Acta Sanctorum

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Acta Sanctorum (იანვრის ტომი, 1643 წელი)

Acta Sanctorum (წმინდანთა ქმედებები, წმინდანთა აქტები) — წმინდანთა ცხოვრებების მრავალტომური გამოცემა, რომელიც აგებულია რომაული მარტიროლოგის პრინციპით (ანუ წმინდანთა ხსენების დღეების მიხედვით). გამოცემას საფუძვლად დაედო ისტორიულ-კრიტიკული მეთოდი: ტექსტები იწერება ყველა ცნობილი წყაროს მიხედვით და თან ერთვით შესავალი და კომენტარები.

გამოცემის შექმნის აზრი დაებადა ბელგიელ იეზუიტ გერბერტ როსვეიდეს (1569-1629), მაგრამ პირველი, იანვრის ტომი დაიბეჭდა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ 1643 წელს. გამოცემა ხორციელდებოდა ანტვერპენში, მაგრამ შეჩერებულ იქნა საფრანგეთის რევოლუციის დროს. გამოცემის ბეჭდვა განახლდა 1845 წელს ბრიუსელში.

თავდაპირველად გამოცემას უნდა მოეცვა 18 ტომი, მაგრამ სამუშაოს მსვლელობისას გადაწყდა Acta Sanctorum-ის შემცვლელობის გაზრდა. დღეისთვის გამოცემულია 68 ტომი (ბოლო გამოიცა 1940 წელს).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]