A Hard Day's Night
| A Hard Day's Night | ||
| A Hard Day's Night | ||
| გამოცემის თარიღი | 10 ივლისი 1964 | |
| ჩაწერის თარიღი | ები-როუდისა და პატე მარკონის სტუდიები, 29 იანვარი 1964 – 3 ივნისი 1964 | |
| ჟანრი | პოპი | |
| ხანგრძლივობა | 30:45 | |
| ლეიბლი | Parlophone | |
| პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |
| ქრონოლოგია: ბითლზი | ||
|---|---|---|
| With The Beatles (1963) |
A hard day's night (1964) |
Beatles for Sale (1964) |
| სინგლები ალბომიდან A Hard Day's Night | ||
|
||
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
| Blender | |
| Pitchfork Media | (9.7/10) [3] |
| Q | |
| Consequence of Sound | |
| Sputnikmusic | |
| The Daily Telegraph | |
A Hard Day's Night (ინგლ. მძიმე დღის ღამე) — ჯგუფ ბითლზის მესამე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში, 1964 წლის 10 ივლისს. აშშ-ში მისი გამოცემა განხორციელდა იმავე წლის 26 ივნისს. მთლიანობაში, იგი ფილმისათვის „მძიმე დღის ღამე“ დაწერილი სიმღერების კრებულია. აშშ გამოცემა განსხვავდება ბრიტანული ვერსიისგან.
სექციების სია |
პირველი ორიგინალური ალბომი [რედაქტირება]
ალბომზე შეტანილი ყველა სიმღერა ბითლზის დაწერილია - განსხვავებით წინა დისკებისგან, სადაც ზოგიერთი სიმღერა უკვე ცნობილი ჰიტის გადამუშავებული ვერსია იყო.
ალბომისა და ფილმის სახელწოდება რინგო სტარის ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა სხვადასხვა წყარო ამტკიცებს, რომ ლენონი ამ ფრაზას იყენებდა ჰამბურგული ტურის პერიოდში.
ალბომის გრამფირფიტის პირველ მხარეს შეტანილი ყველა სიმღერა გამოიყენება ფილმში. მეორე მხარეზე მოთავსებულია იმავე პერიოდში ჩაწერილი კომპოზიციები, მაგრამ არც ერთი მათგანი ფილმში არ მოხვედრილ (თუმცა, I'll Cry Instead შეტანილია ფილმის 1980 წლის ახალ ვერსიაში). ეს აგრეთვე არის ბითლზის პირველი სტუდიური ალბომი, რომელიც ჩაწერილი იქნა ოთხფირიან მაგნიტოფონზე, რამაც სტერეო-მიქსის საშუალება მისცა ჯგუფს. მიუხედავად ამისა, კომპაქტ დისკი მაინც მონო ვერსიას შეიცავს. ამასთან, რამდენიმე სტერეო-ვერსია გამოჩნდა კრებულზე The Capitol Albums, Volume 1 (2004).
2000 წელს გამოცემამ Q მოათავსა ეს ალბომი ყევლა დროის საუკეთესო ბრიტანული ალბომების მეხუთე ადგილზე.
1987 წლის 26 თებერვალს A Hard Day's Night ოფიციალურად გამოიცა კომპაქტ დისკზე, მონო ვერსიის სახით, ისევე როგორც ბითლზის დანარჩენი სამი ალბომი: Please Please Me, With the Beatles, და Beatles for Sale. წარსულში აშშ-ში ვრცელდებოდა მხოლოდ ბრიტანეთიდან შემოტანილი ვერსია, ახალი გამოცემა კი დამოუკიდებლად გამოიცა გრამფირფიტაზე და კასეტაზე, 1987 წლის 21 ივლისს. სიმღერების A Hard Day's Night, Can't Buy Me Love და And I Love Her სტერეო მიქსები შეტანილია კრებულში 1962–1966 (The Red Album).
სიმღერების სია [რედაქტირება]
თითქმის ყველა სიმღერის ავტორები არიან ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი. ამ ორ მუსიკოსს ეკუთვნის ბითლზის სიმღერების უმრავლესობა, მაგრამ ამ ალბომზე ჯონ ლენონი უფრო დომინირებს.
| მხარე 1 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა | ||||||
| 1. | A Hard Day's Night | ლენონი და მაკ-კარტნი | 2:34 | ||||||
| 2. | I Should Have Known Better | ლენონი | 2:46 | ||||||
| 3. | If I Fell | ლენონი და მაკ-კარტნი | 2:24 | ||||||
| 4. | I'm Happy Just to Dance with You | ჰარისონი | 1:59 | ||||||
| 5. | And I Love Her | მაკ-კარტნი | 2:33 | ||||||
| 6. | Tell Me Why | ლენონი | 2:12 | ||||||
| 7. | Can't Buy Me Love | მაკ-კარტნი | 2:14 | ||||||
| მხარე 2 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა | ||||||
| 1. | Any Time at All | ლენონი | 2:15 | ||||||
| 2. | I'll Cry Instead | ლენონი | 1:49 | ||||||
| 3. | Things We Said Today | მაკ-კარტნი | 2:40 | ||||||
| 4. | When I Get Home | ლენონი | 2:20 | ||||||
| 5. | You Can't Do That | ლენონი | 2:39 | ||||||
| 6. | I'll Be Back | ლენონი | 2:20 | ||||||
ამერიკული გამოცემა [რედაქტირება]
| A Hard Day's Night | ||
| A Hard Day's Night | ||
| გამოცემის თარიღი | 26 ივნისი 1964 | |
| ჩაწერის თარიღი | ები-როუდის სტუდია, 1964 | |
| ჟანრი | როკ ენ როლი | |
| ხანგრძლივობა | 29:21 | |
| ლეიბლი | United Artists UAL 3366 (მონო) UAS 6366 (სტერეო) |
|
| პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |
| ბითლზის ამერიკული ალბომები | ||
|---|---|---|
| The Beatles' Second Album (1964) |
A Hard Day's Night (1964) |
Something New (1964) |
| სინგლები ალბომიდან A Hard Day's Night | ||
|
||
ალბომის ამერიკული გამოცემა გამოჩნდა 1964 წლის 26 ივნისს. მასში შეტანილი იყო შვიდი სიმღერა ფილმიდან. I'll Cry Instead ასევე შეტანილი იქნა დისკში, თუმცა ფილმშიც არ მოხვედრილა. დამატებით ინტერესს წარმოადგენს ჯორჯ მარტინის მიერ ორკესტრისათვის არანჟირებული სიმღერების ინსტრუმენტული ვერსიები.
სიმღერების სია [რედაქტირება]
| მხარე 1 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | შენიშვნა | ხანგრძლივობა | ||||||
| 1. | A Hard Day's Night | 2:33 | |||||||
| 2. | Tell Me Why | 2:10 | |||||||
| 3. | I'll Cry Instead | 2:06 | |||||||
| 4. | I Should Have Known Better | ინსტრუმენტული, ჯორჯ მარტინი და მისი ორკესტრი | 2:10 | ||||||
| 5. | I'm Happy Just to Dance with You | 1:59 | |||||||
| 6. | And I Love Her | ინსტრუმენტული, ჯორჯ მარტინი და მისი ორკესტრი | 3:46 | ||||||
| მხარე 2 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | შენიშვნა | ხანგრძლივობა | ||||||
| 1. | I Should Have Known Better | 2:44 | |||||||
| 2. | If I Fell | 2:22 | |||||||
| 3. | And I Love Her | 2:29 | |||||||
| 4. | Ringo's Theme (This Boy) | ინსტრუმენტული, ჯორჯ მარტინი და მისი ორკესტრი | 3:10 | ||||||
| 5. | Can't Buy Me Love | 2:12 | |||||||
| 6. | A Hard Day's Night | ინსტრუმენტული, ჯორჯ მარტინი და მისი ორკესტრი | 2:06 | ||||||
პერსონალი [რედაქტირება]
- პერსონალი
- ჯორჯ ჰარისონი – წამყვანი გიტარა (6 და 12 სიმიანი), აკუსტიკური და ესპანური გიტარები, დამატებითი ვოკალი, წამყვანი ვოკალი სიმღერაში I'm Happy Just to Dance with You; ვოკალური ჰარმონია სიმღერაში Things We Said Today
- ჯონ ლენონი – წამყვანი ვოკალი, ვოკალური ჰარმონია და დამატებითი ვოკალი; რითმული გიტარა, აკუსტიკური გიტარები, ჰარმონიკა, წამყვანი გიტარა სიმღერაში You Can't Do That; ფორტეპიანო სიმღერა Things We Said Today და დაირა
- პოლ მაკ-კარტნი – წამყვანი ვოკალი, ვოკალური ჰარმონია და დამატებითი ვოკალი, ბას გიტარა, ფორტეპიანო, აკუსტიკური გიტარა სიმღერაში I'll Be Back
- რინგო სტარი – დასარტყამი ინსტრუმენტები, დაირა
- დამატებითი მუსიკოსები
- ჯორჯ მარტინი – ფორტეპიანო
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ http://www.allmusic.com/album/r1700346
- ↑ http://www.blender.com/guide/back-catalogue/53036/hard-days-night.html
- ↑ http://pitchfork.com/reviews/albums/13422-a-hard-days-night/
- ↑ http://www.q4music.com/nav?page=q4music.artist.review&fixture_review=117562&fixture_artist=144975
- ↑ http://consequenceofsound.net/2009/09/album-review-the-beatles-a-hard-days-night-remastered/
- ↑ http://sputnikmusic.com/review/3713/The-Beatles-A-Hard-Days-Night/
- ↑ McCormick, Neil. “The Beatles - A Hard Day's Night, review“, The Daily Telegraph, 4 September 2009.