ლანუასა და ბრაიან ინოსთან ერთად, ისევე როგორც ძველ დროს ჯგუფი დაუბრუნდა სტუდიას. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ 1990-იანი წლების ექსპერიმენტების შემდეგ თავის თავს დაბრუნებოდნენ. წინა ალბომის Pop მიმართ კრიტიკოსების რეაქცია უარყოფითი იყო, თუმცა მოყვარულებმა მაღალი შეფასება მისცეს მას. ახალი ალბომის სიმღერები პირველად წარდგენილი იქნა პარიზში, 2000 წლის 19 ოქტომბერს, 600 ადამიანის წინაშე, შემდეგ კი გამოიცა პირველი სინგლი, Beautiful Day. აშკარა იყო, რომ ჯგუფმა უარი თქვა ელექტრონულ ექსპერიმენტებზე.
კრიტიკოსები და მოყვარულები ახალ დისკს საკმაოდ თბილი სიტყვებით აფასებდნენ. მათმა ნაწილმა მას ჯგუფის მესამე დიდი ალბომი უწოდა, The Joshua Tree და Achtung Baby-ს შემდეგ. იგი იქცა ჯგუფის რიგით მეოთხე ყველაზე გაყიდვად დისკად.
ტური [რედაქტირება]
საკონცერტო ტური Elevation დაიწყო 2001 წლის 24 მარტს და დასრულდა იმავე წლის 2 დეკემბერს. მთლიანად იგი შედგებოდა სამი ეტაპისგან და შეიცავდა 113 კონცერტს. ამან ჯგუფს მოუტანა 110 მილიონი დოლარი. სხვადასხვა ქალაქში U2 რამდენიმე კონცერტს მართავდა.
ყდა [რედაქტირება]
ალბომის გაფორმებაში გამოყენებულია აეროპორტის ფოტოსურათები. ისინი შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტში (პარიზი) გადაიღო ცნობილმა ფოტოგრაფმა ანტონ კორბეინმა. ვიდეოკლიპის Beautiful Day მცირე ნაწილი სწორედ აქ იქნა გადაღებული.
სიმღერების სია [რედაქტირება]
ყველა ტექსტის ავტორი — ბონო, ეჯი, მუსიკის ავტორი — U2.
| # | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
|---|---|---|
| 1. | Beautiful Day | 4:06 |
| 2. | Stuck in a Moment You Can't Get Out Of | 4:32 |
| 3. | Elevation | 3:45 |
| 4. | Walk On | 4:55 |
| 5. | Kite | 4:23 |
| 6. | In a Little While | 3:37 |
| 7. | Wild Honey | 3:37 |
| 8. | Peace on Earth | 4:46 |
| 9. | When I Look at the World | 4:15 |
| 10. | New York | 5:28 |
| 11. | Grace | 5:31 |
| ბრიტანეთი, ავსტრალია და იაპონია - დამატებითი სიმღერები | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | ტექსტის ავტორ(ებ)ი | მუსიკის ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა | |||||
| 12. | The Ground Beneath Her Feet | სალმან რუშდი | U2 | 3:44 | |||||
იაპონიაში, ავსტრალიაში და ბრიტანეთში დისკს დაემატა სიმღერა The Ground Beneath Her Feet. სხვადასხვა გამოცემას ასევე ახლდა დამატებითი დისკი სიმღერებით Always, Summer Rain და Big Girls are Best. იმავე პერიოდში გამოიცა ჯგუფის მცირე კრებული 7 (EP დისკი) ალბომის ყველა სინგლის B-გვერდით.
პერსონალი [რედაქტირება]
- ბონო – ვოკალი, გიტარა
- The Edge – გიტარა, კლავიშები, ვოკალი
- ადამ კლეიტონი – ბას გიტარა
- ლარი მალენი – დასარტყამები, პერკუსია
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Erlewine, Stephen Thomas. All That You Can't Leave Behind – U2. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2010-12-28.
- ↑ DeRogatis, Jim. “Yes, U2 can go home again“, 31 October 2000.
- ↑ Browne, David (3 November 2000). „Music Review: All That You Can't Leave Behind“. Entertainment Weekly (567). წაკითხვის თარიღი: 2010-12-28.
- ↑ Sweeting, Adam. “Pop CD of the Week: Time to get the leathers out“, 27 October 2000. წაკითხვის თარიღი: 2010-12-28.
- ↑ Murphy, Peter (26 October 2000). „One from the Heart“. Hot Press.
- ↑ Baillie, Russell. “Album review: All That You Can't Leave Behind“, 28 October 2000. წაკითხვის თარიღი: 2010-12-28.
- ↑ Long, April (28 October 2000). „Even Better Than the Surreal Thing!“. NME. წაკითხვის თარიღი: 2010-12-28.
- ↑ DiCrescenzo, Brent (2000-10-31). Album Reviews: U2: All That You Can't Leave Behind. Pitchfork Media. წაკითხვის თარიღი: 2011-08-17.
- ↑ Blake, Mark (2000-12). „U2: All That You Can't Leave Behind“. Q (171).
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
| წინამორბედი: Chocolate Starfish and the Hot Dog Flavored Water - ლიმპ ბიზკიტი |
#1 ალბომები (ავსტრალია) 6 ნოემბერი 2000 – 19 ნოემბერი 2000 |
შემდეგი: 1 - ბითლზი |
| წინამორბედი: Chocolate Starfish and the Hot Dog Flavored Water - ლიმპ ბიზკიტი |
#1 ალბომები (კანადა) 18 ნოემბერი 2000 – 25 ნოემბერი 2000 |
შემდეგი: 1 - ბითლზი |
| წინამორბედი: The Greatest Hits - Texas |
#1 ალბომები (ბრიტანეთი) 11 ნოემბერი 2000 – 17 ნოემბერი 2000 |
შემდეგი: Coast to Coast - Westlife |